ნობელიანტები ქიმიაში

 

მატიო მოლინა (Mario J. Molina )

 

დაბადება: 1943-03-19 (მეხიკო, აშშ)

გარდაცვალება: 2020-10-07

ალმა–მატერი: მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, კემბრიჯი, აშშ.

პრემია:1995

"ატმოსფერულ ქიმიაში შესრულებული სამუშაოებისათვის, განსაკუთრებით ოზონის წარმოქმნა-დაშლის საკითხებში"

 

 

დედამიწის ირგვლივ ატმოსფერო შეიცავს მცირე რაოდენობით ოზონს, რომელიც წარმოადგენს ჟანგბადის სამი ატომისგან შემდგარ მოლეკულას. ოზონმა დიდი როლი ითამაშა მზის ულტრაიისფერი გამოსხივების შთანთქმაში, ულტრაიისფერი სხივები უარყოფითად მოქმედებს დედამიწაზე. 1974 წელს მარიო მოლინამ და შერვუდ როულენდმა აჩვენეს, რომ CFC (ქლოროფთორნახშირბადები) აირები, ფრეონები, ზიანს აყენებენ ატმოსფეროში ოზონს. ფრეონებს მრავალი დანიშნულება ჰქონდათ, მათ შორის აეროზოლებში. ფრეონების გამოყენების შეზღუდვით, ოზონის შრის დაშლა შენელდა.

 

ბიოგრაფია

მარიო მოლინა დაიბადა მეხიკოში, მას ბავშვობიდან სურდა ქიმიკოსობა.
მარიო 11 წლიდან სწავლობდა შვეიცარიის სკოლა-ინტერნატში, რადგან ქიმიკოსისთვის მნიშვნელოვანია იყო გერმანული ენის ცოდნა.
1965 წელს მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ქიმიურ ინჟინერიაში, მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში.
1972 წელს დოქტორის ხარისხი ფიზიკურ ქიმიაში, კალიფორნიის უნივერსიტეტში.
2004 წელს მოლინა შეუერთდა კალიფორნიის უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტს, სან დიეგოში და ატმოსფერული მეცნიერებების ცენტრს სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტში.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ  



s