გია ადამია
ასევე იხილეთ
გაფართოებული ძებნა
"ქიმიის უწყებანი" ტომი:5, ნომერი:1, 22-24 გვ.
„მსოფლიო ეთერი“, „ნულოვანი ჯგუფი“ და მენდელეევის პერიოდულობის ცხრილი
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
რეზიუმე: ანტიკურ ფილოსოფიაში ეთერი (ბერძ.-αιθέρας), მიწასთან, წყალთან, ცეცხლთან და ჰაერთან ერთად, მეხუთე ელემენტს(სტიქიას) წარმოადგენდა (ლათ.-quinta essential). XIX საუკუნის ბოლოს სამეცნიერო წრეებში ფართოდ განიხილებოდა ე. წ. „მსოფლიო ეთერის“ ჰიპოთეზა, რომელიც მთელ მსოფლიო არეს მოიცავდა. მეცნიერების აზრით ის წარმოადგენდა უწონო, ელასტიკურ სითხეს, რომელიც აღწევს მთელ სხეულში. ამ მეცნიერთა შორის იყო მენდელეევიც.
საკვანძო სიტყვები: ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი, დიმიტრი მენდელეევი, ეთერი, ნულოვანი ჯგუფი
“მსოფლიო ეთერი“ - არის ყველა ელემენტის საწყისი, ე.ი. საწყისი ყველა ნივთიერებისა. „მსოფლიო ეთერი“ არის ელემენტთა პერიოდული სისტემის გვირგვინი, მისი ალფა და ომეგა.
დ.ი. მენდელეევი
ანტიკურ ფილოსოფიაში ეთერი (ბერძ.-αιθέρας) მიწასთან, წყალთან, ცეცხლთან და ჰაერთან ერთად, მეხუთე ელემენტს (სტიქიას) წარმოადგენდა (ლათ.- quinta essential). XIX საუკუნის ბოლოს სამეცნიერო წრეებში ფართოდ განიხილებოდა ე. წ. „მსოფლიო ეთერის“ ჰიპოთეზა, რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავდა. მეცნიერების აზრით ის წარმოადგენდა უწონო, ელასტიკურ სითხეს, რომელიც აღწევს მთელ სხეულში. ამ მეცნიერთა შორის იყო მენდელეევიც.
1904 წლის იანვარში, მენდელეევის 70 წლისთავთან დაკავშირებით, გაზეთმა „Петербургский листок“, გამოაქვეყნა ინტერვიუ მეცნიერთან.
კითხვაზე - რა საკითხზე მუშაობს ამჟამად დიმიტრი მენდელეევი, მან უპასუხა: მე ამჟამად ვმუშაობ „მსოფლიო ეთერის“ ქიმიზაციის შესწავლაზე.
1902 წელს მენდელეევმა დაამთავრა ნაშრომი „მსოფლიო ეთერის ქიმიურად გაგების მცდელობა“, რომელიც გამოაქვეყნა 1903 წელს ჟურნალში „Вестник и библиотека самообразования“. ამ სტატიამ დიდი აჟიოტაჟი გამოწვია სამეცნიერო სამყაროში. ეს ნაშრომი მეცნიერებმა „არ მიიღეს“, ამიტომ მენდელეევის ნაშრომთა ბიბლიოთეკიდან ის ნაწილი სადაც ამ საკითზეა საუბარი, ამოღებულია (კერძოდ მენდელეევის ნაშრომთა 2 ტომი).
სურ. 1. გაზეთი „Петербургский листок“, სადაც გამოაქვეყნა ინტერვიუ მენდელეევთან.
დიდმა მეცნიერმა, პერიოდულობის კანონის აღმოჩენიდან ორი წლის შემდეგ, სისტემაში წყალბადთან გააკეთა წარწერა: „ყველაზე მსუბუქი ეთერია, მილიონჯერ“.
ნახ.2 მენდელეევის წარწერა პერიოდულ სისტემაზე წყალბადთან „ Легче всех эфир, в миллионы раз“
მენდელეევს „ეთერი“ წარმოედგინა ყველაზე მსუბუქ ელემენტს. „1870 წლიდან მაწუხებს კითხვა: რა არის ეთერი ქიმიური გაგებით? ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ელემენტების პერიოდულ სისტემასთან, მაგრამ მხოლოდ ახლა გავბედე ამაზე საუბარი. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: ეთერის ქიმიური ელემენტი - ეთერის ელემენტი - ეთერის ატომურობა - ეთერის დისკრეტულობა.“
ნახ.3 ეთერი პერიოდულ სისტემაში
„მსოფლიო ეთერის“ ქიმიური კონცეფციის დეტალური შემუშავება დაიწყო ინერტული იარების აღმოჩენის შემდეგ. დ.ი. მენდელეევმა არაერთი ელემენტის აღმოჩენა იწინასწარმეტყველა, მაგრამ ინერტული აირები მისთვის სრული მოულოდნელობა იყო! მან მაშინვე არ მიიღო ეს აღმოჩენა, ხოლო შემდგომ სასტიკად არ ეთანხმებოდა მეცნიერებს, მათი პერიოდულ სისტემაში განლაგების შესახებ.
მენდელეევი კატეგორიულად ამტკიცებდა ნულოვანი ჯგუფის არსებობას. ინერტული აირები იმდენად განსხვავდებიან დანარჩენი ელემენტებისაგან, რომ მათი ადგილი სადღაც სისტემის მიღმა უნდა იყოს. რა განსხვავება იქნებოდა მარჯვენა (VIII ჯგუფი) ან მარცხენა (0 ჯგუფი) კიდეზე. მენდელეევი სხვანაირად ფიქრობდა, ეს მისთვის პრინციპული საქმე იყო. „ინერტული აირების მარჯვნივ დაყენება ნიშნავს წყალბადსა და ჰელიუმს შორის დიდი ვაკუუმის შექმნას, მითუმეტეს, რომ ვალენტობა უფრო ნულია, ვიდრე რვა, თანაც მათი ატომური მასა, სწორედაც მიუთითებს მათი პერიოდის საწყის ელემენტებად დაყენებას.“
„არასდროს მიფიქრია, რომ წყალბადით უნდა დაწყებულიყო ელემენტების სერია”-წერდა მეცნიერი. ის პერიოდულობის კანონის შექმნის დროსაც ფიქრობდა ერთზე ნაკლები ატომური მასის ელემენტების არსებობაზე, მაგრამ ვერ გაბედა ამ გაგებით საუბარი, იმის შიშით, რომ არ გაეფუჭებინა შემოთავაზებული ახალი სისტემის შთაბეჭდილება.
ნახ.4 ინერტული აირები 0 ჯგუფში
ამიტომაც მენდელეევი მოითხოვდა „ნულოვანი ჯგუფის“ შექმნას, სადაც განლაგებულნი იქმნებოდნენ სწორედ ის „ყველაზე მსუბუქი, მილიონჯერ“- ელემენტები და ასეთებად ის ეთერს მიიჩნევდა.
„წყალბადს უნდა ჩამოერთვას ადგილი პერიოდულობის ცხრილში, რადგან არსებობენ მასზე უფრო მსუბუქი ელემენტები და შეიქნას ახალი 0 ჯგუფი- მე ეს ღრმად მწამს“-წერდა მეცნიერი.
რამდენიმე უშედეგო ჩატარებული ცდების შემდეგ, „მსოფლიო ეთერის“ ქიმიზმის შესასწავლად, მენდელეევმა კვლევები შეწყვიტა.
სიცოცხლის ბოლო წლებში მეცნიერი კვლავ დაუბრუნდა ამ თემას. მას სურდა გამოხმაურებოდა ახალ კვლევებს, კერძოდ რადიოქატიურობის აღმოჩენას. ის წერდა: “ეთერის რეალური გაგება შეუძლებელია, მისი ქიმიზმის იგნორირებით და მისი უგელვებელყოფა, როგორც ელემენტარული ნივთიერებისა, ელემენტარული ნივთიერებები კი მკაცრად ემორჩილებიან პერიოდულობის კანონს.“
მენდელეევის აზრით ელემენტი x და ელემენტი y განლაგებული უნდა ყოფილიყვნენ 0 პერიოდის 0 ჯგუფში, როგორც ყველაზე მსუბუქი ელემენტები და ისინი ინერტული აირებს ანალოგებს წარმოადგენდნენ.
მენდელევმა მათ ნიუტონიუმი და კორონიუმი უწოდა.
1905 წელს მენდელეევი წერდა: „ენერგეტიკის პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია ეთერის რეალური შესწავლის გარეშე, რომელიც წარმოადგენს საწყის მცნებას ენერგიის გარკვეულ მანძილზე გადაცემისა“.
ნახ.5 ახალი x და y ელემენტები,რომლებსაც მენდელეევმა ნიოტონიუმი და კორონიუმი უწოდა.
XX საუკუნის დასაწყისში არამარტო მენდელეევს, არამედ სხვა მრავალი მეცნიერს სწამდათ „მსოფლიო ეთერის“ არსებობა, მაგრამ ალბერტ აინშტაინის მიერ ფარდობითობის თეორიის აღმოჩენის შემდეგ კვლევები ამ საკითხზე შეწყდა.
აინშტაინის ფარდობითობის თეორია აღმოჩნდა ის საპირწონე, რომელმაც დასაბამი მისცა „მსოფლიო ეთერზე“ კვლების შეწყვეტას. ამ თეორიას კაცობრიობის წინაშე დივერსიას უწოდებენ ის მეცნიერები, რომლებიც კვლავ აღიარებენ „მსოფლიო ეთერის“ თეორიას.
გამოქვეყნებულია: 26-01-2022