ნობელიანტები ქიმიაში

 

სერ უილიამ რამზაი (William Ramsay )

 

დაბადება: 2-10-1852 (გლაზგო, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი)

გარდაცვალება: 23-06-1916

ალმა–მატერი: გლაზგოს უნივერსიტეტი, ტუბინგენის უნივერსიტეტი

პრემია:1904

„ატმოსფეროში სხვადასხვა ინერტული აირების აღმოჩენისა და პერიოდულ სისტემაში მათი მდებარეობის განსაზღვრისათვის“ 

 

 

დაიბადა გლაზგოში უილიამ რამზაის ოჯახში.მისი ბიძა ენდრიუ რამზაი იყო ცნობილი გეოლოგი.

1904 წელს მიენიჭა ნობელის პრემია. 1884 წელს დაადგინა ცინკის ატომური წონა; 1887 წელს აცეტილენიდან დაასინთეზა პირიდინი;1894წელს რამზაიმ დჟ. რელეისთან აღმოაჩინა არგონი; 1895 წელს მიიღო ჰელიუმი; 1898 წელს მ. ტრავერსთან ერთად აღმოაჩინა კრიპტონი,ქსენონი და ნეონი.

 

ბიოგრაფია

ადრეული წლები

განათლება უილიამ რამზაიმ მიიღო გლაზგოს აკადემიაში შემდგომში ქიმიის შესწავლა გააგრძელა გლაზგოს უნივერსიტეტში ვილიამ ფიტიგის ხელმძღვანელობით. დაიცვა დისერტაცია: ”ტოლუოლ და ნიტროტოლუოლ მჟავების კვლევაში”.

1887 წელს ლონდონის უნივერსიტეტის ქიმიის კათედრაზე შეცვალა ალექსანდრე ულიამსონი. სწორედ აქ მოხდა რამზაის ძირითადი აღმოჩენები.



სამეცნიერო აქტიურობა

გლაზგოში რამზაი დაბრუნდა ანდერსონის ასისტენტად. 1879 წელს მიიღო ქიმიის პროფესორის ადგილი ბრისტოლის უნივერსიტეტში და ცოლად შეირთო მარგარეტ ბიუკენანი (1881). იმავე წელს იგი აირჩიეს უნივერსიტეტის რექტორად და იმავდროულად აქტიურად გააგრძელა კვლევითი საქმიანობა.

1887 წელს ლონდონის უნივერსიტეტის ქიმიის საუკეთესო კათედრაზე შეცვალა ალექსანდრე უილიამსონი. სწორედ აქ მოხდა რამზაის ძირითადი აღმოჩენები.1885-1890 წლების ინტერვალში მან გამოაქვეყნა რამოდენიმე მნიშვნელოვანი სტატია აზოტის ჟანგეულებზე და შეიმუშავა მეთოდები, რომელთაც გამოიყენებდა შემდგომი მუშაობისას.

1894 წლის 19 აპრილს რამზაი დაესწრო ლორდ რელეის ლექციას. რელეი აღნიშნავდა ქიმიური მეთოდით სინთე¬ზირებული აზოტისა და ჰაერის კომპონენტების მოცილებით გამოყოფილი აზოტის სიმკვრივეებს შორის ცდომილებას. რამზაისა და რელეის შორის ხანმოკლე დისკუსიით ისინი შეთანხმდნენ, რომ შეესწავლათ ეს მოვლენა. აგვისტოში რამზაიმ შეძლო ეცნობებინა რელეისთვის, რომ მათ გამოავლინეს ჰაერში შემავალი ადრე უცნობი კომპონენტი, რომელიც ალბათ, არ შედის ქიმიურ რეაქციებში. რამზაიმ ახალი აირი დაასახელა „არგონით“. შემდგომ წლებში მათ მიერ აღმოჩენილი იქნა ნეონი, კრიპტონი და ქსენონი. რამზაიმ აგრეთვე გამოყო ჰელიუმი, რომელიც მანამდე მზის სხივების სპექტრში შეიმჩნეოდა, ხოლო დედამიწაზე არ მჟღავნდებოდა.

რამზაის ადრეული სამუშაოები განეკუთვნებოდა მოლეკულურ ფიზიკას (იკვლევდა ბროუნის მოძრაობას, ნივთიერებების კრიტიკულ მდგომარეობას).

1884 წელს მან დაადგინა თუთიის ატომური წონა. 1887 წელს აცეტილენიდა დაასინთეზა პირიდინი და ციანწყალბადმჟავა. 1893 წელს შეიმუშავა ხსნარების მოლეკულური წონის განსაზღვრის მეთოდი მათი ზედაპირული დაჭიმულობის სიდიდის გამოყენებით.

 

ლიტერატურა

Morris Travers (1956). The Life of Sir William Ramsay. London: Arnold. ISBN 978-0713121643.

John Meurig Thomas (2004). "Argon and the Non-Inert Pair: Rayleigh and Ramsay". Angewandte Chemie International Edition 43 (47): 6418–6424. doi:10.1002/anie.200461824. PMID 15578783.

Lord Rayleigh; William Ramsay (1894 - 1895). "Argon, a New Constituent of the Atmosphere.". Proceedings of the Royal Society of London 57 (1): 265–287..

Theodore W. Richards (1917). "Sir William Ramsay, K. C. B.". Proceedings of the American Philosophical Society 56 (1): iii-viii3..

 

სტატია მომზადებულია ასოც. პროფ. თამაზ ქარუსაშვილის და ასოც პროფ. ზ. გელიაშვილის მიერ  



s