შინაგანაწესი
- სკოლა „ზურგჩანთა“ არის ონლაინ პლატფორმის ქიმიის სპეციალიზებული სკოლა, რომლის მიზანია ახალგაზრდებში დარგის პოპულარიზაცია სხვადასხვა აქტივობებით (სამეცნიერო-პოპულარული საჯარო ლექციები, ოლიმპიადები, ვიქტორინები და ა.შ.)
- მიზნის მისაღწევად სკოლა ამ საგნით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის ქიმიის სტანდარტულ და გაღრმავებულ სასწავლო კურსებსა და სასწავლო რესურსებს.
- სკოლაში სწავლა უფასოა და ემყარება მოსწავლეთა და მასწავლებელთა კეთილ ნებას.
- სკოლის მიერ განხორციელებულ აქტივობებში (გაკვეთილები, ტესტები, საჯარო ლექციები, ოლიმპიადები და სხვა) მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
- ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოსწავლეები მიიღებენ კლასში ჩარიცხვის დამადასტურებელ წერილს ელექტრონული ფოსტით სკოლის ადმინისტრაციისგან და ჩაირიცხებიან შესაბამის ჯგუფში.
- მეცადინეობები ტარდება ოთხი ასაკობრივი ჯგუფისათვის (მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასები) და ერთი გაღრმავებული სასწავლო პროგრამის მსმენელებისთვის.
- მეცადინეობები ტარდება ონლაინ ფორმატში zoom-ის პლატფორმის გამოყენებით
- სწავლა იწყება 1 ოქტომბერს და მთავრდება 30 მაისს.
- ასაკობრივ ჯგუფებში მეცადინეობები ტარდება კვირაში ორი საათი დატვირთვით (იხ. გაკვეთილების ცხრილი)
- სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამა მჭიდრო კავშირშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, თუმცა დასაშვებია გარკვეული საკითხების უფრო ღრმა და საფუძვლიანი სწავლება (იხ. პროგრამა).
- გაღრმავებული სწავლების მიზანია მოსწავლეების მომზადება ადგილობრივი და საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის.
- გაღრმავებული სწავლების ჯგუფში მეცადინეობები ტარდება კვირაში სამჯერ სამ ცალკეულ დისციპლინად: არაორგანული და ანალიზური ქიმია, ფიზიკური და კვანტური ქიმია, ორგანული და ბიოორგანული ქიმია.
- ასაკობრივ და გაღრმავებულ სასწავლო ჯგუფებში სწავლების არჩევანს აკეთებს თავად მოსწავლე და არ არის დამოკიდებული მის ასაკზე.
- მოსწავლეს შეუძლია რამდენიმე პროგრამაზე რეგისტრაცია.
- ასაკობრივ ჯგუფებში სწავლების მეთოდებია გაკეთილი, სემინარი (პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა), შუალედური შეფასების ამოცანების გარჩევა.
- გაღრმავებულ სწავლების ჯგუფში სწავლების მეთოდია საერთაშორისო ოლიმპიადების ამოცანების ამოხსნის მეთოდებისა და შესაბამისი თეორიული საკითხების განხილვა.
- მოსწავლეთა შეფასება წარმოებს შუალედური და ფინალური ტესტირების საშუალებით.