იტერბიუმი
იტერბიუმი არის ქიმიური ელემენტი, რომლის სიმბოლოა Yb, ხოლო ატომური ნომერი - 70.
იგი მეთოთხმეტე და ბოლოსწინა ელემენტია ლანთანიდის სერიაში. მისთვის, როგორც სხვა ლანთანიდებისათვის, ძირითადად დამახასიათებელია +3 ჟანგვითი მდგომარეობა, თუმცა როგორც ლანთანიდების მწკრივის ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი, +2 ჟანგვითი მდგომარეობაშიც საკმაოდ სტაბილურია. სამვალენტიანი იტერბიუმი გვხვდება ოქსიდებში, ჰალოგენიდებში და სხვა ნაერთებში. წყალხსნარებში წარმოქმნის კომპლექსს წყლის 9 მოლეკულასთან.
შევსებული ელექტრონული კონფიგურაციის გამო (4f დონე) მისი სიმკვრივე, დნობის და დუღილის წერტილები მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა დანარჩენი ლანთანიდებისგან.
1878 წელს შვეიცარიელმა ქიმიკოსმა ჟან შარლ დე მარინიაკმა იშვიათ მიწა "ერბია"-დან გამოყო კიდევ ერთი დამოუკიდებელი ელემენტი, რომელსაც მან "იტერბია" უწოდა. დასახელებად აიღო შვედეთის იმ სოფლის სახელი, სადაც მან აღმოაჩინა „ერბიუმის“ ახალი კომპონენტი.
ლითონის შედარებით სუფთა ნიმუში მიღებული იქნა მხოლოდ 1953 წელს. დღეისათვის იტერბიუმი ძირითადად გამოიყენება როგორც უჟანგავი ფოლადის ან აქტიური ლაზერული მასალების დანამატი. ასევე იყენებენ გამა სხივების წყაროდ.
ბუნებრივი იტერბიუმი არის შვიდი სტაბილური იზოტოპის ნარევი, რომლების შემცველობაა დედამიწაში არის 0.3 მნ.
დრეისათვის იტერბიუმს მოიპოვებენ ჩინეთში, შეერთებულ შტატებში, ბრაზილიასა და ინდოეთში მინერალების: მონაზიტის, ევქსენიტისა და ქსენოტიმის სახით.
იტერბიუმი გარკვეულწილად საშიშია, რადგან თვალისა და კანის გამაღიზიანებელია. ლითონი ხანძარ და ფეთქებადსაშიშია.
მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით