სიახლეები

ელიზბარ ელიზბარაშვილი - ცეცხლს უგულობა ახელებს...

თოვს ისევ. უკვე მესამე დღეა, გადაუღებლად თოვს. წყლის ანც მოლეკულებს შესცივებიათ, მობუზულები, ერთმანეთს მიჰკვრიან და, გულდამძიმებულნი, შორეული სიმაღლეებიდან ფარფატით უბრუნდებიან დედამიწას. გარეთ სიცივე ძვალ-რბილში ატანს. სოფლად ყინვასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება შეშის ღუმელია... შეშის ნაჭრებს ვუკეთებ ბებერ, ჟანგისგან აქა-იქ გვერდებდასვრეტილ ღუმელს და მაშით ვცდილობ მათ გასწორებას. არ გამომდის, აგიზგიზებული ცეცხლი მინავლებას იწყებს. „გული გამოუღე, პაპაისკაცო, გული", - მარიგებს ძველი ტახტის კიდეზე ჩამომჯდარი პაპაჩემი. ასაკის გამო ვერ ვერევი ვერც, ალბათ, საუკუნის წინ გამოჭედილი მაშის სიმძიმეს, ვერც პაპაჩემის დარიგებას. ერთიც და მეორეც სახეზე მაწერია. პაპა დგება და ნელი ნაბიჯით მიახლოვდება, მაშის ერთი ოსტატური მოძრაობით ცეცხლს „გულს უღებს" და ისიც უმალ იწყებს გიზგიზს. პაპაჩემი მაშას მიბრუნებს, დინჯად უბრუნდება ტახტს და თითქოს თავისთვის ამბობს: „ცეცხლს უგულობა ახელებს, ვაჟკაცს კი გულიანობაო"...

რატომ გიზგიზებს გულგამოღებული ცეცხლი? ან საიდან მოდის სითბო? ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი კითხვებია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. ნივთიერების წვასა და ამ წვით მიღებული სითბოს რაოდენობას ქიმიურ (და არა მარტო ქიმიურ) ინჟინერიაში ათასობით შრომა ეძღვნება და ამდენივე პატენტია გამოქვეყნებული...

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე

 

გამოქვეყნებულია: 03-02-2014


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები