მიმდინარე ნომერი
ტომი: 7 ნომერი: 1
გაფართოებული ძებნა
ქიმიის უწყებანი - ტომი: 3 ნომერი: 3
მიმოხილვა
ქიმიის უწყებანი - ტომი: 3, N 3, 7-9
მუსიკა და ქიმია
რეზიუმე: მუსიკა ცხოვრების მრავალ ასპექტზე ახდენს გავლენას. იგი არა მარტო გართობის საშუალებაა, არამედ უფრო სერიოზული და მასშტაბური დასკვნების გაკათების საშუალებას გვაძლევს. ჩვენი სტატიის მიზანია წარმოგიდგინოთ თუ როგორ უკავშირდება მუსიკა ქიმიას და ეს ყოველივე საინტერესო ფაქტების, კვლევების და ექსპერიმენტების საშუალებით დაგანახოთ.
გამოქვეყნებულია: 26-06-2018 | ნანახია: 4684-ჯერ
მიმოხილვა
ქიმიის უწყებანი - ტომი: 3, N 3, 10-13
ტყის ხანძრების გავლენა ეკოლოგიაზე
რეზიუმე: ხანძარი სპეციალური კერის არაკონტროლირებადი წვაა, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებას. ტყის ხანძრები კი ტყის მასივებსა და მცენარეებს ანადგურებს. მის წარმოქმნას ბუნებრივი და ანთროპოგენური მიზეზები აქვს. პირველი მათგანი ელვასა და გვალვას გულისხმობს, მეორე კი ადამიანის დაუფიქრებელ ქმედებას მოიაზრებს. ტყეში გაჩენილი ხანძრის გამწვავებას ქარი, ფერდობის დახრილობა ან ადვილად აალებადი მცენარეები უწყობენ ხელს, ხოლო თუ სამივე ფაქტორი ერთდროულად ზემოქმედებს, მაშინ ტყე ათასობით ჰექტრის გადაწვის საშიშროების წინაშე დგას. ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 10-15 მილიონი ჰექტარი ტყე იწვის. ნახანძრალი ტყის სრულფასოვან აღდგენას კი 80-100 წელი სჭირდება. ტყის ხანძარი სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას, ამიტომაც მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მის თავიდან არიდებას.
გამოქვეყნებულია: 24-06-2018 | ნანახია: 6275-ჯერ
ეკოლოგია
ქიმიის უწყებანი - ტომი: 3, N 3, 14-16
ნარჩენების გავლენა ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებაზე
რეზიუმე: საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს გარემოს დაბინძურება ნარჩენებითა და ქიმიური ნივთიერებებით. პრობლემა კომპლექსურია და მოიცავს არა მხოლოდ გარემოს დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, არამედ მოუწესრიგებელ ნაგავსაყრელებს, სახიფათო და აკუმულირებული ნარჩენების მართვის საკითხებს. უკონტროლოდ დაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ძირითად მიზეზს ნარჩენების შეგროვების სისტემა და არასაკმარისი ნაგავსაყრელები წარმოადგენს. ამჟამად, საქართველოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების სისტემატური შეგროვება ძირითადად მსხვილ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში ხორციელდება, ხოლო სოფლებში მოსახლეობა ხშირად ნარჩენებს ხევში, გზის პირას ან მდინარის ნაპირებზე ყრის, რაც თავისთავად შემდგომ უკვე წყლის დაბინძურებასაც იწვევს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტერიტორიები პრაქტიკულად არ სუფთავდება, წარმოიქმნება ე.წ. უკონტროლო ნაგავსაყრელები. ამასთანავე, გარემოს დაბინძურებას დიდ საფრთხეს უქმნის საწარმოების ნარჩენები, რომელიც უკონტროლოდ გაედინება მდინარეებში.
გამოქვეყნებულია: 17-07-2018 | ნანახია: 3534-ჯერ
ეკოლოგია
ქიმიის უწყებანი - ტომი: 3, N 3, 17-19
დაბინძურებული ჰაერი და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
რეზიუმე: ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველო სამმა სხვადასხვა საერთაშორისო ავტორიტეტულმა წყარომ დაასახელა ქვეყანად, რომელიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით, მსოფლიოში წამყვან ადგილს იკავებს.
გამოქვეყნებულია: 27-09-2018 | ნანახია: 2459-ჯერ
ეკოლოგია
ქიმიის უწყებანი - ტომი: 3, N 3, 20-21
საქართველოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოება
რეზიუმე: სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოება ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. ამ დაცულობის ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოება. მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა (ბუნებრივი, შემთხვევითი/ადამიანური შეცდომით გამოწვეული და კრიმინალური ფაქტორები), ქბრბ ინციდენტები, მასშტაბებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის.
გამოქვეყნებულია: 07-11-2018 | ნანახია: 2234-ჯერ
პოპულარული
ქიმიის უწყებანი - ტომი: 3, N 3, 22-24
ფერი და მსოფლიო
რეზიუმე: წარმოვიდგინოთ სამყარო ფერების გარეშე. ყველაფერი მონოქრომული იქნებოდა. ფერადი ბუნება, მოდა, დროშები და სხვადასხვა რასები ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია. ფერები სიღრმისეულ თვისებებსა და აღფრთოცანებას ანიჭებს ფოტოგრაფიას, ყვავილებსა და ბრწყინვალე ხედებს.
გამოქვეყნებულია: 30-11--0001 | ნანახია: 2974-ჯერ
ეკოლოგია
ქიმიის უწყებანი - ტომი: 3, N 3, 25-26
საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების საფრთხე და მოსალოდნელი რისკების მართვა, რეგულირება
რეზიუმე: ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქიმიური ნივთიერებების წარმოების მოცულობისა და ამ სფეროში ვაჭრობის სრაფმა ზრდამ, აგრეთვე პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებულმა შესაძლო რისკმა, მსოფლიო საზოგადოებისა და ოფიციალური წრეების შეშფოთება გამოიწვია. ამ მხრივ განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა იმ ქვეყნებში, სადაც არ არის შექმნილი ამ ნივთიერებების იმპორტსა და გამოყენებაზე მონიტორინგისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა.
გამოქვეყნებულია: 25-01-2019 | ნანახია: 2253-ჯერ
ისტორია
ქიმიის უწყებანი - ტომი: 3, N 3, 29-29
ქიმიის განვითარების ისტორია საქართველოში
რეზიუმე: დღეს, როდესაც ქიმიის როლი მსოფლიოში უფროდაუფრო იზრდება და მისი ცოდნა აუცილებელია თითქმის ყველა დარგის განვითარებისთვის. საინტერესოა, თუ საიდან იწყება ამ მეცნიერების ისტორია და როგორ ვითარდებოდა იგი საქართველოში სხვადასხვა პერიოდში.
გამოქვეყნებულია: 15-02-2019 | ნანახია: 4654-ჯერ
პოპულარული
ქიმიის უწყებანი - ტომი: 3, N 3, 27-28
წიგნის სურნელი
რეზიუმე: საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ, განიხილება, როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისაგან დაშორებული, განზე მყოფი დარგი. თუმცა, ქიმია სრულებითაც არ წარმოადგენს მხოლოდ სამეცნიერო მნიშვნელობის დარგს, იგი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ისეთ მცირე დეტალებშიც კი შეიძლება ქიმიური ელემენტების აღმოჩენა, როგორიც წიგნის სურნელია.
გამოქვეყნებულია: 14-02-2019 | ნანახია: 2091-ჯერ
პოპულარული
ქიმიის უწყებანი - ტომი: 3, N 3, 35-36
პლანეტა მარსზე აღმოჩენილი ორგანული მოლეკულები
რეზიუმე: ჩვენი ცივილიზაცია ათეული წლებია იკვლევს კოსმოსს და ეძებს სიცოცხლის განსხვავებულ ფორმებს. მეცნიერთა შორის დიდი დაინტერესებით საგებლობს პლანეტა მარსი, რომელსაც წლებია იკვლევენ. მარსის ნიადაგი ქიმიურად აქტიური, მაგრამ ბიოლოგიურად პასიურია, მიუხედავად ამისა, წითელ პლანეტაზე სიცოცხლის ძიებამ მეცნიერები ახალ აღმოჩენებამდე მიიყვანა, რომელთა შესახებ სტატიაში ვრცალდ ვისაუბრებთ. წითელ პლანეტაზე აღმოჩენილმა ორგანულიმა მოლეკულებმა, მეცნიერთა პოზიცია ორად გაყო, რასაც სტატიაში განვიხილავთ და წარმოვადგენთ მარსზე მიმდინარე ქიმიური პროცესების საილუსტრაციო მაგალითებს.
გამოქვეყნებულია: 28-02-2019 | ნანახია: 2162-ჯერ
პოპულარული
ქიმიის უწყებანი - ტომი: 3, N 3, 30-32
მიკროქიმიკოსი ქემოსინთეტიკოსი
რეზიუმე: გარდა ქიმიის ხელოსობით აღჭურვილ ადამიანებისა, შემოქმედს უხვად შეუქმნია მიკროქიმიკოსები, რომლებიც დაუღალავად დღითიდღე იღწვიან, წრთვნიან და აყალიბებენ ჩვენ გარემოს და ეკოსისტემას.
გამოქვეყნებულია: 15-02-2019 | ნანახია: 3717-ჯერ
პოპულარული
ქიმიის უწყებანი - ტომი: 3, N 3, 33-34
ქიმია და სპორტი
რეზიუმე: ქიმია და სპორტი იმაზე ახლოსაა ერთმანეთთან, ვიდრე ეს ადამიანების უმრავლესობას წარმოუდგენია. სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება სპორტსმენების კომფორტულ და უსაფრთხო ასპარეზობას განაპირობებს. ჩვენი სტატიის მიზანია, უფრო კონკრეტულად გაჩვენოთ ის როლი, რასაც ქიმია სპორტის სახეობების განვითარებაში თამაშობს.
გამოქვეყნებულია: 21-02-2019 | ნანახია: 2551-ჯერ
პოპულარული
ქიმიის უწყებანი - ტომი: 3, N 3, 37-38
„ტექნოლოგიური წინსვლა, რომლის გარეშეც დღევანდელი ცხოვრება წარმოუდგენელია“
რეზიუმე: ბევრმა შესაძლოა თქვას რომ ქიმიაში ახალი არაფერი ხდება და ამიტომაც იღებს პრემიას 30-40 წლის ნაშრომი. ბევრი იტყვის რომ ამ სამი მეცნიერის ნამუშევარი არ არის ღირსი ასეთი ჯილდოსი და მსოფლიოში ბევრად უფრო კომპლექსური და საინტერესო კვლევები ტარდება ქიმიაში. მიუხედავად ამისა, ფაქტია ლითიუმ იონური ბატარეები გვაძლევს შესაძლებლობას გავაკეთოთ ის, რის საშუალებასაც არ გვაძლევდა ძველი ტექნოლოგია და შეიძლება ითქვას მათ გარეშე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია.
გამოქვეყნებულია: 11-10-2019 | ნანახია: 3088-ჯერ