ქეთევან კუპატაძე: ქიმიური ზღაპარი

ვიდრე წერას დავიწყებდი, წიგნების თაროს ბოლო მწკრივს მივაკითხე, სადაც ბავშვობის დროინდელი ზღაპრები მაქვს გადანახული. რომელი ქვეყნის ზღაპრებს არ ნახავთ აქ... თავდაპირველად ბებია მიკითხავდა, მაგრამ მას თავისი საქმეები ჰქონდა და გამუდმებით ველოდი, ჩემთვის როდის მოიცლიდა. ბოლოს ავდექი და „ჯიბრით" კითხვა ვისწავლე. ამით ყველა მოგებული დარჩა - ბებიაც, მეც და ზღაპრებიც. მოგვიანებით, როცა თვალი სხვა წიგნებისკენ გამექცა, ზღაპრებმაც ზედა თაროებისკენ გადაინაცვლეს...

ახლა სწორედ ზღაპრის მოყოლას ვაპირებ. წიგნებსაც ამიტომ ჩავხედე - დასაწყისი არ შემეშალოს-მეთქი.

მაშ ასე, მზად ვართ? იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი... ლაპის ლაზული (lapis lazuli), იგივე ულტრამარინ ლურჯი, რომელსაც სხვადასხვა კულტურასა და საუკუნეში საოცარი ამბები გადახდა თავს.

მოდი, ჯერ გავიცნოთ. რთული ნაერთია, კირქვად მინერალიზდება და მინერალ ლაზურიტის კუბისებრი სტრუქტურის მარცვლებს შეიცავს. მისი ქიმიური შემადგენლობა ასეთია: (Na2O) 16,8%, (СаО) 8,7%, (Аl2О3) 27,2%, (SiO2) 31,8%, (SO3) 34%, (Сl) 0,25%. ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ძალიან დაფასებული და ძვირი მინერალი გახლდათ, თანაც ძალიან იშვიათი. ძველად, როდესაც მზეთუნახავის გულს მხოლოდ ლექსებითა და ხმლის ტრიალით ვერ მოიგებდი, ძვირფასი საჩუქრებიც აუცილებელი იყო, მაშინდელი სასიძოები ბადახშანში (დღევანდელი ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი და ტაჯიკეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი) მიდიოდნენ ლაპის ლაზულის მოსაპოვებლად - სწორედ აქედან ვრცელდებოდა ეს მინერალი...

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 27-11-2013




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას