შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

თუ შეიძლება მითხარით, რას წარმოადგენს 0.01N NaOH-ის ხსნარი

პასუხი:.

ნორმალურია ხსნარი, რომლის 1ლიტრი 1 გრამ-ექვივალენტ გახსნილ ნივთიერებას შეიცავს. ნორმალური ხსნარის კონცენტრაცია N-ით აღინიშნება. განმარტებიდან ჩანს, რომ ნორმალობა გამოხატავს ხსნარის კონცენტრაციას, რომელიც გამოისახება გრამ-ექვივალენტების რიცხვით, რომელსაც 1ლ ხსნარი შეიცავს.

მაგალითად, 1 N-ის NaOH-ის ხსნარი რომ მოვამზადოთ საჭიროა 40გ NaOH გავხსნათ 1ლ გამოხდილ წყალში.

შესაბამისად 0.01 N-ის NaOH-ის ხსნარის მოსამზადებლად საჭიროა 0.4გ NaOH გავხსნათ 1ლ გამოხდილ წყალში.




შეკითხვას პასუხობს ასისტენტ პროფესორი ირმა ლაგვილავა