იერსახე

ძირითადი თვისებები

იერსახე:
Ar (სტანდარ).: 270
Ar (დაყვანლი): 270.13

ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი

ატომური ნომერი: 107
ჯგუფი: 7
პერიოდი: 7
ბლოკი: d
ელექტრონული კონფიგურაცია: [Rn] 5f14 6d5 7s2
ელექტრონები ორბიტალებზე: 2, 8, 18, 32, 32, 13, 2

ფიზიკური თვისებები

აგრეგატ. ფაზა (ნპ)
ლღობის ტემპ.,°C
დუღილის ტემპ.°C
სიმკვრივე, გ/სმ3
კრიტიკული წერტილი:
წვის სითბო:
აორთლების სითბო:
მოლური სითბოთევადობა:  

ატომის თვისებები

ჟანგვითი რიცხვები: (+3), (+4), (+5), +7 
ელექტოუარყოფითობა:  
იონიზაცია: I: 740 kJ/mol
II: 1690 kJ/mol
III: 2570 kJ/mol
 
ატომური რადიუსი: 128  
კოვალენტური რადიუსი: 141  

სხვა თვისებები

კრისტალური სტრუქტურა: ჰექსაგნალური 
თერმული გაფართოვება:  
თერმული გამტარებლობა:  
ელექტრული წინაღობა:  
მაგნიტურობა:  
იუნგის მოდული:  
ბალკის მოდული:  

ისტორია

დასახელება: ნილს ბორის საპატივსამოდ 
აღმოჩენა:  
პირველი სინთეზი:  

ბორიუმი

ბორიუმი ელემენტთა პერიოდულობის ცხრილის მეშვიდე პერიოდის მეშვიდე ჯგუფის ელემენტია, ატომური ნომრით 107. სახელი ბორიუმი დანიელ მეცნიერთან ნეილს ბორთან არის დაკავშირებული. იგი სინთეზური და რადიოაქტიური ქიმიური ელემენტია და ბუნებაში არ გვხვდება. მისი ცნობილი იზოტოპებიდან ყველაზე სტაბილურია 270Bh,რომლის ნახევარდაშლის  პერიოდი 61 წამია. ჯერჯერობით დაუმტკიცებელ იზოტოპს 278Bh ნახევარდაშლის პერიოდი სავარაუდოდ 690 წამი აქვს.



ნილს ბორი

ისტორია

ბორიუმის არსებობის შესახებ პირველად 1976 წელს  დუბნის მკვლევართა ჯგუფმა განაცხადა, რომელსაც იური ოგანესიანი ხელმძღვანელობდა. მათ 209Bi და 208Pb-ზე ქრომ-54-ისა და მანგანუმ-55-ის ბირთვებით იმოქმედეს. აღმოჩენილი იქნა ორი ნახევარდაშლის პერიოდი: 2 მილიწმ და 5 წმ. ფიქრობდნენ, რომ პირველი ეკუთვნოდა 261Bh-ს, მეორე - 257Db-ს. მოგვიანებით დუბნიუმის იზოტოპი შეასწორეს -  258Db-ის ნახევარ-სიცოცხლის პერიოდი 5 წამია,257Db-ის კი -ერთი.
1981 წელს გერმანელი მკვლევარების ჯგუფმა დარმშტადტში, პიტერ არმბრუსტერისა და გოთფრიდ მუნზენბერგის ხელმძღვანელობით, იგივე რეაქციის პროდუქტებით 262Bh-ის 5 ატომი მიიღეს.

209Bi + 54Cr → 262Bh + n


IUPAC-ის ჯგუფმა 1992 წელს  დარმშტადტის მეცნიერების აღმოჩენა ოფიციალურად აღიარა.

1992 წლის სექტემბერში დარმშტადტის და დუბნის მეცნიერებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის შესახებ, რომ 107 ელემენტს ეწოდოს «ნილსბორიუმი» დანიელი ფიზიკოსის ნილს ბორის საპატივცემლოდ, თუმცა თავდაპირველად საბჭოთა მეცნიერები გეგმავდნენ “ნილსბორიუმი“ 105-ე ელემენტისათვის ეწოდებინათ. 1994 წელს IUPAC-მა თავის რეკომენდაციაში წარმოადგინა სახელწოდება “ბორიუმი“, “ნილსბორიუმი“-ის ნაცვლად, რადგანაც ქიმიური ელემენტების სახელწოდება არასდროს არ შედგებოდა მეცნიერის სახელისა და გვარისაგან. ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული იქნა 1997 წელს.

 

იზოტოპები

ბორიუმს არ გააჩნია სტაბილური ან ბუნებრივი იზოტოპები. რამდენიმე რადიოაქტიური იზოტოპი ლაბორატორიაშია მიღებული.
ბორიუმის მსუბუქ იზოტოპებს შედარებით მცირე ნახევარდაშლის პერიოდი აქვთ.

ბორიუმის იზოტოპები
იზიტოპი ნახევარდაშლის პერიოდი DM აღმოჩენის წელი
260Bh 35 მილიწამი Α 2007
261Bh 11.8 მილიწამი Α 1986
262Bh 84 მილიწამი Α 1981
262mBh 9.6 მილიწამი Α 1981
264Bh 0.97 წამი Α 1994
265Bh 0.9 წამი Α 2004
266Bh 0.9 წამი Α 2000
267Bh 17 წამი Α 2000
270Bh 61 წამი Α 2006
271Bh 1.2 წამი Α 2003
272Bh 9.8 წამი Α 2005
274Bh 40 წამი Α 2009
278Bh 11.5 წუთი SF 1998

 

 

ქიმიური თვისებები (პროგნოზირებული)

ბორიუმი მეშვიდე ჯგუფის ყველაზე მძიმე წევრია. ამ ჯგუფის ყველა წევრი ამჟღავნებს +7 ჟანგვის რიცხვს, აქედან გამომდინარე მოსალოდნელია რომ ნაერთებში ბორიუმის ჟანგვის რიცხვი +7-ს უდრიდეს. ამ ჯგუფის წევრები უმაღლეს ჟანგვის რიცხვთან ერთად +3 და +4-საც ამჟღავნებენ, რაც სავარაუდოდ ბორიუმისთვისაც იქნება დამახასიათებელი.

ივარაუდება, რომ +7 ჟანგვის რიცხვს ბორიუმი გამოავლენს პერბორატებში, BhO4-, თუმცა  იგი არასტაბილური უნდა იყოს და ადვილად გადავა შედარებით სტაბილურ ბორიუმის (IV) ნაერთებში.
ტექნეციუმი და რენიუმი წარმოქმნიან Tc2O7 და Re­2O7  ოქსიდებს, ამის გათვალისწინებით ბორიუმმაც უნდა წარმოქმნას მსგავსი ტიპის ოქსიდი Bh2O7.

 

ფიზიკური თვისებები (პროგნოზირებული)

მოსალოდნელია რომ, ნორმალურ პირობებში ბორიუმი უნდა იყოს მყარი, მძიმე მეტალი, რომლის სიმკვრივე დაახლოებით იქნება 37.1 გ/სმ­3. სიმკვრივის მიხედვით იგი იქნება მესამე ადგილზე, მეიტნერიუმისა (37.4გ/სმ3) და ჰასმიუმის (41 გ/სმ3) შემდეგ.

ბორიუმის ატომუსი რადიუსი 128 მნ-ის ტოლია მოსალოდნელი, Bh+ იონის სავარაუდო კონფიგურაციაა კი  [Rn] 5f14 6d4 7s2.

მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით