იერსახე

მეტალური თულიუმი

ძირითადი თვისებები

იერსახე: მოვერცხლისფერო-ნაცრისფერი
Ar (სტანდარ).: 168.934218
Ar (დაყვანლი): 168.93

ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი

ატომური ნომერი: 69
ჯგუფი: -
პერიოდი: 6
ბლოკი: f
ელექტრონული კონფიგურაცია: [Xe] 4f13 6s2
ელექტრონები ორბიტალებზე: 2, 8, 18, 31, 8, 2

ფიზიკური თვისებები

აგრეგატ. ფაზა (ნპ) მყარი
ლღობის ტემპ.,°C 1545
დუღილის ტემპ.°C 1950
სიმკვრივე, გ/სმ3 9.32
კრიტიკული წერტილი:
წვის სითბო: 16.84
აორთლების სითბო: 191
მოლური სითბოთევადობა: 27.03  

ატომის თვისებები

ჟანგვითი რიცხვები: 0, +2, +3  
ელექტოუარყოფითობა: 1.25 
იონიზაცია: I: 596.7 kJ/mol
II: 1160 kJ/mol
III: 2285 kJ/mol 
ატომური რადიუსი: 176  
კოვალენტური რადიუსი: 190±10 

სხვა თვისებები

კრისტალური სტრუქტურა: ჰექსაგნალური 
თერმული გაფართოვება: 13.3 
თერმული გამტარებლობა: 16.9 
ელექტრული წინაღობა: 676  
მაგნიტურობა: პარამაგნიტური 
იუნგის მოდული: 74.0  
ბალკის მოდული: 44.5  

ისტორია

დასახელება: თული, სკანდინავიის მითიური რეგიონი 
აღმოჩენა: პერ თეოდორ კლევე (1879) 
პირველი სინთეზი: პერ თეოდორ კლევე (1879) 

თულიუმი

თულიუმი არის ქიმიური ელემენტი, რომლის  სიმბოლოა Tm, ხოლო ატომური ნომერი - 69.

იგი არის ლანთანიდების სერიის მეცამეტე ელემენტი. სხვა ლანთანიდების მსგავსად, ყველაზე გავრცელებულია +3 ჟანგვითი ფორმით. სამვალენტიან თულიუმს ვხვდებით ოქსიდებში, ჰალოგენიდებსა და სხვა ნაერთებში.

თულიუმს ასევე ვხვდებით +2 ჟანგვით მდგომარეობაში, რადგან ორვალენტიან ფორმაშიც თულიუმი საკმაოდ სტაბილურია თითქმის შევსებული 4f გარსის გავლენით.

თულიუმი, ლანთანიდების სერიის ბოლო წევრების მსგავსად, წყალხსნარებში წარმოქნის  კომპლექსებს წყლის 9 მოლეკულასთან.

1879 წელს შვედმა ქიმიკოსმა პერ თეოდორ კლევემ ერბიუმის ოქსიდიდან  გამოყო მანამდე უცნობი კიდევ ორი ელემენტი, რომელსაც მან ჰოლმია და თულია უწოდა. მის მიერ გამოყოფილი ნაერთები იყო ჰოლმიუმის და თულიუმის ოქსიდები შესაბამისად.

ელემენტური თულიუმის შედარებით სუფთა ნიმუში პირველად მიიღეს 1911 წელს. თულიუმი ლანთანოიდებს შორის ყველაზე მცირე რაოდენობით მეორეა, რადიოაქტიურად არასტაბილური პრომეთიუმის შემდეგ, რომელიც მხოლოდ კვალის სახით გვხვდება დედამიწაზე.

თულიუმი არის ადვილად დამუშავებადი, რბილი, ჭედადი, მოვერცხლისფერო-ნაცრისფერი ბზინვარე ლითონი. იგი ჰაერზე ნელა იჟანგება და იფარება ოქსიდური ლაქებით.

მიუხედავად მაღალი ფასისა და იშვიათობისა, თულიუმი გამოიყენება როგორც გამოსხივების წყარო პორტატულ რენტგენის მოწყობილობებში და ზოგიერთ მყარ მდგომარეობაში მყოფ ლაზერებში.

თულიუმი არ აქვს მნიშვნელოვანი ბიოლოგიური როლი და არ არის განსაკუთრებით ტოქსიკური.

მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით