სიახლეები

მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ტრენინგები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის SALIS-ის ლაბორატორიაში მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ტრენინგები ტარდება. ტრენინგის გავლა მასწავლებლებისთვის ქიმიაში, ბიოლოგიასა და ფიზიკაშია შესაძლებელი. გარდა ამისა, ცალკე ტრენინგი აქვს დათმობილი მეშვიდე კლასის ინტეგრირებულ საბუნებისმეტყველო მოდულს.

მასწავლებელთა პირველი ტრენინგი 2013 წლის დეკემბერში ჩატარდა ქიმიაში და მას ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან კუპატაძე უძღვებოდა. სულ ახლახანს დასრულდა ტრენინგი მე-7 კლასის ბუნებისმეტყველებაში, რომელსაც ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები მარიკა კაპანაძე, ქეთევან კუპატაძე და მალხაზ მაყაშვილი უძღვებოდნენ.

ტრენინგები მარტიდან განახლდება. 22-23, 29-30 მარტს და 5-6 აპრილს ჩატარდება ბიოლოგიის ტრენინგი (რეგისტრაცია დასრულდება 15 მარტს,). ტრენინგებს ჩაატარებს პროფესორი მალხაზ მაყაშვილი.

ქიმიის ტრენინგები ჩატარდება - 12-13, 26-27 აპრილს და 3-4 მაისს (რეგისტრაცია დასრულდება 5 აპრილს). ტრენინგებს ჩაატარებს პროფესორი ქეთევან კუპატაძე.

რეგისტრაციისთვის და შეკითხვებით შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე 5 93 59 59 82.



 

გამოქვეყნებულია: 05-03-2014


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები