ქეთევან კუპატაძე - ქიმია, საქმის და სამშობლოს სიყვარულით

ქართველი ქალი განსაკუთრებულია. ვიცი, მკითხველი ორ კატეგორიად დაიყოფა, ნაწილი დამეთანხმება, მეორე კი ჩაიცინებს, რა სხვა ეროვნების ქალები ნაკლები რითი არიანო. სრულიად არაფრით, მაგრამ ქართველ ქალებზე ვწერ.

დღეს არა ზოგადად ქალებზე, ქიმიკოს ქალებზე უნდა დავწერო. თავისი საქმის ორ პროფესიონალზე, ქიმიაზე უანგაროდ შეყვარებულ ადამიანზე. სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ქიმიკოსების წრეში ისინი ახსოვთ და კეთილად იგონებენ.

ქიმიის არ ცოდნის, არ სიყვარულის პრობლემები სკოლიდან მოდის. ვერ არის დღევანდელი მოსწავლე სათანადოდ დაინტერესებული. ქიმია ცდის გარეშე რომ ვერ ივარგებს, ალბათ დამეთანხმებით. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამაში აი, ის მეორე სკეპტიკოს მკითხველთა ნაწილიც დამემოწმება, მართალიაო. კატალიზატორზე საუბრობ? ნუ დაიწყებ მომაბეზრებელი თეორიით. მაშინვე ლე შატელიეს პრინციპს ნუ გამოუკრავ დაფაზე. ზოგი შეშინდება, ზოგს არ დააინტერესებს, ეს ყველაფერი პროტესტის გრძნობაში გადაიზრდება და ჩემი სტუდენტის, თორნიკეს მსგავსად იტყვიან: რატომ უნდა მესწავლა ქიმია სკოლაშიო? მაგრამ, თუ ლამაზი ცდებით „შეიტყუებ" და ულუფა-ულუფა მიაწვდი თეორიას, კანონსაც ისწავლის და ფორმულასაც. შეიძლება ამით აღფრთოვანებული სულაც არ იყოს, მაგრამ მაინც ისწავლის.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 16-12-2013




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას