შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში. რა ნივთიერება ან იონი გაიხსნება წყალში ჩასხმისას და შეიცვლის ფერს. ასევე თუ ბრტყელ ზედაპირზე დასხმულ წყალზე დავასხავთ, რომელიმე ამ ნივთიერებებს, როგორ განაწილდება ფერები ზედაპირზე და რაზე იქნება ეს განაწილება დამოკიდებული ქიმიურად. გმადლობთ ყურადღებისთვის!
ელენე ხარიტონაშვილი

პასუხი:.

ქიმიაში ისეთი ორი რეაგენტის პოვნა, რომელთა შორის ურთიერთქმედებისას ადგილი აქვს ფერის ცვლილებას,ადვილია.
1. ორი უფერული ხსნარის შერევით ფერადი ნალექის წარმოქმნის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ რკინის (III) ქლორიდზე სისხლის ყვითელი მარილის მოქმედება (ლურჯი ნალექი), კალიუმის იოდიდზე ტყვიის ნიტრატის მოქმედება (ყვითელი ნალექი) და ა.შ.
2. თუ გვინდა ფერის ცვლილებას ადგილი ჰქონდეს ნალექის წარმოქმნის გარეშე, მაშინ უმარტივეს მაგალითად შეუძლება გამოვიყენოთ ნებისმიერ მჟავასა და ტუტეს შორის ურთიერთქმედება ინდიკატორების თანაობისას. ინდიკატორების დასახელება და წარმოქმნილი ფერი შეგიძიათ იხილოთ ჩვენსავე პორტალზე ( ბმული).
რაც შეეხება "ბრტყელ ზედაპირზე" მიმდინარე რეაქციას, შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა ზევით აღწერილი მეთოდი. თუ გვინდა ბრყელ ზედაპირზე არა ერთი არამედ სხვადასხვა ფერების წარმოქმნა, მაშინ უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა იონების შემცველი ხსნარები ან უფრო მარტივად შევურიო წყალი და ნავთი მცირე რაოდენობით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ფერის წარმოქმნა სხივის განბნევით (როგორც პრიზმაში)არის გამოწვეული.

შეკითხვას პასუხობს:პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი