სიახლეები

 

ელიზბარ ელიზბარავილი - მადლობელი ვარ, დამბადებელო...

„მადლობელი ვარ, დამბადებელო..." - ამ სიტყვებით დაასრულა ვაჟა-ფშაველამ მოღვაწეობაც და სიცოცხლეც. ამბობენ, რომ ამ ქვეყნიდან წასვლისას მთელი ცხოვრება ჩაივლის თვალწინ. დრო ჩერდება - ერთსა და იმავე დროს ბავშვიც ხარ და თმაშევერცხლილიც, და ჩავლილ ცხოვრებას ისე უყურებ, როგორც ავტორი დასცქერის თავის სქელტანიან რომანს. მან იცის, რომელ გვერდზე რა ვნებაა, სად უხარია და სად სტკივა მთავარ გმირს, როგორ შემოდგა ფეხი წიგნის პირველ გვერდებზე და როგორ გაიხურავს კარს ეპილოგში. შენ, ავტორს, დრო აღარ გჭირდება მის წასაკითხად.

როგორც უკვე გითხარით, ვაჟა-ფშაველამ მადლობა გადაუხადა დამბადებელს...

მაინც ვის უხდიდა მადლობას მწერალი? მშობელ დედას, არაგვს, დამწუხრებულს რომ ახარებდა, ანკარა წყაროებს, თიბვითა და მკით დაღლილს წყურვილს რომ უკლავდა; ქუჩს, იმ მწირ ბალახს, რომელიც მეფესავით გაათამამა და ვინ იცის, რამდენჯერ ქათიბად ჰფენია მთის წვერზე ჩამომჯდარი ბებერი არწივისა თუ დიაცის უბესავით აზვირთული მთების, მათ კალთებზე მოცურავე „ფიქრების" - ნისლების ცქერისას; შემოქმედს, მადლი რომ მოჰფინა მარჯვენაზე... ლუკა რაზიკაშვილი ხომ ყველამ და ყველაფერმა ერთად დაბადა ვაჟა-ფშაველად...

ამქვეყნად მოსვლის შესაძლებლობა ჩვენ ერთხელ გვეძლევა, დაბადებისა კი - არაერთხელ.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე

 

 

გამოქვეყნებულია: 21-11-2013