ანა გაბისონია

a.gabisonia97@gmail.com





ასევე იხილეთ

ტომი: 3, ნომერი: 2, გვ: 38-41

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:3, 27-28 გვ.

წიგნის სურნელი

ანა გაბისონია*, ეკა კაპანაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რეზიუმე: საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ, განიხილება, როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისაგან დაშორებული, განზე მყოფი დარგი. თუმცა, ქიმია სრულებითაც არ წარმოადგენს მხოლოდ სამეცნიერო მნიშვნელობის დარგს, იგი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ისეთ მცირე დეტალებშიც კი შეიძლება ქიმიური ელემენტების აღმოჩენა, როგორიც წიგნის სურნელია.

საკვანძო სიტყვები: სურნელი, ნაერთები, ცელულოზა, დაძველება, გარდაქმნა, წიგნი.

ქიმია- მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნივთიერების შემადგენლობასა და აღნაგობას, ნივთიერების თვისებებს და გარდაქმნებს, ამ გარდაქმნათა ხელშემწყობ ან თავიდან აცილებისათვის აუცილებელ პირობებს - ასე განიმარტება ოფიციალურიად ქიმია, როგორც სამეცნიერო დისციპლინა. ჩვეულებრივ, ქიმია, საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ, განიხილება, როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისაგან დაშორებული, განზე მყოფი დარგი. თუმცა, ქიმია სრულებითაც არ წარმოადგენს მხოლოდ სამეცნიერო მნიშვნელობის დარგს, იგი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ისეთ მცირე დეტალებშიც კი შეიძლება ქიმიური ელემენტების აღმოჩენა, როგორიც წიგნის სურნელია.
ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, საბეჭდი დაზგიდან სულ ახლა გამოსული წიგნის შეუდარებელი სურნელი. მისი ეს ახალი სურნელი, რადიკალურად განსხვავდება ბაბუას ძველ ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების სურნელისაგან. მაგრამ, ფაქტია, რომ როგორც ახალ, ასევე ძველ წიგნებს გამორჩეული სუნი აქვთ.

ჩვენი კვლევის ფარგლებში შევეცდებით, აღვწეროთ წიგნის სურნელის ფორმულა ქიმიის დახმარებით.

როგორც ძველ, ასევე ახალ წიგნებს აქვთ სპეციფიკური სურნელი, რომელიც გამომდინარეობს ასობით მფრინავი ორგანული ნივთიერებით.

 

ნივთიერება, რომელიც შედის წიგნის ფურცლის შემადგენლობაში არის ცელულოზა. წიგნის დაძველებისას ცელულოზის ნელი განადგურება, იწვევს მფრინავი ორგანული ნივთიერებების გაჩენას. ძველი წიგნის სურნელზე მოქმედებს მისი ხანი, რადგან დროის გასვლასთან ერთად ფურცლის დაძველების და შესაბამისად ცელულოზას დაშლის პროცესი პირდაპირ პროპორციულად იზრდება. მით უმეტეს, რაც უფრო ძველია წიგნი მით უფრო მეტია მასში ისეთი ნივთიერება როგორიცაა ლიგნინი.

ძირითადი ნივთიერებები, რომლებიც წიგნის სურნელზე მოქმედებენ:

● ტოლუოლი - მოტკბო სურნელი

● ვანილი - ვანილის სურნელი

● 2 ეთილჰექსან-1-ოლი- ყვავილოვანი სურნელი

● ეთილბენზოლი - მოტკბო სურნელი

● ბენზალდეჰიდი - ნუშის სურნელი

● ფურფურალი - ნუშის სურნელი

სხვადასხვა წიგნის სურნელი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მასზე გავლენას ახდენს საღებავისა და წებოს შემადგენლობა და ასევე ქაღალდის გათეთრების საშუალება. ქაღალდის გასათეთრებლად რამდენიმე საშუალება გამოიყენება: ქლორი, წყალბადის ზეჟანგი, ოზონი. გამათეთრებელ საშუალებებს შეუძლიათ ცელულოზის დანაწევრება რაც წარმოქმნის დამახასიათებელ მფრინავ საშუალებებს.

ცალკე ნივთიერება, რომელიც ახალი თუ ძველი წიგნის სურნელზე ახდენს ზემოქმედებას არ არსებობს. ნებისმიერი წიგნის სურნელი განპირობებულია ასობით და ათასობით მფრინავი ორგანული ნივთიერების შერწყმითა და შეფარდებით, რომელთა ნაწილიც წარმოიქმნება შენახვის დროს მიმდინარე რღვევის პროცესის შედეგად.

თავის მხრივ, ზოგიერთი ნივთიერება, მაგალითად, როგორიცაა ფურფურალი გამოიყენება როგორც წიგნის წლოვანების, ისე მისი მდგომარეობის დასადგენად და შესაფასებლად [1].

წიგნის სუნი არის რთული ნაზავი, რომელიც განპირობებულია იმ სხვადასხვა მასალისგან, რომლებისგანაც წიგნი მზადდება. სასიამოვნო სუნი გამომდინარეობს არომატული ნაერთებით, რომლებიც წარმოიქმნება ძირითადად ნიადაგის ხისგან დამზადებული ნაწარმებით, რომლებიც ხასიათდება მათი მოყვითალო-ყავისფერი ფერით. ისინი ვანილის მსგავსია, მიიღება ტკბილი სურნელოვანი ვანილინით, არომატული ანისოლი და ბენზალდეჰიდი, ხილის ნუშის მსგავსი სუნით. მეორე მხრივ, წარმოდგენილია როზინისგან დამზადებული ნაზავი, რომელიც გამოიყენება მელნისადმი უფრო მეტად დამუხტული ქაღალდის შესაქმნელად, მას ხელს უწყობს წიგნების ხის, ხილისა და ტყის სუნი.

ამგვარად, "ძველი წიგნის" ტიპიური სუნი განისაზღვრება სურნელოვანი არომატის ნარევით და არა რომელიმე დომინირებული ნაერთით. საინტერესოა, რომ არსებობს წიგნები, რომლებსაც მოჰყვება ეგრე წოდებული სტიკერები, რომლებიც გამოყოფენ სხვადასხვა სურნელს, როგორიცაა მაგალითად: „კლასიკური მყუდრო სუნი“, „ახალი წიგნის სუნი“ და სხვა.

აღსანიშნავია, რომ როიტერის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, სტატისტიკური გამოკითხვის შედეგად, გამოკითხული 600 სტუდენტიდან 43%-მა უპირატესობა მიანიჭა წიგნის ხარისხს, მისი სპეციფიკური სურნელისგან დამოუკიდებლად, დანარჩენმა ხმა ან ახალ ან ძველ სურნელს მისცა.[2]

ლიტერატურა:
1.http://www.alto-lab.ru/zanimatelnya-himia/zapax-knig
2.https://english.stackexchange.com/questions/57416/word-for-the-smell-of-old-books

 

გამოქვეყნებულია: 14-02-2019