სიახლეები

 

ქეთევან კუპატაძე - ქიმიის ტური

ერთი მეგობარი მყავს, ზოგჯერ ფეისბუქის მეშვეობით ვესაუბრები. ჩემს სტატიებს კითხულობს თურმე. ამას წინათ ნახევრად ხუმრობით მითხრა, რა გჭირს, რა ყველაფერში ქიმიას ხედავო, არადა, ბოლომდე რომ ჩავიკითხავ, ვრწმუნდები - ყველაფერი მართლაც ქიმიასთან არის დაკავშირებული და შენი წერილების თემებს მულტიპლიკაციურ ფილმებად წარმოვიდგენ ხოლმეო. მერე თითქოს სინანულით დასძინა, სკოლაში ქიმია ფაქტობრივად არ მისწავლია, ერთი ახალგაზრდა, სანდომიანი მასწავლებელი გვყვავდა, რომელიც, მართალია, საგანს არ გვასწავლიდა, მაგრამ სასიამოვნო ადამიანი იყო და მეც კეთილი მოგონებები დამრჩა მასზეო. კიდევ, იცი, რა მახსოვს ქიმიაზე? - ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი მსახიობის, თენგიზ ჩანტლაძის სკეტჩი ლომონოსოვის სურათის შესახებო.

ამ ერთი შეხედვით ლაღ, არაფრისმთქმელ საუბარში დიდი პრობლემა იმალება. დიახ, დღესაც იგივე მდგომარეობაა - მოსწავლეებმა ქიმია არ იციან. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ფაქტია, მასწავლებლები მათ დაინტერესებას ვერ ახერხებენ. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არის და ღმერთმა დაგვიფაროს, არ იყოს. მე ამის დაწერას მხოლოდ ის მაბედინებს, რასაც ჩემი შესავალი კურსების პირველკურსელ სტუდენტებთან (გუშინდელ მოსწავლეებთან, რომლებმაც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში ქიმიაც ჩააბარეს) ვხედავ. მათ ქიმია არ ახსოვთ! როდესაც ქიმიის გაკვეთილების შესახებ ვეკითხები, მპასუხობენ, რომ ან არ უტარდებოდათ, ან არ აინტერესებდათ. საქმეც სწორედ ეს არის - ინტერესის უქონლობა.

ამ შემთხვევაში ორმაგად ვცდილობ, ქიმია მოვაწონო და ერთმა ამას წინათ ისიც კი იკითხა: რატომ არ ვსწავლობდი ამ საგანს სკოლაში, თუ ასეთი საინტერესო იყოო?

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე

 

 

გამოქვეყნებულია: 22-08-2013