ქეთევან კუპატაძე - ტესტოსტერონის ბრალია

ცხრა წლის ვარ. ორივე ფილტვის ანთება მაქვს, ვიწვი, ნახატი ფილმის ყურება კი მაინც მინდა. დედა ტელევიზორს მირთავს და თავად სამზარეულოში გადის წვენის გამოსაწურად. ნახატი ფილმი სრულდება და იწყება კრივი. თვალებგაფართოებული შევცქერი და ვერ ვხვდები, ეს ორი კაცი რატომ იმეტებს ერთმანეთს მოსაკლავად...

ამას წინად სწორედ ასე შევრჩი კრივს. ვარჯიშის დროს ჩვევად მაქვს, ტელევიზორში რაიმე გასართობს ვუყურო. ჰოდა, ჩემ მიერ მოწონებული გადაცემა დასრულდა; დაიწყო კრივი, გადასართავი პულტი კი შორს აღმოჩნდა. ვარჯიშის შეწყვეტა არ მოვინდომე, ვიფიქრე, არა უშავს, ცოტა ხანს უბათქუნონ-მეთქი ერთმანეთს. კრივში დღესაც ისევე ვერკვევი, როგორც მაშინ, ცხრა წლისა, და დღემდე არ მესმის, შვილი ასეთი სასტიკი სპორტისთვის რატომ უნდა გაიმეტო. თუმცა ასე რომ ვფიქრობ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მართალი ვარ; უბრალოდ, ხმამაღლა გამოვთქვამ აზრს.

ერთხელ, მოწაფეობისას, სადღაც წავიკითხე, სპორტის დროს გამოვლენილი ჟინი და აგრესია ტესტოსტერონის ბრალიაო. თუმცა ეს ჰორმონი მხოლოდ სპორტულ ასპარეზობაში გამარჯვების სურვილს კი არ მართავს, არამედ პატარა, უსუსურ, ქრომოსომათა XY კომბინაციის მქონე ჩანასახს მამაკაცადაც აყალიბებს.

ჰოდა, მეც ამ ჰორმონზე ვისაუბრებ, ოღონდ ძალიან ფრთხილად, კითხვისას რომელიმე მკითხველს უნებურად მისმა დონემ რომ არ აუწიოს და ჩემდამი აგრესია არ გაუჩნდეს.



სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 28-01-2014




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას