შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

რას ნიშნავს ტერმინი "დეკოლორიზაცია",რა არის კარბოლფუზინი,მიკოლის მჟავა და როგორ გამოისახება აცეტილირების რეაქცია. დიდი მადლობა და ბოდიში შეწუხებისათვის!
კახა ბრეგვაძე

პასუხი:.

1. ტერმინი დელოკალიზაცია გამოიყენება რომელიმე ატომზე ელექტრონული სიმკვრივის შემცირების (სხვა ატომზე გადანაწილების გამო) აღსანიშნავად. ელექტრონული სიმკვრივის დელეოკალიზაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ელექტრონული სიმკვრივის განაწილება შეუღლებულ დიენებში ან არომატულ ნაერთებში (ბენზოლი). მაგალითად, ბენზოლის მოლეკულა ნაცვლად სამი ერთმაგი და სამი ორგამაგი ბმის ნაცლად (კეკულეს ფორმულა) რეალურად მოიცავს ექვს ერთნაირ ბმას, რომელიც π ელექტრონული სიმკვრივის გადანაწილებით (დელოკალიზაციით) მიიღწევა. ელექტრონული სისტემის დელოკალიზაცია ნაერთის სტაბილურობის გაზრდას და რეაქციისუნარიანობის შემცირებას იწვევს.

2. კარბოლფუზინში ალბათ იგულისხმება კარბოლფუქსინი. ეს უკანასკნელი წარმოადგენს მიკობაქტერიების მარკერს. კარბოლფუქსინი არის ფენოლისა და ფუქსინის ნარევი, რომელსაც აქვს უნარი წითლად შეღებოს გარკვეული ბაქტერიები და მათი აღმოჩენისათვის გამოვიყენოთ.

3. მიკოლის მჟავა არის გრძელ ჩონჩხიანი (ცხომოვანი) კარბონმჟავა, რომელიც შედის Mycobacterium tuberculosis უჯრედის კედლებში.

4. აცეტილირების რეაქცის არის ძმარმჟავის ფრაგმენტის (CH3CO) ჩანაცვლების რეაქცია ორგანულ სუბსტრატში. მისი ჩანაცვლება შესაძლებელია წარიმართოს არომატულ ნაერთებში, სპირტებსა და ფენოლებში, ამინებში, ჰეტეროციკლურ ნაერთებში. რეაქციის სქემა შეგიძლიათ მოიძიოთ ნებისმიერ ორგანული ქიმიის სახელმძღვანელოში. ატეტილირების რეაქციის ზოგადი სახელია აცილირების რეაქცია. იხილეთ მაგ. ესტერიფიკაციის, ფრიდელ-კრაფთცის რეაქციები.

შეკითხვას პასუხობს: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი

 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები