თამარ სანიკიძე: "მასწავლებელი იგრძნობს, რომ სახელმწიფო და სამინისტრო მის გვერდით არიან"

საზოგადოება ახალი მინისტრისგან საკუთარ ხედვას, განათლების პოლიტიკისადმი საკუთარ დამოკიდებულებას ელის. იგეგმება თუ არა სიახლეები, იქმნება თუ არა რაიმე დოკუმენტი, რომელიც საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მომავალ საქმიანობას, მის სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიას გააცნობს, წარმოდგენას შეუქმნის იმის თაობაზე, საით მივდივართ და რა გზით?

- ასეთი გეგმა და სტრატეგია, რა თქმა უნდა, გვაქვს და შესაბამისი დოკუმენტიც მზადდება. საუბარია პოლიტიკის დოკუმენტზე. ჩვენ არ გადავუხვევთ იმ ძირითად გეზს, რომელიც ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ აიღო განათლების სამინისტრომ და რომელიც, როგორც შედეგებმა დაგვანახვა, სწორად იყო შერჩეული. ვგულისხმობ სისტემის დეპოლიტიზაციას, სწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდას, სწავლების ხარისხის ამაღლებას, მაგრამ არა სწავლის ღირებულების გაზრდით, არამედ სხვა ადაპტირებული მეთოდებისა გამოყენებით და არსებული რესურსების ადეკვატურად გადანაწილებით. ოქტომბრისთვის გვექნება საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მიხედვითაც სისტემურ ცვლილებებს განვახორციელებთ. ეს ცვლილებები იქნება მიზანმიმართული და დაეფუძნება მსოფლიოში არსებულ პრაქტიკასა და გამოცდილებას. ასეთი ცვლილებების განხორციელების მცდელობა თითქოს უკვე იყო საქართველოში, მაგრამ იმდენად სწრაფი, გაუაზრებელი და რიგ შემთხვევებში არაკეთილსინდისიერი განზრახვებით გაჯერებული, რომ გარკვეულ წილად შედეგები იყო სავალალო, ისეთი როგორიც არის ძალაუფლების რამდენიმე ადამიანის ხელში ჩაგდება, სახელმწიფო ქონების არამიზნობრივი გასხვისება და ა.შ. მთავარია, რომ ეს ტენდენცია შეჩერდა.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 27-11-2013




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას