ფრედერიკ სანგერი - ორგზის ნობელიანტი გარდაიცვალა 95 წლის ასაკში

არაერთი მეცნიერი აღიარებს, რომ ფრედერიკ სანგერი იყო ყველა თაობის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი და ბრიტანული მეცნიერების „ნამდვილი გმირი“.

მას განიხილავენ, როგორც „გენომის მამას“, ვინაიდან შეიმუშავა დნმ-ის სინთეზის მეთოდი შემადგენელი ბლოკების ზუსტი თანმიმდევრობით შეერთებით.

მასვე ეკუთვნის ასევე პროტეინების შედგენილობის დადგენის მეთოდის შემუშავება.

ფრედერიკ სანგერი დაიბადა 1918 წელს გლუსენტერშირში და მამის მსგავსად ხელი მიჰყო მედიცინის შესწავლას ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო კემბრიჯის უნივერსიტეტში ბიოქიმიის განხრით.

იგი ერთადერთი ბრიტანელი მეცნიერია, რომელმაც ქიმიაში ორჯერ მიიღო ნობელის პრემია.

პირველად პრემია 1958 წელს მიენიჭა პროტეინების სინთეზის მეთოდის შემუშავებისათვის. როგორც ცნობილია, პროტეინები წარმოადგენენ α-ამინომჟავების მონომენერებისაგან აშენებულ პოლიმერს, რომელშიც ამინომჟავების გვარობას, რაოდენობასა და თანმიმდევრობას გადამწყვეტი მნიშვნელობაა აქვს. ფრედერიკ სანგერმა მოახერხა ამ თანმიმდევრობის გაშიფვრა და ინსულინის სინთეზი.

შემუშავებული მეთოდის საშუალებით სანგერის სამეცნიერო ჯგუფმა დაადგინა ვირუსს შემავალი მთლიანი გენომის თანმიმდევრობა, რომელშიც 5000-მდე ფუძის წყვილი შედიოდა.

მეორე ნობელის პრემია სანგერს 1980 წელს მიენიჭა „სანგერის მიმდევრობის“ შემუშავებისათვის - ტექნიკის, რომელიც დღესაც წარმატებით გამოიყენება.

1986 წელს სანგერს ასევე მიენიჭა ბრიტანეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „ორდენი დამსახურებისათვის“, თუმცა მან უარი განაცხადა „სერი“-ის წოდების მიღებაზე.

65 წლის ასაკში სანგერი პენსიაზე გავიდა და დიდ დროს ატარებდა საკუთარ ბაღში და ნავით სეირნობაში.

  

გამოქვეყნებულია: 03-02-2014




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას