სიახლეები

ელიზბარ ელიზბარაშვილი - ნაბიჯი მარადობისკენ

"საუკუნეები და ერები, როგორც ლეგენდარული არმიები, იკრიბებიან და იშლებიან: სახელმწიფოები და ადამიანები თავიანთი ჩვეულებებით, სურვილებით, იდეალებით და ილუზიებით აფართქალდებიან, ღელავენ, ეძებენ და იტანჯებიან, საუკუნეთა განმავლობაში მრავლდებიან, ორგანულ-ბიოლოგიურად იზრდებიან; დაიქანცებიან ღელვა-ძიებაში და წუთისოფელს შორდებიან, ვით უდაბნოში მოხეტიალე მგზავრები. დროთა მდუმარე სასაფლაოზე მოდიან სხვები და შლიან უთავბოლო პოემის ახალ რვეულებს, ჩმახავენ ახალ სიტყვებს, იგონებენ ღმერთებს და მეცნიერულ ზღაპრებს..." - წუხს ცხოვრების წარმავლობაზე კონსტანტინე კაპანელი...

"ყოფნა? არყოფნა?" - ეს კითხვა შექსპირამდეც აღელვებდა ადამიანს და მომავალშიც არაერთხელ შეახსენებს თავს. რაც უნდა ღრმად გვწამდეს მითი თუ სინამდვილე სულის უკვდავებისა და სამოთხისა, მაინც არ გვეთმობა ჩვენი ამქვეყნიური სადგომი, სავსე ტალახით, ცრემლით, ტანჯვით, დარდით, სიხარულით, იმედით...

სანამ სული უდგას, სხეული ინარჩუნებს სიმრთელეს. სული ინჰიბიტორივითაა - ერთმანეთისგან დაცილების საშუალებას არ აძლევს ჩვენს მოლეკულებს.

და სანამ სული გვიდგას და გული ფეთქავს, რას არ ვჩადით, რომ როცა სხეული ვეღარ შეძლებს სიარულს, ჩვენმა მისტიურმა მე-მ გააგრძელოს ამქვეყნად ყოფნა.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნერჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე

 

გამოქვეყნებულია: 12-04-2013


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები