მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება "მე ვფიქრობ, ხვალ".

თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა თავის მთავარ კორპუსში (მ. ალექსიძის 1 კორ 4), 8 და 9 ნოემბერს მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მართავს ღონისძიებას სახელწოდებით მე ვფიქრობ, ხვალ. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

2001 წელს იუნესკომ 10 ნოემბერი მშვიდობისა და განვითარებისათვის მეცნიერების ყოველწლიურ საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

ღონისძიებები ორი დღის მანძილზე 12:00–დან 18:00 საათამდე მთავარი კორპუსის ორ სართულზე გაიმართება. მე ვფიქრობ, ხვალ 10 განსხვავებული ნაწილისგან შედგება: სამეცნიერო გამოფენები, კონფერენციები, მოხსენებები, ფილმები მოგვითხრობენ სხვადასხვა დარგის ქართველი და უცხოელი მეცნიერების ბოლო პერიოდის მიღწევებისა და ინოვაციების შესახებ. ღონისძიება ეხმიანება ისეთ ღირსშესანიშნავ მოვლენებს როგორიცაა 2013 – პლანეტა დედამიწის მათემატიკის წელი, 2013– საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილის წელი, 2013 – იუნესკოს მიერ გამოცხადებული პირი რეისის რუკის წელი...

ორი დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ სასიამოვნო, მეგობრულ გარემოში უშუალოდ მეცნიერთაგან მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, განსხავებული და ახალი კუთხით დაინახონ ქართული მეცნიერების დარგები.

8 ნოემბერი

12:00 – 18:00 სთ საუკეთესო ბიბლიოთეკა საქართველოში;

12:00 – 18:00 სთ ღია სივრცე მეცნიერებისთვის;

13:00– 14:00 სთ „უცნობი ექვთიმე“;

14:00 – 15:30 სთ 2013 – დედამიწის მათემატიკის წელი;

ვიქტორ კუპრაძის წიგნის პრეზენტაცია 25 წთ.

„ეილერის თეორემა გრამატიკაში“ – თორნიკე ქადაგიშვილი; 10 წთ.

„მათემატიკური ტრადიციები საქართველოში“ – როლანდ დუდუჩავა. 10 წთ.

„გაძლიერებული მათემატიკის სკოლა - კომაროვი“; 7 წთ.

„რატომ გვიყვარს მათემატიკა“. 7 წთ.

16:00 – 17:30 სთ ვინ აღმოაჩინა ანტრაქტიდა? – რომან მაისურაძე

17:30 სთ „ალექსანდრე ქართველიშვილი და ა.შ.შ სამხედრო ავიაცია“; –ალექსანდრე ქართველის საზოგადოება.

ფოტოგამოფენა

9 ნოემბერი

12:00 – 18:00 სთ საუკეთესო ბიბლიოთეკა საქართველოში;

12:00 – 13:00 სთ განახლებადი ენერგია თქვენს სამსახურში;

12:00 – 14:00სთ უახლესი ქართული გამოგონებები;

გიორგი კვარაცხელია

ვიტალი აბრამიანი

კოტე ბალავაძე

სალომე და ომარ ბარბაქაძეები

14:00 – 18:00 სთ „აღმოაჩინე საქართველოს ბიომრავალფეროვნება!“ -ახალგაზრდული კონფერენცია

  

გამოქვეყნებულია: 28-01-2014




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას