იერსახე

მეტალური ჰოლმიუმი

ძირითადი თვისებები

იერსახე: მოვერცხლისფერო-თეთრი
Ar (სტანდარ).: 164.930328
Ar (დაყვანლი): 164.93

ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი

ატომური ნომერი: 67
ჯგუფი: -
პერიოდი: 6
ბლოკი: f
ელექტრონული კონფიგურაცია: [Xe] 4f11 6s2
ელექტრონები ორბიტალებზე: 2, 8, 18, 29, 8, 2

ფიზიკური თვისებები

აგრეგატ. ფაზა (ნპ) მყარი
ლღობის ტემპ.,°C 1461
დუღილის ტემპ.°C 2600
სიმკვრივე, გ/სმ3 8.79
კრიტიკული წერტილი:
წვის სითბო: 17.0
აორთლების სითბო: 251
მოლური სითბოთევადობა: 27.15  

ატომის თვისებები

ჟანგვითი რიცხვები: 0, +1, +2, +3 
ელექტოუარყოფითობა: 1.23 
იონიზაცია: I: 581.0 kJ/mol
II: 1140 kJ/mol
III: 2204 kJ/mol 
ატომური რადიუსი: 176  
კოვალენტური რადიუსი: 192±7  

სხვა თვისებები

კრისტალური სტრუქტურა: ჰექსაგნალური 
თერმული გაფართოვება: 11.2 
თერმული გამტარებლობა: 16.2  
ელექტრული წინაღობა: 814  
მაგნიტურობა: პარამაგნიტური 
იუნგის მოდული: 64.8  
ბალკის მოდული: 40.2 

ისტორია

დასახელება:  
აღმოჩენა: ჟაკ ლუი სორე, მარკ დელაფონტენი (1878) 
პირველი სინთეზი:  

ჰოლმიუმი

ჰოლმიუმი არის ქიმიური ელემენტი, რომლის სიმბოლოა Ho , ხოლო ატომური ნომერი - 67. იგი ლანთანიდის სერიის წარმომადგენელი იშვიათ მიწათა ელემენტია.

ჰოლმიუმი პირველად 1878 წელს გამოყვეს შვედმა ქიმიკოსმა პერ თეოდორ კლევმა და მისგან დამოუკიდებლად ჟაკ-ლუი სორეტმა და მარკ დელაფონტენმა სპექტროსკოპიული დაკვირვების წარმოებისას.

ელემენტის სახელი მომდინარეობს ჰოლმიადან, ქალაქ სტოკჰოლმის  ლათინური სახელიდან.

ელემენტური ჰოლმიუმი შედარებით რბილი და ადვილად დამუშავებადი მოვერცხლისფერო-თეთრი მეტალია.

იგი ძალიან რეაქციისუნარიანია, ამიტომ ბუნებაში თავისუფალი სახით არ მოიპოვება. სუფთა სახით გამოყოფის შემდეგ შედარებით სტაბილურია მშრალ ჰაერში ოთახის ტემპერატურაზე. იგი რეაგირებს წყალთან და ადვილად განიცდის კოროზიას. იწვის ჰაერში გაცხელებისას. ჰოლმიუმი გვხვდება მინერალებში მონაზიტში და გადოლინიტში. კომერციულად მიიღება მონაზიტისგან იონების გაცვლის ტექნიკის გამოყენებით.

ბუნებაშიც და ნაერთებშიც ძირითადად  სამვალენტიანი ფორით გვხვდება.  სამვალენტიან ჰოლმიუმის იონებს აქვთ ფლუორესცენტული თვისებები და სხვა მსგავსი თვისების მქონე იშვიათ მიწათა ელემენტების მსგავსად  იყენებენ ლაზერულ ტექნიკასა და მინის შესაღებ საშუალებებში.

ჰოლმიუმს აქვს ყველაზე მაღალი მაგნიტური გამტარობა სხვა ელემენტებთან შედარებით და ამიტომ გამოიყენება ყველაზე ძლიერი სტატიკურ მაგნიტებში. ჰოლმიუმი ასევე გამოიყენება ბირთვულ რეაქტორებში ნეიტრონების ძლიერი შთანთქმის უნარის გამო. 

მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით