"ქიმიის უწყებანი" ტომი:4, ნომერი:1, 30-33 გვ.
გვერდითი ჩონჩხის შემცველი ციკლური ნახშირწყალბადებისა და ტერპენების დასახელება IUPAC-ის ნომენკლატურის მიხედვით
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
რეზიუმე: სტატიაში განხილულია გვერდითი ჩონჩხის შემცველი ციკლური ნახშირწყალბადების, ტერპენებისა და მათი რადიკალების ნომენკლატურის პრინციები IUPAC-ის ბოლო რეკომენდაციების გათვალისწინებით.
საკვანძო სიტყვები: ციკლური ნახშირწყალბადები გვერდითი ჩონჩხით, ტერპენები, IUPAC, ნომენკლატურა
ციკლური ნახშირწყალბადები გვერდითი ჩონჩხით
წესი A-61. ზოგადი პრინციპები
61.1 - უფრო რთული აღნაგობის ნახშირწყალბადები, ვიდრე ეს განსაზღვრული იყო A-12 წესში, რომლებიც ერთდროულად მოიცავენ ციკლურ და ღიაჯაჭვიან სტრუქტურებს, სახელდებიან ქვემო მოცემული ერთ-ერთი წესის თანახმად. არჩევანი წარმოებს დასახელების სიმარტივეში.
61.2 - როდესაც ნახშირწყალბადს არ გააჩნია მიღებული ტრივიალური დასახელება, მაშინ:
(1) ღია ჯაჭვიანი ნახშირწყალბადის სახელდება რადიკალის სახით, ხოლო ციკლური სტრუქტურა, როგორც საბაზისო ნაერთი ან (2) ციკლური სტრუქტურის რადიკალის სახელი წარმოადგენს პრეფიქსს, ხოლო ძირითად ბაზად აიღება ღია ჯაჭვიანი ნახშირწყალბადი. არჩევანი ამ ორ მიდგომას შორის წარმოებს შემდეგი პრინციპებიდან გამომდინარე: (ა) სტრუქტურის ერთეულოვან გროლში ჩამნაცვლებლების მაქსიმალური რაოდენობა, (ბ) პატარა ჩამნაცვლებლების ჩანაცვლება უფრო დიდ სტრუქტურაში. ორმაგი და სამმაგი ბმების ნუმერაცია გვერდით ჩონჩხში ან არა არაომატულ ფრაგმენტში წარმოებს A-3 წესის მიხედვით, ჩამნაცვლებლების ნუმერაცია და ციტირება წარმოებს A-2 წესის შესაბამისად.
61.3 - მუხლის 61.2.ა შესაბამისად, ნახშირწყალბადები, რომელებიც მოიცავენ რამდენიმე გვერდით ჩონჩხს ციკლურ სტრუქტურის ერთ ბირთვში, როგორც წესის სახელდებიან ციკლური ნახშირწყალბადის წარმოებულად და ნახშირწყალბადები, რომლებიც მოიცავენ რამდენიმე გვერდით ჩონჩხს და/ან ციკლურ რადიკალებს, დაკავშირებულს ერთ ღია ჯაჭვიან ჩონჩხთან, სახელდებიან როგორც აციკლური ნაერთები.
61.4 - მუხლის 61.2.ბ შესაბამისად, ნახშირწყალბადი, რომელიც მოიცავს გრძელ ნახშირბადოვან ჩონჩხთან დაკავშირებულ პატარა ციკლებს, როგორც წესი, სახელდებიან აციკლური ნახშირწყალბადების ნაწარმების სახით და ნახშირწყალბადები, რომლებშიც დიდი ზომის ციკლებია დაკავშირებული პატარა ღია ჯაჭვიან ნახშირბადოვან ჩონჩხებთან, სახელდებიან როგორც ციკლური ნახშირწყალბადები.
61.5 – აღიარებული ტრივიალური სახელები კომპოზიტური რადიკალებისათვის გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამარტივებენ დასახელებას.
61.6 - ქვემოთ ჩამოთვლილია ციკლური ნახშირწყალბადების ტრივიალური აღუარებული სახელები: ფულვენი (მეთილენციკლოპენდადიენი) და სტილბენი (1,2-დიფენილეთილენი). იხილეთ ასევე წესი A-12.1.
იხილეთ 1993 წლის რეკომენდაციები R-9.1, ცხრილი 19(a)
ტერპენული ნახშირწყალბადები
წესი A-71. აციკლური ტერპენები
71.1 - აციკლური ტერპენული ნახშირწყალბადები სახელდებიან იმავე პრინციპების მიხედვით, როგორც წარმოებს სხვა უჯერი აციკლური ნახშირწყალბადების დასახელება.
წესი A-72. ციკლური ტერპენები
72.1 - მონოციკლური და ბიციკლური ტერენული ნახშირწყალბადების ნომენკლატურისათვის გამოიყენება შემდეგი სახის სტრუქტურული ტიპები, რომელთა დასახელება და ნუმერაცია წინასწარ არის განსაზღვრული. დასახელებით „ბორნანი“ ჩანაცვლებულია სახელები „კამფანი“ და „ბორნილანი“, ხოლო დასახელებით „ნორბორნანით“ სახელები „ნორკამფანი“ და „ნორბორნილანი“.
წესი A-73. მონოციკლური ტერპენები
73.1 - მენთანის ტიპი: ამ ტიპის მონოციკლური ტერპენული ნახშირწყალბადები (ორტო-, მეტა-, პარა-) სახელდებიან როგორც მენთანი, მენთენი, მენთადიენი და ა.შ. და აქვთ ფიქსირებული ნუმერაცია (ფორმულა I). ასეთი ნაერთები, რომლებიც ჩანაცვლებულია დამატებითი ალკილური ჯგუფებით სახელდებიან წესების A-11 და A-61-ის მიხედვით.
73.2 - ტეტრამეთილციკლოჰექსანის ტიპი: მონოციკლური ტერპენული ნახშირწყალბადების ეს ტიპი სახელდება როგორც ციკლოჰექსანის, ციკლოჰექსენისა და ციკლოჰექსადიენის ნაწარმები (იხ. წესი A-11)
წესი A-74. ბიციკლური ტერპენები
74.1 - ბიციკლური ტერპენული ნახშირწყალბადები, რომელთაც გააჩნიათ ფორმულა II-შესაბამისი ჩონჩხი ან მოიცავენ დამატებით ჩამნაცვლებებლებს, გარდა მეთილისა და იზოპროპილის (ან მეთილენი, თუ ერთი მეთილენი უკვე არსებობს)სახელდებიან როგორც თუჯანი, თუჯენი, თუჯაადიენი და ა.შ. და გააჩნიათ ფიქსირებული ნუმერაცია (ფორმულა II). სხვა ნახშირწყალბადები, რომლებიც მოიცავენ თუჯანის ციკლურ ჩონჩხს, სახელდებიან როგორც ბიციკლო[3.1.0]ჰექსანი და აქვთ ბიციკლო ნაერთების სისტემური ნუმერაცია (წესი A-31).
74.2 - ბიციკლური ტერპენული ნახშირწყალბადები, რომელთაც აქვთ ფორმულა III, IV ან V შესაბამისი ჩონჩხი და მოიცავენ გვერდით ჩამნაცვლებელს, გარდა მეთილისა (ან მეთილენისა, თუ ერთი მეთილენი უკვე არსებობს) შესაბამისად სახელდებიან როგორც კარანი, კარენი, კარადიენი და ა.შ.; პინანი, პინენი, პინადიენი, და ა.შ., ბორნანი, ბორნენი, ბორნადიენი და ა.შ. და აქვთ კარანს (ფორმულა III), პინანს (ფორმულა IV) და ბორნანს (ფორმულა V) შესაბამისი ფიქსირებული ნუმერაცია. სხვა ნახშირწყალბადები, რომელთაც აქვთ კარანის, პინანისა და ბორნანის ციკლური სტრუქტურა, სახელდებიან როგორც ნორკანანი (ფორმულა VI), ნორინანი (ფორმულა VII) და ნორბორნანი (ფორმულა VIII). მოცემული სახელები უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ბიციკლო[4.1.0[ჰეპტანი, ბიციკლო[3.1.1[ჰეპტანი, ბიციკლო[2.2.1[ჰეპტანი. ნორსტრუქტურების ნუმერაცია წარმოებს ბიციკლო სისტემების შესაბამისად (წესი A-31).
74.3 -სახელი კამფენი შენარჩუნებულია ჩაუნაცვლებელი ნაერთისათვის 2,2-დიმეთილ-3-მეთილენნორბორნანი.,
წესი A-75. ტერპენების რადიკალები
75.1 - მარტივი აციკლური ნახშირწყალბადების ტერენების რადიკალები სახელდებიან და ინომრებიან წესის A-3.5-ის მიხედვით. (E)-(7R, 11R)-3,7,11,15-ტეტრამეთილ-2-ჰექსადეცენილის] ტრივიალური სახელები გერანილი, ნერილი, ლინალილი და ფეტილი აღიარებულია მხოლოდ ჩაუნაცვლებელი რადიკალებისათვის.
75.2 - მენთანიდან, პინანიდან, თუჯანიდან, კარანიდან, ბორნანიდან, ნორკარანიდან, ნორპინანიდან და ნორბორნანიდან მიღებული რადიკალები სახელდებიან A-1.2 და A-11.4 წესების მიხედვით, გარდა ნაჯერი პინანიდან მიღებული რადიკალებისა, რომელიც სახელდება როგორც პინანილი, პინანილენი, და პინალიდენი.
75.3 - რადიკალები, რომელიც არ არის მოცემული A-75.1 და A-75.2 წესებში, სახელდებიან A-11 და A-31.4 მუხლების შესაბამისად.
გამოქვეყნებულია: 13-02-2020