მიმდინარე ნომერი

ტომი: 7 ნომერი: 1

 









გაფართოებული ძებნა

 

ქიმიის უწყებანი -  ტომი: 3 ნომერი: 2

 

  ეკოლოგია  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 2,   8-9

მჟავური წვიმების გავლენა დედამიწაზე

ნანა ნაჭყებია, სალომე გოშაძე

რეზიუმე: ადამიანის საქმიანობამ დედამიწაზე გარემოს ქიმიური მდგომარეობის შეცვლა გამოიწვია. ატმოსფეროში გაიზარდა ნახშირბადის დიოქსიდის, ნახშირბადის მონოქსიდის, გოგირდის დიოქსიდის, აზოტის ოქსიდებისა და სხვა აირების რაოდენობა. ჩამოთვლილი აირები ჰაერში არსებულ ტენთან და წვიმის წყალთან ურთიერთქმედებენ, რის შემდეგაც წარმოიქმნება მჟავური/მჟავა წვიმები. მჟავა წვიმები კლიმატის შეცვლასა და ოზონოსფეროს ტრანსფორმაციასთან ერთად თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური პრობლემაა.

გამოქვეყნებულია: 15-02-2018  |  ნანახია: 22174-ჯერ


  ეკოლოგია  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 2,   23-26

ქიმიური დაცვის საშუალებების როლი სოფლის მეურნეობაში

სალომე აბულაშვილი, მარიკა გაჩეჩილაძე

რეზიუმე: კაცობრიობის რეალური გადარჩენისათვის ბრძოლაში სოფლის მეურნეობის ქიმიზაციისა და გარემოს დაცვის მეცნიერული შესწავლა XXI საუკუნის გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს. მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესები პირდაპირ არის დაკავშირებული სამეურნეო მასშტაბების ზრდასთან, რომლებმაც გამოიწვიეს დედამიწის ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაბინძურების გაზრდა. გარემოსთვის ზიანის მიყენება მნიშვნელოვანწილად განაპირობა სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროცესში მინერალური და ორგანული სასუქებისა და მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების არამიზანმიმართულმა გამოყენებამ. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ნიადაგის, ატმოსფეროს, მცენარეული პროდუქტების, სასმელი და სარწყავი წყლების დაბინძურება სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებებით, რაც ხშირად ადამიანისა და ცხოველების არა მხოლოდ მოწამვლის, არამედ სიკვდილის გამომწვევი მიზეზიც ხდება.

გამოქვეყნებულია: 23-02-2018  |  ნანახია: 5350-ჯერ


  მიმოხილვა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 2,   18-22

ნანოტექნოლოგიები ანუ მომავლის ტექნოლოგიური მიღწევები

ინგა ფუტკარაძე

რეზიუმე: ანოტექნოლოგიები მომავლის ტექნოლოგიაა. იგი მულტიდისციპლინარული დარგია, რომელიც მოიცავს ქიმიას, ბიოლოგიას, ფიზიკას, კომპიუტერულ მეცნიერებებს, მედიცინასა და ინჟინერიას. მისი მთავარი ამოცანა პროცესების მოლეკულურ დონეზე მართვაა, რისი მიზნითად იგი იყენებს უმცირეს ნანონაწილაკებს, რომელთა ზომა 1-დან 100 ნანომეტრამდე მერყეობს. ტექნოლოგიების სფეროში განსაკუთრებით აღსანიშნავია ნანომასალით შექმნილი ჩიპები, პროცესორები და სხვა კომუნიკაციის საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც მეცნიერების ვარაუდით, მსოფლიოში ნანორევოლუცია მოხდება.

გამოქვეყნებულია: 17-02-2018  |  ნანახია: 5286-ჯერ


  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 2,   15-17

ქიმიის როლი მობილურ ტელეფონებში

ნუცა ბაქრაძე

რეზიუმე: დღეისათვის მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობა ყოველდღიურად აქტიურად იყენებს მობილურ ტელეფონებს, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ არა ქიმია, ისინი არც კი იარსებებდნენ. ქიმია მათში საციცოცხლო როლს თამაშობს, რადგან სწორედ ქიმიური ელემენტებისგან შედგება მობილური ტელეფონების სხვადასხვა ნაწილი.

გამოქვეყნებულია: 20-02-2018  |  ნანახია: 4665-ჯერ


  ჰიპოთეზა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 2,   10-14

ჰიპოთეზა: ადამიანი, როგორც ბნელი მატერია

ნიკა გიგაური, თეკლე კენტელაძე

რეზიუმე: ბნელი მატერიის შესახებ არსებული ვარაუდები ერთ საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის, პირველად მის შესახებ აზრი მეოცე საუკუნეში შვეიცარიული წარმოშობის, ამერიკელმა მეცნიერმა გამოთქვა, მეცნიერმა ფრიც ცვიკმა გალაქტიკურ კლასტერებში თვალით უხილავი შემადგენელი ნაწილები აღმოაჩინა. ბნელი მატერიისადმი ინტერესი მას შემდეგ არ დამცხრალა და იგი მუდმივი კვლევის საგანია. მისდამი განხორციელებული ყოველი ახალი აღმოჩენა კაცობრიობას კიდევ უფრო აახლოვებს სამყაროსეულ ამოცანის ამოხსნასთან, რადგან მისი სავარაუდო მოცულობა დაახლოებით ხუთჯერ აღემატება ჩვეულებრივი მატერიის მოცულობას, იმისას, რასაც ადამიანი თვალით ხედავს, თუმცა, წარმოუდგენლად დიდია იმ სივრცის გავლენა, რომლის დანახვაც ადამიანის თვალისთვის შეუძლებელია. ჩვენ სტატიაში, გარდა იმისა, რომ განვიხილავთ თავად ბნელი მატერიის არსს და არსებულ ვარაუდებს მასთან დაკავშირებულს, გვსურს წამოვაყენოთ ერთი ჰიპოთეზა, რომელიც თავის თავში მოიცავს ბნელი მატერიის არსებობისადმი ღრმა რწმენას, ჰიპოთეზა კი შემდეგია - ადამიანი, როგორც ბნელი მატერია.

გამოქვეყნებულია: 19-02-2018  |  ნანახია: 2800-ჯერ


  ეკოლოგია  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 2,   27-30

საფრთხის შემცველი ელექტროენერგია

თინა ლუხუტაშვილი, ელისო ფურელიანი

რეზიუმე: თანამედროვე მსოფლიო ელექტრო ენერგიის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა მისი მოპოვების ყველა გზა უსაფრთხო როდია. ატომური ელექტროსადგურები ბევრი ქვეყნისთვის დენის წარმოების ერთადერთი წყაროა - სწორედ ამიტომ, თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააცნოებიეროს, რომ რადიოაქტიური ნივთიერებები ბევრად მეტ ყურადღებას საჭიროებენ. ტექნიკურმა პროგრესმა, რა თქმა უნდა, შეიძლება დაგვაფიქროს ალტერნატიული წყაროების ძებნაზეც, თუმცა არსებობს ძალიან კარგი შესაძლებლობა, საშიში ნივთიერებები კაცობრიობისთვის სასარგებლოდ გამოიყენებოდეს, ამიტომაც აუცილებელია ამ საკითხისთვის მეტი ყურადღების დათმობა.

გამოქვეყნებულია: 24-02-2018  |  ნანახია: 4609-ჯერ


  მიმოხილვა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 2,   42-44

ქიმიური იარაღი და მისი გამოყენების ისტორია

კახა ყიფიანი, ანანო ზირაქაძე

რეზიუმე: ქიმიური იარაღი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა განხილვის საგანს. იგი პირველად გერმანელებმა გამოიყენეს. ამის შემდეგ, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა იყენებდა მას მტრის გასანადგურებლად. მიუხედავად ჟენევის კონვენციის 1997 წლის დებულებისა, რომელიც ითვალისწინებს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყანა (სირია) დღესაც მოიხმარს მას. მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია თუ რას გულისხმობს ქიმიური იარაღი და როგორ დავიცვათ თავი მისგან.

გამოქვეყნებულია: 09-06-2018  |  ნანახია: 6040-ჯერ


  მიმოხილვა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 2,   31-34

საღებრები კვების ტექნოლოგიისათვის

ალექსანდრე ჩალათაშვილი

რეზიუმე: დღეს, განვითარებული ტექნოლოგიები, შეუზღუდავ შესაძლებლობებს აძლევს ერთის მხრივ მწარმოებლებს, მიიღონ სასურველი ფორმა და ფერი და შექმნან გამორჩეული პროდუქცია და მეორეს მხრივ მომხმარებელს, შეარჩიოს მისთვის სასურველი პროდუქტი. მიუხედავად ამისა, არსებულ შესაძლებლობებს არ ჯერდებიან და მეცნიერები სულ უფრო ინტენსიურად მუშაობენ, რათა შექმნან ახალი საღებრები, რომლებიც იქნება უნიკალური, ეფექტური, მაღალპროდუქტიული, ეკონომიური და რაც ყველაზე მთავარია უსაფრთხო ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

გამოქვეყნებულია: 21-03-2018  |  ნანახია: 4659-ჯერ


  ეკოლოგია  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 2,   35-37

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება საქართველოში

თამარ ჩითინაშვილი

რეზიუმე: ჰაერი გარემოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია და წარმოადგენს ატმოსფეროს აირების ბუნებრივ ნარევს. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ე.წ. ინდუსტრიალიზაციის ეპოქის დადგომასთან ერთად აქტუალური გახდა ატმოსფეროს დაბინძურების პრობლემა მთელ მსოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად 2014 წელს მსოფლიო მასშტაბით ნაადრევი სიკვდილიანობის 7 მილიონი შემთხვევა გამოწვეულია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით.

გამოქვეყნებულია: 23-04-2018  |  ნანახია: 4168-ჯერ


  კვლევა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 2,   38-41

ასკორბინის მჟავას გამოკვლევა ზოგიერთ მცენარეულ ნაყენში, C ვიტამინით მდიდარი არომატიზირებული ღვინის დასამზადებლად

ალექსანდრე ჩალათაშვილი

რეზიუმე: სტატიაში განხილულია მცენარეული ნედლეულის სპირტწყლიან (ღვინის სპირტი) ნაყენებში და არომატიზებულ ღვინოში ასკორბინის მჟავას განსაზღვრის მეთოდი და შედეგები; არომატიზებული ღვინის დამზადების პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს სასიამოვნო და ამავდროულად სასარგებლო პროდუქტის მიღებას ასკორბინის მჟავას შემცველი მცენარეების ნაყენებისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინის ბაზაზე. მოცემულია მიღებული არომატიზებული ღვინის ზოგიერთი ქიმიური ანალიზის და ორგანოლეპტიკური შემოწმების შედეგები.

გამოქვეყნებულია: 05-05-2018  |  ნანახია: 2705-ჯერ


  მიმოხილვა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 2,   38-41

მწვანე ქიმია და მდგრადი განვითარება

ანა გაბისონია, ეკა კაპანაძე*

რეზიუმე: დღეს, დედამიწა გლობალური ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას. დემოგრაფიულმა, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და ა.შ. ფაქტორებმა კაცობრიობას დაანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების იდეა ქიმიაში. მწვანე ქიმიის ან მდგრადი ქიმიის მიზანია მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, ისეთი ქიმიური პროდუქტების შექმნის გზით, რომელიც იქნება უსაფრთხო ადამიანისა და გარემოსთვის. თანამედროვე სამყაროში, მდგრადი განვითარება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. სწორედ მან უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდის ისეთი გეგმის შემუშავება, რომელიც ამავდროულად გაითვალისწინებს ერთის მხრივ, ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენების საკითხებს და მეორეს მხრივ, გარემოსა და ადამიანს მაქსიმალურად დაიცავს ეკოლოგიური საფრთხეებისგან.

გამოქვეყნებულია: 24-05-2018  |  ნანახია: 4381-ჯერ