დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი არჩილ სარუხანიშვილი



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი არჩილ სარუხანიშვილი დაიბადა 1935 წლის 25 მაისს; 1954–1959 წწ. დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი; წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე მინის ლაბორატორიაში. 1962–1965 წწ. იყო ლენინგრადის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კათედრის ასპირანტი, შემდეგ კი კათედრის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; შემდეგ ბრუნდება საქართველოში და იქყებს მუშაობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. - იყო კათედრის დოცენტი (1980–1981 წწ.), ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანი (1980–1982 წწ.) და სილიკატების ტექნოლოგიის კათედრის პროფესორი. 1982–2006 წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური და კოლოიდური ქიმიური კათედრა. 2006 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

 

მცირე რამ მინანქრის შესახებ

- ბატონო არჩილ გთხოვთ გვიამბოთ მომინანქრების მოკლე ისტორია, პირველად როდის არის აღმოჩენილი ?

 

- ძვირფასი ლითონების მომინანქრება ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძვ. წელთაგრიცხვით 1600–1200 წლებში. პირველი მხატვრული ნაკეთობა აღმოჩენილი იქნა მიკენის გათხრებისას და კვიპროსზე.დროის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ძვირფასი ლითონების მომინანქრება დაიწყო მას შემდეგ რაც ბაბილონში მიიგეს მოჭიქული აგური, ხოლო ჩინეთსა და ეგვიპტეში განვითარდა ქვის კერამიკა. მოგვიანებით მომინანქრებულ სამკაულებს აკეთებდნენ ძვ. წელთაგრიცხვის VII-IV საუკუნეებიდან ჩვ. წელთაგრიცხვამდე კვიპროსში, ეგვიპტეში, დღევანდელ აზერბაიჯანისა და როსეთის სამხრეთ ტერიტორიაზე. ეტრურიაში (ტოსკანა). მინანქრის ხელოვნება ვნთარდება ჩვ, წელთაღრიცხვის I-III საუკუნეებში. ბრიტანეთსა და საბერძნეთში მომინანქრების კულტურამ თავისი განვითარების უმაღლეს წერტილს მიახწია კელტების ტომებში. მომინანქრების დახვეწილი ტექნიკით გამოირჩევა სპარსული და ბიზანტიური ნაკეთობანი.VIII-XVIII საუკუნეებში შექმნილია საყოველთაოდ აგიარებული მომინანქრებული საიუველირო ნაკეთობანი უნგრეთში, საფრანგეთში, მილანში, პრაღასა და დრეზდებში, აგრეთვე რეინის, მაასისა და მოზელის ხეობებში.

 

–ვინ განახორციელა საოჯახო ჭურჭლის მომინანქრება?

 

- საოჯახო ჭურჭლის მომინანქრება პირველად განახორციელა იუსტიმ. მისი შრომების შედეგების საფუძველზე კიონიქსბრონში აშენდა ქარხანა რომელიც 1794 წლიდან უშვებდა მინანქრით დაფარულ თიჯის სხვადასხვა ტევადობების ჭურჭელს. XIX საუკუნის დასაწყისში გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში აითვისეს სხმული და ნაჭედი ჭურჭლის მომინანქრება, ხოლო 1883 წლიდან–დაშტამპულისაც. 1799 წელს ინგლისელ ჰიკლინგს მიეცა პატენტი რკინისა და სხვა ლითონების მომნანქრებაზე. თავდაპირველად, მინანქრები ფუძე და დამფარავ მინანქრებად 1839 წელს დაყოპილი იყო, როდესაც თ. და კ. კლარკებს მიეცათ პატენტი. თუჯის მომინანქრებული ჭურჭლის წარმოება ვითარდებოდა ინგლისსა და ჩეხეთში.

1945 წლიდან თუჯისა და ფოლადის მომინანქრების გარდა განვითარდა ალუმინის, მაღალლეგირებული ფოლადებისა და ტიტანის მომინანქრება. დღეისათვის მხატვრული მომინანქრების ცენტრებად შეიძლება ჩაითვალოს უნგრეთი, გერმანია, საფრანგეთი ხოლო ტექნიკურის – აშშ, გერმანია, იაპონია.

მომინანქრების თეორიის განვითარება დაიწყო XIX საუკუნის დასაწყისში. თნამედროვე ლიტერატურა მომინანქრებაში იწყება შტუკერტისა და პეტცოლდის წიგნებით. მას შემდეგ გამოიცა მრავალი მონოგრაპია და სახელმძღვანელო.

 

–როდის განვითარდა საქართველოში მხატვრული მომინანქრება ?

 

- საქართველოში მხატვრუილი მომინანქრება განვითარებული იყო შუა საუკუნეებში. ქართული ტიხრული მინანქრის ნიმუშების ისტორია განისაზგვრება VIII-XI საუკუნეებით, ტუმცა იყო ცდები ტიხრული მინანქრების ყველაზე ადრინდელი ნიმუშები დაეკავშირებინათ უძცელეს საქართველოსთან. შუა საუკუნეების ქართულმა ტიხრულმა მინანქრებმა უკვე დიდი ხანია მიიგო დიდი აღარება და ითვლება ერთ–ერთ მნიშვნელოვან მსოპლიო საგანძურად.

ტექნიკური მომინანქრება საქართველოში დაინერგა 50–იანი წლებიდან. მომინანქრების ამ სფეროში ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში ქართველ მეცნიერთ მიერ გამოქვეყნებულია არაერთი ნაშრომი. ეს ნაშრომები დაკავშირებულია მთის ქანების, ადგილობრივი კომპლექსური ნედლი მასალებისა და წარმოების ნარჩენების გამოყენებასთან მომინანქრებაში, ხარისხობრივად ახალი მომინანქრების და მინანქრის შლიკერის სინთეზსა და მათი თვისებების შესწავლასთან.

 

 

ესაუბრა მაგდა ხარაძე და არმინე ავაქიანი

2011-11-25

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას