სიახლეები

აბიტურიენტთა საყურადღებოდ - ლავუაზიეს წრე!

თუ გაინტერესებს ბიოლოგია და ქიმია, ცოცხალი სამყარო და მისი მოლეკულური შემადგენლობა, თუ გსურს გახდე საინტერესო და ჯადოსნური ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერიმენტების შემოქმედი, და ხარ აბიტურიენტი, აგრარული უნივერსიტეტი სპეციალურად შენთვის აწყობს კონკურსს - ლავუაზიეს წრე

კონკურსი გუნდურია და 3 ტურად ტარდება. შენ შეგიძლია თავად აირჩიო თანაგუნდელი, თუნდაც სხვა სკოლიდან.
თუ თქვენ უკვე ხართ ორნი, ჩვენ დაგეხმარებით გიპოვოთ მესამე თანაგუნდელი.

ლავუაზიეს წრის პირველი ტური გაიმართება 2014 წლის 6 აპრილს.

მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ სხვადასხვა პრიზი და სასწავლო ვაუჩერი ოთხი წლისგანმავლობაში ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად:

4900 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს
2940 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა II-III ადგილზე გასულ მონაწილეებს
1200 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა ფინალში გასულ მონაწილეებს
800 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა მე-2 ტურში გასულ მონაწილეებს
400 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა კონკურსის ყველა მონაწილეს

ვაუჩერები აგრარული უნივერსიტეტის აგრარულ და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე და თავისუფალ უნივერსიტეტში ფიზიკის და მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა სკოლაში დააფინანსებს ბაკალავრიატში სწავლის საფასურს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ონლაინ-რეგისტრაცია მიმდინარეობს 2 აპრილამდე.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 1 გამარჯვებული, 3 მეორე და 5 მესამე ადგილზე გასული გუნდი.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აგრუნის ან Facebook-ს გვერდებზე

 

გამოქვეყნებულია: 01-04-2014


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები