ნობელიანტები ქიმიაში

 

ემილ ფიშერი (Hermann Emil Fischer )

 

დაბადება: 9-10-1852 (აისკირხენი, გერმანია, გერმანია)

გარდაცვალება: 15- 07-191

ალმა–მატერი: ბონის უნივერსიტეტი, სტრასბუგის უნივერსიტეტი

პრემია:1902

„საქარიდული და პურინული ჯგუფის შემცველი ნივთიერებების სინთეზისთვის ჩატარებული ექსპერიმენტებისთვის“

 

 

1874 წელს დაამთავრა სტრასბურგის უნივერსიტეტი. ადოლფ ბაიერის მოწაფე. მიუნხენის (1879-იდან), ერლანგენის (1882-იდან), ვიურცბურგისა (1855-დან) და ბერლინის (1892-1919) უნივერსიტეტების პროფესორი. 1875 წლებში დაასინთეზა ფენილჰიდრაზინი, რომელსაც იყენებდა მონოსაქარიდებისა და სხვათა შესასწავლად. შეისწავლა პურინული ფუძეების აგებულება, რაც საფუძვლად დაედი ისეთი მნიშვნელოვანი ნაერთების სინთეზს, როგორიცაა კოფეინი, თეობრომინი, ადენინი, გუანინი (1897) და სხვა. 1903 წელს დაასინთეზა დიეთილბარბიტურმჟავა, 1890 - შაქრები. 1894 წელს ფერმენტები გამოიყენა როგორც ბიოკატალიზატორები ქიმიური ნაერთების სინთეზისათვის. 1899 წელს დაიწყო მუშაობა ცილების ქიმიაში. მის მიერ შემუშავებული ამინმკავების ეთერული ანალიზის მეთოდის გამოყენებით ფიშერმა შეძლო ცილების დაშლის პროდუქტების შესწავლა. აღმოაჩინა ვალინი, პროლინი (1901) და სხვა. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრ-კორესპონდენტი (1899). ნობელიის პრემია (1902).

 

სტატია მომზადებულია მიერ