სიახლეები

ქეთევან კუპატაძე - აღზევანს წავალ მარილზე...

„აღზევანს წავალ მარილზე, მარილს მოვიტან ბროლსაო. ჯერ დედას გადავეხვევი, მერე შვილსა და ცოლსაო..." სუფრის მარილი ხომ ყველამ ვიცით. ჰოდა, მასზე უნდა გესაუბროთ - სიცოცხლის და სიკვდილის საწყისზე. 696 წელი დგას. მამაცი ვიკინგი ბიზანტიისკენ მიდის, გადაუდებელი საქმეები აქვს. მოულოდნელად ორმოში ვარდება, თეთრ ქათქათა ორმოში... მლაშე გემო აქვს ორმოს, სიქათქათიდან თითქოს ვიღაც წმინდანი უღიმის. უღიმის და ხელს უწვდის... ეს დღე ვიკინგის ცხოვრებაში გარდამტეხი გამოდგა, ის ღმერთის მსახური გახდა და მარილის მღვიმე აღმოაჩინა. ეს ყველაფერი პოლონეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ველიჩკაში მოხდა, სადაც დღესაც შეგიძლიათ ნახოთ მარილის მღვიმე, რომელიც მისი მოპოვების ერთ-ერთი ადგილიც არის და 1978 წლიდან იუნესკოს მსოფლიო საგანძურშიც შედის. დღეს ეს მღვიმე სამკურნალო დანიშნულებითაც გამოიყენება. ჰაერი იმდენად სუფთა და კრიალაა, რომ ასთმის, ალერგიის და სასუნთქი გზების სხვა დაავადებათა მკურნალობისთვის შეუცვლელია. გასაკვირი არცაა, მარილი მიკრობების მტერია. ქალაქ კრაკოვთან მარილის კიდევ ერთი სხვა მღვიმე ყოფილა. აქ სალომცველოა გახსნილი და ყველაფერი ქვამარილისგანაა გამოძერწილი. შუა საკუნეებში ავადმყოფებს ამ მღვიმეში მონაზვნები უვლიდნენ თურმე.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნერჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე

 

გამოქვეყნებულია: 05-02-2013


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები