დღეს ჩვენი სტუმარია თბილისის 69-ე საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი ნინო ჭელიძე, რომელიც გვესაუბრება საკვებში შემავალი დანამატების ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე.



მცირე ინფორმაცია ბიოგრაფიიდან:

.

 

უსაფრთხო საკვები

ჩვენს ახალგაზრდა თაობას განსაკუთრებით უყვარს ჩიფსები, არაქისი და ბევრი სხვა ნუგბარი, რომლითაც გაჯერებულია დღევანდელი ბაზარი. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს პროდუქტების მარკირებისა და კონტროლის ევროპული სტანდარტები. არც საზოგადოების ინფორმირებულობაა მაღალი ამ მხრივ. ჩემი ინტერესიც თემისადმი ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების სიჭარბემ გამოიწვია. მე შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ ერთი კონკრეტული სტატია ამ პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ ინფორმაციის ცოდნა და გავრცელებაც ერთ-ერთი კარგი საშუალებაა მოსახლეობის თავდაცვის მიზნით.

ქვემოთ ჩამოთვლილია იმ ნივთიერების მცირე ნაწილი, რასაც მზა სუფები, ნამცხვრები თუ ნაყინები შეიცავენ. კანონით დადგენილია, რომ მზა შეფუთული საკვები პროდუქტების შემადგენელი ნივთიერებები ჩამოწერილი უნდა იყოს ე.წ. ინგრიდიენტების ნუსხაში. ნუსხაში შემადგენელი კომპონენტები ჩამოთვლილია მათი რაოდენობრივი შემცველობის მიხედვით. ამ კომპონენტების გვარობა და რაოდენობა პროდუქტის შერჩევისას კარგ სამსახურს გაგიწევთ. შეძლებთ გაარკვიოთ:

  • ა) ხომ არ შეიცავს ეს პროდუქტი ალერგიული ადამიანისათვის მავნე შემავსებლებს?
  • ბ) ხომ არ არის ეს პროდუქტი თქვენთვის უცნობი, ახალი საკვები, რომლის შესახებაც სიამოვნებით მიიღებდით დაწვრილებით ინფორმაციას?
  • გ) გადამოწმოთ პროდუქტის ,,სისუფთავე”, თუკი ეტიკეტის მიხედვით ეჭვი შეგეპარებათ მის ავკარგიანობაში.

და ბოლოს თუკი თქვენ ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა საკვების მიღებას ამჯობინებთ, მაშინ სამომავლოდ უთუოდ გმართებთ პროდუქტების ყიდვისას ეტიკეტის ყურადღებით წაკითხვა.

E-ნომრების შეფასების კრიტერიუმები...

შემავსებლებს აფასებენ შემდეგი კრიტერიუმებით:

წარმომავლობა:

ბუნებრივი ნიშნავს, რომ ნივთიერება არ შეუცვლიათ, მცირედ შეცვალეს ან გაამდიდრეს..

ხელოვნური ნიშნავს, რომ ნივთიერება ქიმიური გზით დაამსგავსეს ბუნებრივს, მიიღეს ენზიმების ან მიკროორგანიზმების გამოყენებით, ან ქიმიურ ლაბორატორიაში. ვეგეტარიანელებისათვის მითითებულია ცხოველური, მცენარეული, მინერალური.

გამოყენების სფერო:

განმარტებულია, თუ რა ფუნქციას ასრულებს ნივთიერება საკვებ პროდუქტში (მაგ: კონსერვანტი). მითითებულია, თუ რომელ პროდუქტშია დასაშვები ამ ნივთიერების გამოყენება.

შეფასების გრადაცია:

არ გირჩევთ ხშირად მიღებას. ნივთიერების ხშირად მიღებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის ჯანმრთელობაზე (მაგ: შეასუსტოს მინერალური ნივთიერების შეთვისების უნარი).

ყურადღებით მოეკიდონ ალერგიით, ასთმით და სხვა ავადმყოფობებით დაავადებული პირები. დღეისათვის ასეთი 63 ნივთიერებაა შესწავლილი.

არ გირჩევთ მიღებას. ნიშნავს, რომ ამ ნივთიერებამ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას ავნოს. დღეისათვის პროდუქტებში ასეთი 11 ნივთიერებაა აღმოჩენილი.

არ გირჩევთ დიდი რაოდენობით მიღებას. განსაზღვრული დოზის ზემოთ ამ ნივთიერების მიღება გვერდით მოვლენებს იწვევს (მაგ: ფაღარათს). სჯობს თავი შევიკავოთ 13 დასახელების ასეთი ნივთიერების გამოყენებისას.

გთავაზობთ ზოგიერთი მათგანის ჩამონათვალს.

E150d-ამონიუმის სულფიტი-შაქრის ფერი

ხელოვნური ყავისფერი საღებარი. მზადდება მცენარეულ ბაზაზე. მიიღება შაქრის ნაერთებისაგან ამონიუმსულფიტის დახმარებით. შესაძლოა შეიცავდეს შხამიან ნაერთს, რომელიც დიდი დოზით მიცემისას ცხოველებში იწვევდა კრუნჩხვებს და სისხლის სურათის ცვლილებებს. არ გირჩევთ ხშირად მიღებას.

E210-ბენზომჟავა

ხელოვნურად მიღებული კონსერვანტი. საკვებ პროდუქტებში ნატურალური სახითაც გვხვდება. ძირითადად თევზეულსა და სალათებს უმატებენ. ასთმიან და ალერგიულ ავადმყოფებში შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, ამიტომ ალერგიულთათვის სარისკოა. არ გირჩევთ ხშირად მიღებას.

E214-ეთილ-p-ჰიდროქსიბენზოატი, PHB ეთერი

ხელოვნურად მიღებული კონსერვანტი. ბენზომჟავას ნაერთი. ძირითადად თევზეულსა და სალათებს უმატებენ. შეუძლია გემოს საგრძნობლად გაფუჭება. ცხოველებზე ჩატარებული ცდების დროს იწვევდა გაბრუებას, სისხლძარღვთა გაფართოებასა და კრუნჩხვებს. ალერგიულთათვის სარისკოა. არ გირჩევთ ხშირად მიღებას.

E220-გოგირდის დიოქსიდი

ხელოვნურად მიღებული კონსერვანტი. ძირითადად ამუშავებენ თეთრ ღვინოს, გამხმარ ხილსა და კარტოფილის პროდუქტებს. ამცირებს ორგანიზმში ვიტამინ BI-ის შემცველობას და მგრძნობიარე ადამიანებში იწვევს თავის ტკივილსა და უგუნებობას. ასთმით დაავადებულ ადამიანებში შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. ,,სულფიტური ასთმა”. დღეში 50მგ-ზე მეტი რაოდენობით მიღება სახიფათოა ნებისმიერი ადამიანისათვის. ეს განსაკუთრებით ეხება თეთრ ტკბილ ღვინოებს (თუკი ასეთი ღვინო 300-400 მგ/ლ შეიცავს, მაშინ უკვე 2 ჭიქის დალევისას ადვილად შეიძლება გადაჭარბებული იქნეს ADI მაჩვენებელი. ალერგიულთათვის და ასთმიანებისათვის სარისკოა. არ გირჩევთ ხშირად მიღებას.

E234-ნიზინი

ხელოვნურად მიღებული კონსერვანტი. მიიღება მიკროორგანიზმებისაგან და აქვს ანტიბიოტიკური თვისებები. გამოიყენება მხოლოდ გამოყვანილ და მდნარ ყველში, ასევე მანანის პუდინგში. ხშირმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი თერაპიული თვისებების შემცირება და სხვა დაავადებების გამომწვევთა რეზისტენტულობის მომატება. არ გირჩევთ ხშირად მიღებას.

 

E235-ნიტამიცინი

ხელოვნურად მიღებული კონსერვანტი. მიიღება მიკროორგანიზმებისაგან და აქვს ანტიბიოტიკური თვისებები. გამოიყენება მხოლოდ გამოყვანილი და დამარილებული ძეხვეულისა და ყველის ზედაპირის დასაცავად. აკრძალულია პროდუქტში 5მგ-ზე მეტი ნატამიცინის შეყვანა. იყენებენ მედიცინაში სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ. ხშირმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი თერაპიული თვისებების შემცირება და სხვა დაავადებების გამომწვევთა რეზიდენტულობის მომატება. არ გირჩევთ ხშირად მიღებას.

 

E239-ჰექსამეთილენტეტრამინი

ხელოვნური ნივთიერება. მიიღება ამიაკისა და ფორმალდეჰიდისაგან. გამოიყენება მხოლოდ ყველში. ხმარობენ აგრეთვე, როგორც მედიკამენტს კანისა და შარდსადენი გზების დეზინფექციისათვის. გარდა ამისა, გამოიყენება კოსმეტიკურ საშვალებებშიც, როგორც კონსერვანტი.

E250-ნატრიუმის ნიტრიტი

ხელოვნურად მიღებული კონსერვანტი. გამოიყენება გამოყვანილ ხორცსა და ქონში. აფერხებს ჯანმრთელობისათვის საშიში ბაქტერიების (ბოტულიზმის გამომწვევების) განვითარებას. ხელს უშლის სისხლში ჟანგბადის ტრანსპორტირებას. ეს კი განსაკუთრებით საშიშია ძუძუმწოვარა ბავშვებისათვის. ცილის შემცველ ნივთიერებებთან ერთად 150 გრადუსზე მეტად გახურების დროს გარდაიქმნება კიბოს გამომწვევ ნიტროზომიანებად. ამიტომაც ონკოლოგები გვირჩევენ დამარილებული საჯვები პროდუქტების მიღების შეზღუდვას. (მაგ: კასლერი, მოხარშული შაშხი და თითქმის ყველა სახის ძეხვეული) არ გირჩევთ ხშირად მიღებას.

E280-პროპიონმჟავა

ხელოვნურად მიღებული კონსერვანტი. შეიძლება გამოიწვიოს გემოსა და სუნის შეგრძნებების მოშლა. მისი გამოყენება დაშვებულია წინასწარდაჭრილ შეფუთულ პურსა და წინასწარ შეფუთულ ნამცხვარში. ბუნებაში გვხვდება ზოგიერთი სახის ყველში. ვირთაგვებზე ჩატარებული ცდების დროს იწვევდა კუჭის თავის კიბოს. 1988 წელს გერმანიაში მისი გამოყენება აიკრძალა, 1996 წლიდან კვლავ იხმარება ევროგაერთიანებებში. არ გირჩევთ ხშირად მიღებას.

E491-სორბიტმონოსტეარატი

ხელოვნური ემულგატორი, ქაფის მოსაცილებელი და ცხიმების კრისტალიზაციის დამაჩქარებელი საშვალება. დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 გრ. შოკოლადს, 150 გრ. ნამცხვარს ან 300 გრ დესერტსა და ტკბილეულს. ცხოველებზე ჩატარებული ცდების დროს დიდი დოზით მიცემისას იწვევდა ორგანულ ცვლილებებს, ფაღარათსა და შარდის ბუშტის კენჭოვან დაავადებას. არ გირჩევთ ხშირად მიღებას.

E128-წითელი 2G

ხელოვნური წითელი ფერის აზო საღებარი. მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მარცვლეულის შემცველ ძეხვში და დაკეპილი ხორცის პროდუქტებში, რომლებიც მცენარეულ მინარევებს შეიცავენ. ალერგიულთათვის სარისკოა.

E912-მონტანმჟავა ეთერი

ბუნებრივი ამოსავლები საშუალება. წარმოადგენს მცენარეულ ცვილს, რომელსაც ყავისფერი კომბოსტოსაგან ღებულობენ. გამოიყენება მხოლოდ ციტრუსების კანის დასამუშავებლად. ცხოველებზე გამოცდისას ჯანმრთელობისათვის საშიშ ცვლილებებს იწვევდა. ნუ შეჭამთ ხილის კანს ან ნაფცქვენს.

E951-ასპარტამი

ხელოვნური დამატკბობელი და გემოს გამაძლიერებელი საშუალება. შაქართან შედარებით 200-ჯერ უფრო ტკბილია. არის დიპეპტიდი. ნაწილობრივ გენური ინჟინერიითაც მიიღება, შეიცავს ბევრ მინარევს, ამიტომ მისმა დიდი კონცენტრაციით მიღებამ შეიძლება ჯანმრთელობისთვის არასასურველი შედეგები გამოიწვიოს. დასაშვებია დღეში 40მგ/კგ-ზე ასპარტამის მიღება. იგი გამოჰყოფს ფენილალანინს. ფენილკეტონურიით დაავადებულთათვის სარისკოა. დღეისათვის არ არსებობს საბოლოო დასკვნა გენური ინჟინერიით მიღებული ასპარტამის შესახებ.

E1105-ლიზოციმი

ბუნებრივი ან გენური ინჟინერიით მიღებული კონსერვანტი. გამოიყენება როგორც კონსერვანტი მაგარ ყველში და როგორც ენზიმი ყოველგვარ საკვებ პროდუქტში. Bბუნებრივად მიიღება კვერცხის ცილისაგან. ალერგიულთათვის სარისკოა. დღეისათვის არ არსებობს საბოლოო დასკვნა გენური ინჟინერიით მიღებული ლიზოციმის შესახებ.

E110-სუნსეტის ყვითელი FCF, ყვითელი ნარინჯი S

ხელოვნური ნარინჯისფერი აზოსაღებარი. იწვევს ალერგიას. ცხოველებზე ჩატარებული ცდების დროს დიდი დოზებით მიცემისას გამოიწვია თირკმლის სიმსივნე. ალერგიულთათვის სარისკოა.

E154-ყავისფერი FK

სხვადასხვა აზოსაღებარის ხელოვნური ნარევი. მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შებოლილი ქაშაყის კონსერვში, რომელსაც ინგლისსა და ნორვეგიაში ამზადებენ. ალერგიულთათვის სარისკოა.

E173-ალუმინი

გამოიყენება მხოლოდ ტკბილეულის შესახვევ მასალაში და ნამცხვრების მოსართავად. შეიძლება გახდეს თირკმელების დაავადების მიზეზი. ალცჰაიმერის ავადმყოფობით დაავადებულს მორიდება მართებს: ალცჰაიმერის ავადმყოფობით დაავადებულთათვის სარისკოა.

E230-ბიფენილი (დიფენილი)

ხელოვნურად მიღებული კონსერვანტი. ციტრუსების კანს ან მათ შესაფუთ ქაღალდს იცავს ობის სოკოებისაგან. ასევე დასაშვებია მისი პესტიციდად გამოყენება. პროდუქტების გათლის ან გაფცქვნის დროს თითებით ადვილად გადადის უშუალოდ საკვებზე. ამიტომაც ხელები მაშინვე უნდა დაიბანოთ. ცხოველებზე ჩატარებული ცდების დროს ამ ნივთიერების დიდი დოზებით გამოყენებამ გამოიწვია ფარული სისხლდენები და შინაგან ორგანოთა პათოლოგიური ცვლილებები. ნუ შეჭამთ ხილის კანს ან მის ნაფცქვენს. ალერგიულთათვის სარისკოა.

E231-ორთონილფენოლი

ხელოვნურად მიღებული კონსერვანტი. (იხ. E230) ნუ შეჭამთ ხილის კანს ან მის ნაფცქვენს. ალერგიულთათვის სარისკოა.

E414-გუმფისი

ბუნებრივი მცენარეული შემადედებელი საშუალება და სტაბილიზატორი. ერთ-ერთი სახეობის აკაციის გამომშრალი გუმფისი. ზოგიერთ ქვეყანაში ნებადართულია მისი დასხივება (მაგ: ბელგიასა და საფრანგეთში). ალერგიულთათვის სარისკოა.

E102-ტარტრაზინი

სინთეზური ყვითელი ფერის საღებარი. იწვევს ალერგიას. განსაკუთრებით საშიშია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ალერგიულნი არიან ასპირინის (აცეტილსალიცილის მჟავა) მიმართ. ალერგიულთათვის სარისკოა. არ გირჩევთ მიღებას.

E123-ამარანთი

სინთეზური წითელი ფერის საღებარი. მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ღვინოებში, სპირტიან სასმელებში და ხიზილალაში. ცხოველებზე ჩატარებული ცდებისას გამოიწვია მარილების დაგროვება თირკმელებში. აშშ-ში აკრძალულია, ვინაიდან ეჭვობენ, რომ მას კანცეროგენული თვისებებიც უნდა ჰქონდეს. ალერგიულთათვის სარისკოა. არ გირჩევთ მიღებას.

E127-ერითროზინი

ხელოვნური წითელი ფერის საღებავი. მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ალუბლის კოქტეილებსა და დაშაქრულ ალუბალში, გამოაქვს იოდი და გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე. ცხოველებზე ჩატარებულ ცდებში ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნური ცვლილებები გამოიწვია. ჩიყვით დაავადებულები მოერიდონ ამ საღებარით შეფერილი საკვები პროდუქტების მიღებას. არ გირჩევთ მიღებას.

E385-კალციუმდინატრიუმმეთილდაიმინტეტრააცეტატი

ხელოვნური ანტიოქსიდაციური საშუალება. მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ რკინის და მინის კონსერვებში, ნახევრად ცხიმოვან მარგარინებსა და გაყინულ კიბორჩხალებში. მინერალურ ნივთიერებებთან მისი მყარი კავშირი იწვევს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მნიშვნელოვან მოშლას. ორ წლამდე ბავშვებისათვის არ გამოდგება. გამოიყენება როგორც მედიკამენტი მძიმე მეტალებით მოწამლვის დროს. არ გირჩევთ მიღებას.

E999-საპნის ხის ექსტრაქტი

ასაფეთქებელი ნივთიერება. ხელს უწყობს ქაფის წარმოქმნას და მის ხანგრძლივ შენარჩუნებას. შეიცავს სისხლის მომწამლავ ნივთიერებებს. ამის გამო გერმანიაში მისი გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული იყო. დაშვებულია მხოლოდ უალკოჰოლო, წყალზე დამზადებულ სასმელებში. 70 კგ წონის ადამიანისთვის 1,75 ლ Gingerale უკვე მავნებელია. არ გირჩევთ მიღებას.

E420-სორბიტი, სორბიტის სიროფი

შაქრის ხელოვნური შემცველი და სითხის შემაკავებელი საშუალება. მიიღება მალტოზისაგან. განკუთვნილია დიაბეტით დაავადებულთათვის. კბილებს არ აზიანებს. აკრძალულია მისი გამოყენება სასმელებში და დაშვებულია თითქმის ყველა საკვებ პროდუქტში მიუხედევად იმისა, რომ 20 გრ ფაღარათსა და მუცლის შებერვას იწვევს. ამ რაოდენობით ის შეიძლება იყოს, მაგალითად 30 გრ დიეტურ ხილფაფაში. ცხოველებში დიდი დოზით მიცემა იწვევდა შარდის ბუშტში კენჭების გაჩენას და თირკმლის სიმსივნეს. არ გირჩევთ ერთბაშად ერთბაშად 20 გრ ან დღეში 50 გრ-ზე მეტის მიღებას.

E421-მანნიტი

ხელოვნური შაქრის შემცველი ნივთიერება, დამატკბობელი და განმაცალკევებელი საშუალება. განკუთვნილია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. კბილებს არ აზიანებს. შეიძლება ფაღარათი და მუცლის შებერვა გამოიწვიოს. არ გირჩევთ დღეში 50 გრ-ზე მეტის მიღებას.

E574-გლუკონმჟავა

ხელოვნური მჟავიანობის რეგულატორი, სტაბილიზატორი, და კომპლექსური შემკვრელი. ერთჯერადი დოზა (20 გრ) მოქმედებს როგორც სასაქმებელი. არ გირჩევთ 20 გრ-ზე მეტის მიღებას ერთ ჯერზე.

E577-კალიუმის გლუკონატი

ხელოვნური მჟავიანობის რეგულატორი, სტაბილიზატორი, და კომპლექსური შემკვრელი. კალიუმის და გლუკონმჟავას ნაერთი. არ გირჩევთ 20 გრ-ზე მეტის მიღებას ერთ ჯერზე.

E953-იზომალტი

ხელოვნური დამატკბობელი და შაქრის შემცველი ნივთიერება. შაქართან შედარებით 2-ჯერ ნაკლებ ტკბილია. არ აზიანებს კბილებს. დღეში 20-30 გრ იზომალტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის შებერვა. არ გირჩევთ ერთ ჯერზე 20-30 გრ ან დღეში 50 გრ-ზე მეტის მიღებას.

შემავსებლებს ადრე უცხო ნივთიერებებს უწოდებდნენ. მათ გამოყენებას მწარმოებლები გვერდს ვერ უვლიდნენ, რადგან საკვებ პროდუქტს საჭრო იყოსაკვები პროდუქტებისათვის შეფერვა, გემოს ხელოვნურად გაძლიერება, კონსერვირება და ა.შ..

ჯერჯერობით ნაკლებადაა გამოკვლეული თუ როგორ რეაგირებს ეს სრულიად განსხვავებული ნივთიერებები ერთმანეთზე და როგორ ზემოქმედებას ახდენს გარემოში არსებულ ტოქსინებთან, მავნებლების საწინააღმდეგო საშუალებებთან და მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას. ადამიანთა ინდივიდუალური მგრძნობელობის მიხედვით შეიძლება შევხვდეთ ალერგიულ და სხვაგვარ ავადმყოფურ გამოვლინებებს, რომლებიც თავს იჩენენ შემავსებლიანი პროდუქტის გაზრდილი დოზით მიღებისას.

 

ესაუბრა www.chemistry.ge

2012-12-11

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას