გაფართოებული ძებნა
"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:3, 22-24 გვ.
ფერი და მსოფლიო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
რეზიუმე: წარმოვიდგინოთ სამყარო ფერების გარეშე. ყველაფერი მონოქრომული იქნებოდა. ფერადი ბუნება, მოდა, დროშები და სხვადასხვა რასები ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია. ფერები სიღრმისეულ თვისებებსა და აღფრთოცანებას ანიჭებს ფოტოგრაფიას, ყვავილებსა და ბრწყინვალე ხედებს.
საკვანძო სიტყვები: ფერი, ხნა, ეგვიპტური ლურჯი, ჟანგმიწა.
სამყარო ფერების გარეშე სრულიად მოსაწყენი და უინტერესო იქნებოდა. არასოდეს ყოფილა დრო, როცა ფერი არ ხიბლავდა კაცობრიობას და ის ყოველთვის ითვლებოდა ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოდ. მინდა გიამბოთ რამდენიმე საინტერესო ისტორია პიგმენტების შესახებ.
დავიწყოთ იმით, რომ პიგმენტი, ეს არის საღებავი ნივთიერება, რომელიც ფერს აძლევს ცოცხალი ორგანიზმის ქსოვილებს.
- ეგვიპტური ლურჯი, ასევე ცნობილია როგორც კალციუმის სპილენძის სილიკატი (CaCuSi4O10). ის მიჩნეულია როგორც პირველ სინთეტიკურ პიგმენტად. თანამედროვე მეცნიერები ეგვიპტური ლურჯი საღებავით დაინტერესდნენ, რომელიც კარგად შემორჩენილია უძველესი სამარხების კედლებზე. მათ დაადგინეს, რომ გარკვეული განათების პირობებში ეს პიგმენტი ახლო სპექტრის ინფრაწითელ გამოსხივებას გამოჰყოფს. გარდა ამისა, უახლესმა კვლევამ ცხადყო, რომ დაახლოებით 5000 წლის წინ შექმნილი ლურჯი ეგვიპტური საღებავის გამოყენება შესაძლებელია თითის ანაბეჭდის ასაღები ფხვნილის მაგივრად. [1]
- ხნას, როგორც საღებავს, ხნას უძველესი დროიდან მოიხმარდნენ. მისი საშუალებით არა მხოლოდ თმას, არამედ ფრჩხილებსაც იღებავდნენ. დღეს დღეობით კი ტატუირებისთისაც იყენებენ. ხნის დასამზადებლად იყენებენ ბუჩქოვან მცენარეს,,Lawsonia Inermis”, რომელიც ხარობს სამხრეთ აფრიკისა და ცენტრალური აღმოსავლეთის მშრალ და ცხელ ადგილებში. ამ მცენარის ზედა ფოთლები შეღებვის ძალიან ძლიერი თავისებურებებით ხასიათდება. მას ადგილობრივები ტრადიციულად ტანის შესაღებად იყენებენ. [2]
ჩვენი წინაპრები ვიდრე წერას ისწავლიდნენ, თავდაპირველად გამოქვაბულის კედლებზე ხატავდნენ. ეს ერთმანეთთან კონტაქტის დამყარების ერთ-ერთი საშუალება იყო. ნახშირისა და ფანტაზიის ამარა აღწერდნენ სხვადასხვა მოვლენებს. დროთა განმავლობაში მიხვდნენ, რომ მათი ნახელავი ფერადი სამყაროსათვის უცხო იყო და ფერების ძებნას მიჰყვეს ხელი. ფერადი მინერალების აღმოჩენასთან ერთად კედლების მოსახატად გამოიყენებოდა როგორც ტყის ფოთლოვანი, ისე ყვავილოვანი კულტურული ჯიშები და მცენარეთა ფესვებიც.
არსებობს ოთხი უმნიშვნელოვანესი ფერადი პიგმენტი, რომელთა გარეშეც არ იარსებებდა ქვის ხანის ხელოვნება:
- ჟანგმიწა არის თიხისა და რკინის ოქსიდის ნაზავი, რომელიც იძლევა ფერთა მრავალფეროვნებას, მათ შორის: წითელს, ყვითელს, ნარინჯისფერსა და ყავისფერს. ყვითელ ჟანგმიწას თავის ტონს აძლევს რკინის ოქსიჰიდროქსიდის მინერალი, გეოზიტი. წითელ ფერს ღებულობს წითელი რკინაქვიდან. ხოლო, გამორჩეულ ტონს, ყავისფერს, იღებს მანგანუმისაგან. როდესაც ჟანგმიწა ხურდება , იგი გადადის წითელ ფერში. ეს მინერალი არის პირველი ფერადი პიგმენტი, რომელსაც 300 000 წლის წინ პრეისტორიული ადამიანები იყენებდნენ ზამბიაში. მას შემდეგ ეს საღებარი თითქმის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და დღეს დღეობით ამ მინერალით შესრულებული ნახატები აღმოჩენილია გამოქვაბულების კედლებზე.
- კაოლინი ( ცნობილია , როგორც ჩინური თიხა) მსოფლიოს ერთ-ერთი განსაკუთრებული მინერალია. ქვის ხანის ხელოვნებაში ჩვეულებრივ, გამოიყენებოდა როგორც თეთრი ფერის მინერალი. სწორედ ამიტომ, იმ ეპოქის ხელოვანთა ნაშრომები გახდა უფრო მტკიცე და თეთრი.
- უმბრა- მიწიერი პიგმენტი, ჩვეულებრივ ყავისფერი ან მიხაკისფერი. იგი შეიცავს როგორც რკინის, ისე მანგანუმის ოქსიდს. ეს როგორც წესი, უფრო მუქია ვიდრე ოხრა და სიენა. თუმცა, მისი ზუსტი ტონი დამოკიდებულია ამ ოქსიდების ოდენობაზე. რაც მეტია მანგანუმის ოქსიდი, მით უფრო მუქია მინერალი. მაღალ ტემპერატურაზე იგი მუქი ყავიფერი ხდება.
- სენა უფრო ნათელია ვიდრე უმბრა. უმბრას მსგავსად ისიც შეიცავს რკინისა და მაგნიუმის ოქსიდებს. დაუმუშავებულ ნედლეულს აქვს მოყვითალო-მოყავისფრო ფერი, ხოლო გახურებისას იგი მოწითალო ფერს იღებს. [3]
ჟანგმიწის ბუნებრივი პიგმენტები.
XIX საუკუნეში ქიმიური მრეწველობის განვითარების შედეგად გაჩნდა უფრო მკვეთრი, უფრო მრავალფეროვანი საღებავები, რომლებიც ქიმიური პიგმენტებისგან იყო დამზადებული. ამ მოვლენამ საფუძველი გამოაცალა ბუნებრივი საღებავების გამოყენებას.
ისევე როგორც დღეს, წარსულშიც აქტუალურად გამოიყენებოდა საღებავი, როგორც კოსმეტიკური საშუალება. ძველად საქართველოში თმის შესაღებად იყენებდნენ მცენარეებს,რომლებიც მათთვის
დამახასიათებელ ფერს იძლეოდა: მჭადა სოკოს რძე-მუქი წაბლისფერი, კაკლის წენგო-მუქი ყავისფერი, ანწლის კაკალი-შავი, ხახვის ნაფცქვეთები-ღია ყავისფერი.
ისევ და ისევ ქიმია... XXI საუკუნეში კაცობრიობისთვის ახალი წელი ფეიერვეკის გარეშე წარმოუდგენელია. ფეიერვერკის ფერები ქიმიის საკითხია. როდესაც ქიმიური ნივთიერებები ხურდებიან, იონები იძლევიან დამახასიათებელ ტალღებს ან სინათლეს. ლითონის იონები პასუხისმგებელნი არიან საერთო ფერებზე [4] :
წითელი- სტრონციუმის მარილები, ლითიუმის მარილები, ლითიუმის კარბონატი.
ნარინჯისფერი - კალციუმის მარილები
ოქროსფერი - გავარვარებული რკინა (ნახშირბადთან)
ყვითელი - ნატრიუმის ნიტრატი NaNO3, კრიოლიტი Na3AlF6
მწვანე - ბარიუმის ქლორიდი,
კაშკაშა მწვანე - BaCl+
ლურჯი - სპილენძის აცეტოარსენიტი, სპილენძ(I)-ის ქლორიდი.
ფირუზისფერი - CuCl
მსოფლიო კულტურაში წითელი ფერის უნიკალური მნიშვნელობა.
- წითელი ფერი წარმატების მომტანად ითვლება აზიაში და იგი ყველაზე პოპულარული ფერია ჩინეთში.
- აღმოსავლეთ აზიაში წითელი ფერით გამოხატავენ საფონდო ფასების ზრდას.
- საქორწილო რიტუალში წითელ ფერს თავისი დატვირთვა აქვს: ამ დღეს ინდოეში იცმევენ წითელ სარს, იაპონიაში წითელ კიმონოს , რაც სიმბოლურად ბედნიერებასა და წარმატებას ნიშნავს
- დასავლეთის კულტურაში წითელი არნიშნავს ენერგიას, სიყვარულს საფრთხეს.
- ის ასევე ასოცირდება კომუნიზმთან და რევოლუციასთან რუსეთში. [5] [6]
შეუძლებელია ყურადღების მიღმა დაგვრჩეს ფერებისადმი სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი მაგალითი, ,,ჰოლი“-ის ფერების ფესტივალი. მისი სამშობლო ინდოეთია, ის ყოველ წელს იმართება , რაც სიმბოლურად გაზაფხულის მოსვლას ნიშნავს.
და ბოლოს,წარმოგიდგენთ მსოფლიოს სამ ყველაზე ფერად შენობას:
1. ჰაიტის ქუჩა - სან ფრანცისკო.
2. დექსია თაუერს- ბრიუსელი
3.პატარა ინდოეთი- სინგაპური
პატარა ინდოეთი არის ისტორიული ადგილი, რომელიც სინგაპურის ინდური საზოგადოების საუკეთესო შედეგებს აჩვენებს. [7]
ამრიგად: ფერები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ჩვენს გრძნობებსა და განწყობაზე. ცხოვრება მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. ფერებისაგან მიღებული ეფექტი თითოეული ადამიანისთვის სხვადასხვაგვარია.
ლიტერატურა:
- http://premiumi.ge/?p=12212
- https://www.aura.ge/17-tavis-movla/4191-kvelaferi-xnis-shesaxeb.html
- http://www.visual-arts-cork.com/artist-paints/prehistoric-colour-palette.htm
- https://sciencenotes.org/firework-colors-chemistry/
- https://www.colormatters.com/the-meanings-of-colors/red
- https://www.shutterstock.com/blog/color-symbolism-and-meanings-around-the-world
- http://thechromologist.com/6-colourful-buildings-around-world/
გამოქვეყნებულია: 30-11--0001