დისპროზიუმი
დისპროზიუმი არის ქიმიური ელემენტი, რომლის სიმბოლოა Dy, ხოლო ატომური ნომერი - 66. იგი მიეკუთვნება იშვიათ მიწათა ელემენტების რიგს და წარმოადგენს ვერცხლისებრ, ბრწყინვალე მეტალს.
დისპროზიუმი ბუნებაში არასოდეს გვხვდება თავისუფალი სახით, თუმცა გავრცელებულია სხვადასხვა მინერალში, მაგალითად ქსენოტიმში.
ცნობილია ბუნებრივი დისპროზიუმის შვიდი იზოტოპი, რომელთაგან ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული 164Dy.
პირველად დისპროზიუმი 1886 წელს აღმოაჩინა პოლ ემილ ლეკოკ დე ბუაბოდრანმა, თუმცა მისი სუფთა სახით გამოყოფა ვერ შეძლო. მეტალური დისპროზიუმის მიღება შესაძლებელი გახდა მხოლოდ იონმიმოცვლითი ტექნიკის განვითარების შემდეგ 1950-იან წლებში.
დისპროზიუმს შედარებით მცირე გამოყენება აქვს. მას ძირითადად მიმართავენ მაშინ, როცა სხვა ელემენტით ჩანაცვლება არ ხერხდება. იგი გამოიყენება ბირთვულ რეაქტორებში მაღალი თერმული ნეიტრონების შთანთქმისათვის.
ხსნადი დისპროზიუმის მარილები მსუბუქად ტოქსიკურია, ხოლო უხსნადი მარილები არატოქსიკურად ითვლება.
მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით