ქეთევან კუპატაძე - ვიტამინების რაობა

ბავშვობაში დროის მანქანაზე ვოცნებობდი. იმხანად საფრანგეთზე ვიყავი შეყვარებული და ვინმეს მართლა რომ ეჩუქებინა ასეთი რამ, დაუფიქრებლად შუა საუკუნეების საფრანგეთისკენ ავიღებდი გეზს. ახლა გამახსენდა ეს ოცნება და ვიფიქრე, ხომ შეიძლება, მოსწავლეებს წარმოსახვითი მოგზაურობა შევთავაზო-მეთქი. მით უმეტეს, ქიმიის დიდაქტიკის დარგში მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები სწავლებისას განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ისტორიული ფაქტების გამოყენებას უთმობენ.
წარმოვიდგინოთ, რომ 1497 წელია. ცნობილი პორტუგალიელი მოგზაური ვასკო და გამა სამოგზაუროდ ემზადება. აფრიკა და ინდოეთი უნდა აღმოაჩინოს, ოღონდ ეს ჯერ არ იცის. არც ის, რომ ამ აღმოჩენას მისი 100 მეზღვაური შეეწირება. მიზეზი C ვიტამინის, იმავე ასკორბინის მჟავას უკმარისობით გამოწვეული დაავადება იქნება ძალიან უცნაური სიმპტომებით: სიფითრით, ბადურას შემღვრევით, ღრძილებიდან სისხლდენითა და კბილების ცვენით. დაავადებას სურავანდს უწოდებენ, თუმცა ეს მოგვიანებით მოხდება, მანამდე კი იგი გაცილებით მეტ მეზღვაურს გამოასალმებს სიცოცხლეს, ვიდრე მეკობრეთა თავდასხმები.


ვრცლად სტატია იხილეთ ინტერენგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 19-10-2012




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას