სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ რუხაძე



მცირე ინფორმაცია ბიოგრაფიიდან:

პროფესორი თეიმურაზ რუხაძე დაბიადა 1959 წლის თებერვალში. დაამთავრა ანთიმოზ ივერიელის სახელობის 166–ე საჯარო სკოლა. სწავლა დაიწყო სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში, მაგრამ ორი წლის შემდეგ სასწავლებლად გადავიდა უკრაინაში და ჩაააბარა კიევის ინსტიტუტში. პირველი გამოგონება ჰქონდა მეხუთე კურსზე, რომეზეც მიიღო საავტორო უფლება. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით მოხვდა შაქრის მრეწველობის საკავშირო კვლევით ინსტიტუტში. დაამთავრა კვების მრეწველობის ასპირანტურა. 1990წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1996 წლიდან მუშაობს საქაეთველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მისი პროექტით აშენებულია ხუთი სპირტის ქარხანა, რეკონსტრუირებულია გურჯააანის ქარხანა, საკუთარი კონსტრუქციით აღდგენილი აქვს ოკამის ღვინის წარმოება, კონიაკის წარმოება ჟინვალში, ვაზიანში საკონიაკე ქარხანა.

თემურ რუხაძე ასევე წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მისი პროექტით აშენებული ქარხანები ფუნქციონირებენ ნალჩიკში, არდუნში, მაიკობში, უკრაინაში რეკონსტრუქცია გაუკეთა ორ ქარხანას.

ბატონი თეიმურაზი დღესაც აქტიურად განაგრძობს მოღვაწეობას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

 

ბიოსაწვავი სურსათისაგან – ხიზიალა ნავთობისაგან?

დღესდღეისობით კვება და კვების ტექნოლოგია, ასევე საწვავის პრობლემა. საკმაოდ აქტუალური თემაა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მეცნიერები მუშაობენ, რომ ჩვეულებრივი ნავთობისაგან მიღებული საწვავი ჩაანაცვლონ ბიოსაწვავით, რადგან ნავთობის არსებული მარაგი თითქმის ამოწურულია და ცოტა ხანში მთლიანად ამოიწურება. სწორედ, ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ პროფესორი თეიმურაზე რუხაძე

– ბატონო თემურ, წინა საუკუნეში ადამანებს ეგონათ რომ ნავთობის მარაგი იყო ამოუწურავი, მაგრამ დღეს პრობლემის წინაშე ვდგავართ, ნავთობი იწურება, როგორ და რითი უნდა ჩავანაცვლოთ იგი?

– ერთ დროს პოპულარულ ლოზუნგს „ხიზიალა ნავთობისაგან“ რომელიც წარმოდგენილი იყო, როგორც საზოგადოებრივად და ჰუმანიტარულად მნიშვნელოვანი გამოწვევა კაცობრიობის კვების პროდუქტებით უზრუნველსაყოფად ქიმიისა და ქიოტექნოლოგიის მიღწევების გამოყენებით. ნავთობი კი ალბათ განიხილებოდა, როგორც შესაბამისი ნედლეულის იაფფასიანი და ამოუწურავი წყარო. რეალურად კი მსოფლიოში განვითარდა საწინააღმდეგო ტენდენცია – საავტომობილო საწვავის მრავალმონტაჟიანი წარმოება სასურსათო პროდუქტებისაგან: ბიოეთანოლისა მარცვლეულისგან (ხორბალი, სიმინდი) და ბიოდიზელისა – ზეთოვანი კულტურებისაგან (რაფსი).

– ეკოლოგიური თვალსაზრისით რამდენადაა გამართლებული ბიოსაწვავის გამოყენება?

-განახლებადი ენერგიის წყაროდ ბიომასის გამოყენების პრინციპი პრაქტიკულად ყოველმხრივ – ეკოლოგიურად, ტექნოლოგიურად და ეკონომიკურადაც გამართლებულია და ფართო მხარდაჭერას პოულობს საზოგადოებრივ ცნობიერებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა სახის ნარჩენი ბიომასის გადამუშავებას და გაუვნბელყოფას, მაგალითად სატყეო მეურნეობისა და მერქნის გადამამუშავებელი საწარმოების მყარი ნარჩენის გამოყენებას სითბოსა და ელექტროენერგიის მისაღებად. ბიოგაზის მიღებას სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ორგანული ნარჩენებისგან და ა.შ. რაც შეეხება თხევადი საავტომობილო საწვავის მიღებას ადამიანის კვებისთვის განკუთვნილი ნედლეულისგან ან სასოფლო სამეურნეო სავარგულების დაკავებას ენერგეტიკული პლანტაციების გასაშენებლად, ამ საკითხზე მიმდინარეობს დისკუსიები როგორც სამეცნიერო, პოლიტიკურ და საქმიან წრეებში, ასევე ფართო საზოგადოებაში. ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა განახლებადი ბიომასიდან მიღებული ენერგიის წყაროდ გამოიყენება, თხევადი ბიოსაწვავის გამოყენება ხელს უწყობს ,,გლობალურ დათბობის“ ერთ–ერთი მიზეზის – ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებას და წიაღისეული სათბობის მარაგების დაზოგვას, მაგრამ ხშირად ადამიანებს უჩნდებათ ბუნებრივი ფროტესტის გრძნობა იმის წარმოდგენით, რომ პროდუქტი, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო ადამიანის კვებისთვის, გადამუშავდა მანქანის საწვავად.

– არის თუ არა რეალურად ენერგეტიკულად და ეკონომიკურად ეფექტური თხევადი ბიოსაწვავის წარმოება?

ფინანსური პარამეტრებიც კი ხელოვნურად დეფორმირდება საკანონმდებლო, მათ შორის ფისკალური რეგულაციებით – როგორც საგანგებო შეღავათებით, ასევე რეალური შეღავათებით. მაგ. თუ აშშ–ში და ევროპაში ბიოეთანოლოსა და ბიოდიზელის წარმოება და გამოყენება წახალისებულია საგადასახადო კანონმდებლობით და საფასო პოლიტიკით, რიგ ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში ), ბიოეთანოლი ექვემდებარება ეთილის სპირტისთვის განკუთვნილი აქციზს, რომელიც აღემატება საწვავისთვის დაწესებულ აქციზის ნორმასაც კი. ასევე მნიშვნელოვანია სწორად იქნას გაზიარებული მეთოდიკა, რომელიც უნდა შეფასდეს წარმოებული ნეტ–ენერგია, ანუ სრული სურათის მისაღებად შეიძლება აუცილებელი გახდეს წარმოების საერთო ენერგოდანახარჯებში გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ აგროსამეურნეო და უშუალოდ ბიოსაწვავის დამამზადებელ საწარმოებში სასოფლო–სამეურნეო მანქანებისა და სატრანსპორტი საშვალებების მიერ მოხმარებული საწვავი და სხვა ენერგოდანახარჯები, არამედ ნებისმიერი გამოყენებული ნედლეულისა და მასალების, მათ შორის მინერალური სასუქების წარმოებისა და ტრანსპორტირების ენერგოდანახარჯებიც.

– რითი რეგულირდება წარმოების რენტებელურობა და ბიოსაწვავის ფასები?

წარმოების რენტაბელურობა მნიშვნელოვან წილად განსაზღვრული იქნება ნედლეულისა და პროდუქციის ფასზე. მისი გაუმჯობესება შეიძლება რამდენიმე გზით: საწარმოო ციკლისშერწყმის შერჭყმით ხილის გადამამუშავებელ–საკონსერვო საწარმოსთან, როდესაც ბიოსაწვავის წარმოებისთვის ძირითადად გამოყენებული იქნება არაკონდენცირებული ნედლეული და წარმოების ნარჩენები, ასევე, თანაური პროდუქტი – გლიცერინი, წარმოებული სპირტის და ზეთის ნაწილიც შეიძლება გამოყენებული იქნას პარფიუმერული და ფარმაცევტული პროდუქციის მისაღებად, შესაძლებელია ჭარბი წარმობული ენერგიის რეალიზაცია კოოპერირებულ საწარმოში.

თუ დავუბრუნდებით სათაურს, მომავალში შეიძლება მოგვიწიოს კიდევ უფრო უცნაური იდეების სერიოზულად განხილვა, სასურსათო და ენერგეტიკული შიმშილისა და მომავალი ტექნოლოგიური გარღვევების გათვალისწინებით: ადამიანები ზოგ რეგიონში დღესაც იყენებენ საწვავად სელაპისა და თევზის ცხიმს, ხოლო მომავალში კი პირიქით, შეიძლება ნებისმიერი ბიომასა ჩაითვალოს სურათის წარომების ძვირს წყაროდ.

ესაუბრა მაგდა ხარაძე, არმინე ავაქიანი

გამოქვეყნებულია 26-05-2012