ევროპიუმი
ევროპიუმი არის ქიმიური ელემენტი, რომლის სიმბოლოა Eu, ხოლო ატომური ნომერი - 63.
ევროპუმი არის ყველაზე რეაქტიული ლანთანიდი, ამიტომ ინახება ინერტული სითხის ქვეშ ატმოსფერული ჟანგბადისა და ტენიანობისგან დაცვის მიზნით.
ევროპუმი ასევე ყველაზე რბილი ლანთანიდია, რადგან მას შეუძლია დეფორმირება ფრჩხილის დაჭერით. იგი ძალიან ადვილად იჭრება დანით.
ოქსიდის ფენის მოცილებით ჩნდება პრიალა-თეთრი ლითონი.
ევროპიუმი მიღებული იქნა 1901 წელს. სახელი მიენიჭა აღმოჩენის ადგილის (ევროპის კონტინენტი) მიხედვით.
როგორც ლანთანიდების სერიის ტიპიური წევრი, ევროპიუმი ჩვეულებრივ გვევლინება +3 ჟანგვით მდგომარეობაში, თუმცა ზოგიერთ ნაერთში შეუძლია +2 ჟანგვითი რიცხვის გამოვლინებაც.
ევროპიუმს არ აქვს მნიშვნელოვანი ბიოლოგიური როლი და სხვა მძიმე მეტალებთან შედარებით არატოქსიკურია.
ევროპიუმი ძირითადად გამოიყენება ფოსფორესცენციული თვისებების მქონე ნაერთების სახით.
იგი ერთ ერთი იშვიათი ელემენტია იშვიათ მიწათა ელემენტს შორის.
მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით