შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

ცნობილია, რომ თბოელექტროსადგურების ნარჩენი აირებიდან SO2 მოცილების ერთ-ერთი საშუალებაა ამ აირების გატარება H2S–ის წყალხსნარში. ამ დროს წარმოიქმნება მარტივი ნივთიერება გოგირდი. როგორ შევადგინო შესაბამისი რეაქციის პირობა? და როგორ გამოვთვალო რა მოცულობის H2S იქნება საჭირო 1 ტ ნახშირის შედეგად წარმოქმნილი აირებიდან SO2 -ის მოაცილებლად, თუ ნახშირი მინარების სახით 3.5% გოგირდს შეიცავს. წინასწარ დიდი მადლობა.
დიანა ზაქარაძე

პასუხი:.

გოგირდწყალბადსა და გოგირდს შორის მიმდინარეობს ჟანგვა-აღდგენითი რეაქცია, რომელიც გამოისახება განტოლებით:

2 H2S + SO2 → 3 S + 2 H2O

იმისათვის, რომ გავიგოთ რა მოცულობის H2S-ია საჭირო 3.5% გოგირდის შემცველი 1 ტ ნახშირის წვისას გამოყოფილი SO2-ის აღსადგენად თავისუფალ გოგირდამდე, ჯერ უნდა განისაზღვროს 1 ტ ნახშირში არსებული გოგირდის მასა (კგ) და მისგან მიღებული SO2-ის რაოდენობა რეაქციით:

საიდანაც გამომდინარეობს:

X1=(3.5x1000):100=35 კგ

X2=(22.4x35):32=24.5 მ3

ამის შემდეგ ვსაზღვრავთ 24.5 მ3 SO2-ის აღსადგენად საჭირო H2S-ის რაოდენობას:

X=(2x22.4x24.5):22.4=49.0 მ3 H2S



შეკითხვას პასუხობს: პროფ. მარლენ მჭედლიშვილი

 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები