მიმდინარე ნომერი

ტომი: 7 ნომერი: 1

 









გაფართოებული ძებნა

 

ქიმიის უწყებანი -  ტომი: 5 ნომერი: 1

 

  მიმოხილვა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 5,   N 1,   5-10

იზოტოპების დაყოფა სპეციალიზებული მას-სპექტრომეტრის საშუალებით

დავით მახარაძე

რეზიუმე: იზოტოპების დაყოფის მას-სპექტრომეტრია არის სპეციალიზებული მეთოდი, რომელიც გამოიყენება იზოტოპების თანაფარდობის განსაზღვრისათვის კონკრეტულ ნივთიერებებში. ის საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ სხვადასხვა ნივთიერება და მივიღოთ ინფორმაცია მისი გეოგრაფიული, ბიოლოგიური და ქიმიური წარმომავლობის შესახებ. სტატიაში განხილულია მეთოდის არსი და ამ ტექნიკის უპირატესობა სტანდარტულ მას-სპექტრომეტრიასთან, აგრეთვე სტატია მოგითხრობთ, მცენარეში იზოტოპური თანაფარდობის ჩამოყალიბების, ღვინის ხარისხის კონტროლისა და პროცესის ტექნიკური მხარის შესახებ.

გამოქვეყნებულია: 28-02-2021  |  ნანახია: 2311-ჯერ


  ქიმიის სწავლება  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 5,   N 1,   11-14

უნივერსალური ინდიკატორი

ე. აბრამიშვილი*1, თ.მათითაიშვილი2

რეზიუმე: როდესაც მასწავლებელი ხარ, შენი ვალდებულებაა მოსწავლეს განუვითარო ის უნარ-ჩვევები, რომლებსაც გამოიყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება, კვლევაზე ორიენტირებული სწავლებაა. სწავლების ეს ფორმა მოსწავლეებისაგან მოითხოვს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. პრობლემის განსაზღვრას და მისი გადაჭრის გზების ძიებას. ქიმიის სწავლებისას, მნიშვნელოვანია ექსპერიმენტებით სწავლება, ამ დროს მოსწავლე აქტიურადაა ჩართული, თვითონ იკვლევს, აკვირდება, გამოაქვს დასკვნა. პანდემიის პერიოდში, ონლაინ სწავლების დროს მნიშვნელოვანი იყო ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომელთა განხორციელებაც მოსწავლეებს მოუწევდათ სახლის პირობებში.

გამოქვეყნებულია: 11-07-2021  |  ნანახია: 4466-ჯერ


  ისტორია  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 5,   N 1,   15-18

აკადემიკოსი ვლადიმერ იპატიევი

გია ადამია

რეზიუმე: XVII საუკუნის დასაწყისში რუსეთში ძალიან მძიმე პოლიტიკური ვითარება იყო, მეფის გარეშე დარჩენილ ერს განადგურება ემუქრებოდა და ბოაირების კრებამ გადაწყვიტა ეთხოვა რომანოებისთვის ხელში აეღო სამეფო სკიპტრა და ემართა რუსი ერი. რომანოვების გვარი დევნილი იყო და იპატიევის მონასტერში მოღვაწეობდა. სწორედ ამ მონასტრიდან 1613 წელს „ჩამოიყვანეს“ რუსეთის პირველი რომანოვი-მეფე მიხაილ ფეოდორის ძე და 1918 წლის შემოდგომაზე ეკატერინბურგში იპატიევის სახლში სამეფო ოჯახის დახვრეტით დასრულდა დინასტიის არსებობა.

გამოქვეყნებულია: 10-12-2021  |  ნანახია: 1541-ჯერ


  ისტორია  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 5,   N 1,   19-21

აკადემიკოსი ალექსეი ჩიჩიბაბინი

გია ადამია

რეზიუმე: ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევები ჩიჩიბაბინმა ჩაატარა პირიდინის შესწავლისას. პირიდინი ფართოდ გამოიყენება, როგორც გამხსნელი წამლების, ჰერბიციდების, პესტიციდების და სხვა აგროქიმიური პრეპარატების წარმოებაში. ჩიჩიბაბინმა შეიმუშავა ალკილ- და ფენილპირიდინების სინთეზის ახალი მეთოდი, განახორციელა ალდეჰიდების ციკლოკონდენსაცია ამიაკის თანაობისას და ბოლოს აცეტალდეჰიდისა და ფორმალდეჰიდისაგან პირიდინის სინთეზი ამიაკის თანაობისას.

გამოქვეყნებულია: 14-12-2021  |  ნანახია: 1337-ჯერ


  ისტორია  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 5,   N 1,   22-24

„მსოფლიო ეთერი“, „ნულოვანი ჯგუფი“ და მენდელეევის პერიოდულობის ცხრილი

გია ადამია

რეზიუმე: ანტიკურ ფილოსოფიაში ეთერი (ბერძ.-αιθέρας), მიწასთან, წყალთან, ცეცხლთან და ჰაერთან ერთად, მეხუთე ელემენტს(სტიქიას) წარმოადგენდა (ლათ.-quinta essential). XIX საუკუნის ბოლოს  სამეცნიერო წრეებში ფართოდ განიხილებოდა ე. წ. „მსოფლიო ეთერის“ ჰიპოთეზა, რომელიც მთელ მსოფლიო არეს მოიცავდა. მეცნიერების აზრით ის წარმოადგენდა უწონო, ელასტიკურ სითხეს, რომელიც აღწევს მთელ სხეულში. ამ მეცნიერთა შორის იყო მენდელეევიც.

გამოქვეყნებულია: 26-01-2022  |  ნანახია: 2031-ჯერ


  ტექნოლოგიები  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 5,   N 1,   25-32

ქიმიური რეაქციები და ინფორმაციის გადამუშავება ქიმიურ კომპიუტერებში

გიორგი ღონღაძე

რეზიუმე: ადამიანის ორგანიზმში ინფორმაციის გადამუშავება ქიმიური რეაქციების საშუალებით მუდმივად მიმდინარეობს და სწორედ ამიტომაა შესაძლებელი ჩვენი კომპლექსური აზრების შემუშავება თუ მათი გადმოცემა. ადამიანის ტვინის გაიგივება კომპიუტერის მუშაობასთან ხშირად ეუხერხულებათ ხოლმე, რადგანაც ტრანზისტორები ნეირონების ანალოგს არ წარმოადგენენ: ნეირონებში მხოლოდ ელექტრულ იმპულსებს ვხვდებით, მაშინ როდესაც კომპიუტერი მუდმივ დენზე მუშაობს. ამის გარდა, ნეირონებს შორის კავშირი ქიმიური ხასიათისაცაა, ნერვულ სინაფსებში ინფორმაცია ქიმიურ მედიატორებს - ნეიროტრანსმიტერებს გადააქვთ. შესაბამისად, მეცნიერთა შორის აზრი ქიმიური კომპიუტერის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გაჩნდა.

გამოქვეყნებულია: 19-12-2022  |  ნანახია: 1139-ჯერ