პროექტი "ნობელიანტები ქიმიაში"

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია და www.chemistry.ge საიტის რედაქცია სათანამშრომლოდ იწვევს დაინტერესებულ პირებს პროექტში "ნობელიანტები ქიმიაში" მონაწილების მისაღებად.

დაინტერესებული პირები შეირჩევიან კონკურსის წესით.

კონკურსანტებს უნდა შეეძლოთ:

  • ტექსტურ რედაქტორებში მუშაობა (მაგ. MS WORD)
  • ინტერნეტში მუშაობა
  • და საშუალო დონეზე ფლობდნენ ერთ-ერთ უცხო ენას.

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:

  • ავტობიოგრაფია ან CV (ჩამოწერეთ შესაბამისი ფორმა, სტუდენტების CV-ს ფორმა)
  • ერთ-ერთი ნობელიანტის ბიოგრაფია.
    ბიოგრაფია უნდა მოიცავდეს გვარს, სახელს, დაბადება/ (გარდაცვალების) წლებს, მოკლე ბიოგრაფიას (50-100 სიტყვა), სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროს, რამდენიმე ძირითად შრომას.

საკონკურსოდ მიიღება მხოლოდ იმ ნობელიანტების ბიოგრაფიები, რომელთაც ნობელის პრემია მიღებული აქვთ ქიმიაში და მათ შესახებ ინფორმაცია არ მოიძიება ჩვენს პორტალზე (http://chemistry.ge/nobel/nobel.php)

სასურველია ინფორმაციის წყაროდ გამოყენებული იყოს ნობელის ფონდის ოფიციალური ვებ-გვერდი:  ნობელის ფონდი

 

განცხადებების წარმოდგენა წარმოებს  ელექტრონულად. საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: contact@chemistry.ge

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც თბილისში, ისე სხვა რეგიონებში მაცხოვრებელ კანდიდატებს, ვინაიდან პროექტში მონაწილეობა ითვალისწინებს ვებ-ტექნოლოგიებზე დამყარებულ ურთიერთობას.

კონკურსის შედეგად შეირჩევა რამდენიმე კანდიდატი, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდებათ დამატებითი ტრეინინგი ვებ-ტექნოლოგიებში.

 

 

 

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია

www.chemistry.ge საიტის რედაქცია