"ქიმიის უწყებანი" ტომი:4, ნომერი:1, 27-30 გვ.

სპირო ნახშირწყალბადებისა და მათი რადიკალების ნომენკლატურა IUPAC-ის პრინციპების მიხედვით

ე.ელიზბარაშვილი

რეზიუმე: სტატიაში განხილულია სპირო ნახშირწყალბადებისა და მათი რადიკალების ნომენკლატურის პრინციები IUPAC-ის ბოლო რეკომენდაციების გათვალისწინებით.

საკვანძო სიტყვები: სპირო ნახშირწყალბადები, ნომენკლატურა, IUPAC



სპირო ნახშირწყალბადები

 

სპირო ნაერთები ეწოდებათ პოლიციკლურ ნახშირწყალბადებს, რომლებშც ორი ციკლი დაკავშირებულია ერთმანეთთან მხოლოდ ერთი ნახშირბად ატომით. მოცემულ საერთო ატომს ეწოდება სპირო ატომი. ნაერთში სპირო ატომების რაოდენობის მიხედვით გაარჩევენ მონოსპირო-, დისპირო-, ტრისპირო ნაერთებს და ა.შ.

წესი A-41. სპირო ნაერთების დასახელება. მეთოდი 1

41.1- მონოსპირო ნაერთები, რომლებიც მოიცავენ მხოლოდ ორ ალიციკლურ ბირთვს, სახელდებიან „სპირო“ პრეფიქსის გამოყენებით, ხოლო ნაერთის დასახლების საფუძვლად აიღება იმავე რაოდენობის შემცველი ნორმალური აციკლური ნახშირბად წყალბადის დასახელება. პრეფქსის „სპირო“ შემდეგ კვადრატულ ფრჩხილებში იწერება ორი რიცხვითი მნიშვნელობაზრდადობის მიხედვით, რომლებიც აღნიშნავენ ციკლებში შემავალი ნახშირბად ატომების რაოდენობას, სპირო ატომის გამოკლებით. რიცხვით მნიშვნელობებს შორის იწერება წერტილი „.“.

 

41.2 - ნახშირბად ატომები სპირო ნაერთებში ინომრება თანმიმდევრობით, იწყება მცირე ზომის ციკლის სპირო ატომის შემდგომი ნახშირბად ატომიდან და გრძელდება თანმიმდევრობით მთელ სისტემაზე სპირო ატომის გავლით.

41.3- როდესაც სპირო ნაერთია უჯერია, შენარჩუნდება პირვანდელი  ნუმერაცია, მაგრამ უჯერ ბმას უნდა მიენიჭოს შეძლებისდაგვარად უმცირესი ნომერი A-11 წესის თანახმად.

 

41.4 – თუ სპირო ნაერთის ერთი ან ორივე კომპონენტი არის  პოლიციკლური სისტემა, მაშინ „სპირო“ იწერება კომპონენტების წინ, კომპონენტები კი ჩამოითვლება ანბანის მიხედვით და თავსდება კვადრატულ ფრჩხილებში. თითოეული კომპონენტის ნუმერაცია ნარჩუნდება. სპირო ატომს კი მიენიჭება შეძლებისდაგვარად უმცირესი ნომერი. მეორე კომპონენტის ატომები ინომრება პრიმებით. სპირო ატომის მდებარეობა აღინიშნება შესაბამისი რიცხვებით და თავსდება კომპონენტების დასახლებას შორის.

სპირო[ინდენ-1,1’-ციკლოპენტანი]

 

41.5-  მონოსპირო ნაერთები, რომლებიც მოიცავენ ორ ერთნაირ პოლიციკლურ ნახირწტალბადს, სახელდებიან პრეფიქსის „სპირობი“ გამოყენებით, რომელიც იწერება პოლიციკლური ნახშირწყალბადის დასახელების წინ. სპირო ნაერთის კომპინენტებისათვის ნარჩუნდება ნუმერაცია, მათგან ერთ-ერთ კომპონენტში ინომრება პრიმებით. სპირო ატომის მდებარეოობა მიეთითება შესაბამისი რიცხვების საშუალებით და თავსდება დასახელების წინ.

1,1’-სპირობიინდენი

 

 41.6 - პოლისპირო ნაერთები, რომლებიც მოიცავენ სამ ან მეტ სწორხაზობრივად დაკავშირებულ ალიციკლურ სისტემებს, სახელდებიან „დისპირო-„, „ტრისპირო-“  და ა.შ. წინსართის გამოყენებით, რომელიც იწერება იმავე ნახშირბად ატომების შემცველობის განუშტოებელი აციკლური ნახშირწყალბადის დასახელების წინ. სპირო ატომების დამაკავშირებელ ხიდებში ნახშირბად ატომების რაოდენობა იწერება კვადრატულ ფრჩხილებში იმავე თანმიმდევრობით, როგორც ძირითადი ჩონჩხია დანომრილი. ძირითადი ჩონჩხის ნუმერაცია იწყება ტერმინალური ციკლის სპირო ატომის შემდგომი ნახშირბად ატომიდან ისე, რომ სპირო ატომებს ჰქონდეთ შესაძლებლობის ფარგლებში უმცირესი ნომერი.  

41.7 - პოლიცკლური ნაერთები, რომლებიც მოიცავენ ერთზე მეტ სპირო ატომს და სულ მცირე ერთ კონდენისრებულ პოლიციკლურ კომპპონენტს სახელდებიან 41.4 მუხლის შესაბამისად და წინართი „სპირო“ იცვლება პრეფიქსებით „დისპირო-“, „ტრისპირო-“ და ა.შ. კომპონენტების ჩამოთვლაში ბოლო ნაერთი იწერება ანბანის მიხედვით.

იხილეთ 1993 წლის რეკომენდაციები  R-2.4.3

 

წესი A-42. სპირო ნაერთების დასახელება. მეთოდი 2

42.1 – (A-41.1 და  A-41.2 წესების ალტერნატივა), როდესაც სპირო ნაერთში ორი განსხვავებული ციკლური კომპონენტები არის გაერთიანებული,  დასახელების დაწერისას ჯერ იწერება შედარებით დიდი ზომის ციკლური ნაერთის დასახლება, შემდეგ აფიქსი „სპირო“ და ბოლოს მცირე ზომის კომპონენტის დასახელება. კომპონენტების დასახელებასა და აფიქს „სპიროს“ შორის იწერება რიცხვი, რომელიც მიუთითებს სპირო ატომის მდებარეობას შესაბამის კომპონენტში. მოცემული რიცხვები უნდა იყოს შეძლებისდაგვარად უმცირესი. კომპონენტები ინარჩუნებენ პირვანდელ ნუმერაციას, თუმცა მეორე კომპონენტის შემთხვევაში იყენებენ პრიმებს. დასაშვებია ნუმერაციის არ გამოყენება, თუ სხვა არჩევანი არ არსებობს.

 

42.2 - (A-41.3 წესის ალტერნატივა) A-41.3 წესში გამოიყენება ნუმერაციის სხვა მიდგომა. მოცემული წესის მიხედვით სპირო შეერთება არის პრიორიტეტული და შესაბამისად მას აქვს უმცირესი ნომერი, ვიდრე უჯერ ბმას.

42.3 – (A-41.5 წესის ალტერნატივა) A-41.5 წესი არეგულირებს ასევე მონოციკლურ კომპონენტებს იდენტური ნაჯერობთ, მაგრამ სპირო ატომი ინომრება რიცხვით 1.

იხილეთ 1993 წლის რეკომენდაციები R-2.4.3

 

 

წესი A-43. რადიკალები

43.1- სპირო ნახშირწყალბადებიდან მიღებული რადიკალები სახელდებიან A-11 და A-24 წესების პრინციპების მიხედვით.

სპირო[4.5]დეკა-1,6-დიენ-2-ილი
(A-41.3 და  A-11 წესების მიხედვით)
2-ციკლოჰექსენსპირო-2’-ციკლოპენტენ-3’-ილი (A-42.2 წესის მიხედვით)

 

სპირო[ინდენ-1,1’-ციკლოპენტან]-2-ილი
(A-41.4 და  A-24 წესების მიხედვით)

 

 

 

იხილეთ 1993 წლის რეკომენდაციები R-2.4.3

 

 

გამოქვეყნებულია: 10-03-2020