იერსახე

ძირითადი თვისებები

იერსახე: მეტალური
Ar (სტანდარ).: [145]
Ar (დაყვანლი): 144.91

ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი

ატომური ნომერი: 61
ჯგუფი: -
პერიოდი: 6
ბლოკი: f
ელექტრონული კონფიგურაცია: [Xe] 4f5 6s2
ელექტრონები ორბიტალებზე: 2, 8, 18, 23, 8, 2

ფიზიკური თვისებები

აგრეგატ. ფაზა (ნპ) მყარი
ლღობის ტემპ.,°C 1042
დუღილის ტემპ.°C 3000
სიმკვრივე, გ/სმ3 7.26
კრიტიკული წერტილი:
წვის სითბო: 7.13
აორთლების სითბო: 289
მოლური სითბოთევადობა:  

ატომის თვისებები

ჟანგვითი რიცხვები: +2, +3 
ელექტოუარყოფითობა: 1.13  
იონიზაცია: I: 540 kJ/mol
II: 1050 kJ/mol
III: 2150 kJ/mol 
ატომური რადიუსი: 183  
კოვალენტური რადიუსი: 199  

სხვა თვისებები

კრისტალური სტრუქტურა: ჰექსაგნალური 
თერმული გაფართოვება: 9.0  
თერმული გამტარებლობა: 17.9 
ელექტრული წინაღობა: 0.75  
მაგნიტურობა: პარამაგნიტური 
იუნგის მოდული: 46  
ბალკის მოდული: 33  

ისტორია

დასახელება:  
აღმოჩენა: ჩარლზ კორიელი, ი. მარინსკი, ლ. გლენდენინი (1945) 
პირველი სინთეზი: ჩარლზ კორიელი (1945) 

პრომეთიუმი

პრომეთიუმი არის ქიმიური ელემენტი, რომლის სიმბოლოა  Pm, ხოლო ატომური ნომერი - 61. მისი ყველა იზოტოპი რადიოაქტიურია.  ეს ძალზე იშვიათი ელემენტია. დღეისათვის, მისი მხოლოდ 500–600 გრამია ცნობილი  დედამიწის ქერქში.

პრომეთიუმი მხოლოდ ერთია ორი რადიოაქტიური ელემენტიდან (მეორე ელემენტია ტექნეციუმი), რომლებსაც პერიოდულობის ცხრილში მოსდევს სტაბილური ფორმის ელემენტები.

პრომეთიუმი მიეკუთვნება ლანთანიდების ჯგუფს და ნაერთებში გვხვდება მხოლოდ +3 ჟანგვითი რიცხვით.

 1902 წელს ბოჰუსლავ ბრაუნერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ იყო ნეოდიმიუმსა (60) და სამარიუმს (62) შორის უნდა ყოფილიყო კიდევ ერთი, ჯერ უცნობი ელემენტი შუალედური თვისებებით.  ეს მოსაზრება 1914 წელს  ჰენრი მოსლიმ დაადასტურა, რომელმაც გაზომა ცნობილი ელემენტების  ატომური რიცხვების მნიშვნელობები და აღმოაჩნია, რომ 61-ე ელემენტი არ იყო ცნობილი. 

1926 წელს იტალიელი და ამარიკელი მეცნიერების ორმა ჯგუფმა ერთმანეთიდან დამოუკიდებლად  განხორციელებული კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას აღნიშნეს, რომ გამყვეს ელემენტი ატომური ნომრით 61, თუმცა ორივე "აღმოჩენა" არ დადასტურდა საბოლოოდ.

1938 წელს, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული ბირთვული ექსპერიმენტის დროს, წარმოიქმნა რამდენიმე რადიოაქტიური ნუკლიდი, რომლებიც ნამდვილად არ იყვნენ ნეოდიმი ან სამარიუმის რადიოიზოტოპები, მაგრამ არ არსებობდა ქიმიური მტკიცებულება, რომ წარმოიქმნა 61 ელემენტი და ექსპერიმენტის შედეგები აღმოჩენად არ იქნა აღიარებული.

პრომეთიუმი პირველად მირებული და დახასიათებული იქნა  ოუკ რიჯის ეროვნულ ლაბორატორიაში 1945 წელს, გრაფიტის რეაქტორში დასხივებული ურანის საწვავის გახლეჩის პროდუქტების გამოყოფითა და ანალიზით. აღმოჩენებმა შემოგვთავაზეს სახელი "პრომეთეუმი" (ორთოგრაფია შემდეგ შეიცვალა), რომელიც წარმოიშვა ბერძნული მითოლოგიის ტიტანის პრომეთესგან.

პრომეთიუმის ლითონის ნიმუში გაკეთდა მხოლოდ 1963 წელს.

ბუნებრივი პრომეთიუმის ორი შესაძლო წყარო არსებობს: ბუნებრივი ევროპიუმ -151 (პრომეთიუმ -147 წარმოების) და ურანის (სხვადასხვა იზოტოპები) იშვიათი დაშლა.  

პრაქტიკული გამოყენება ელემენტმა ჰპოვა მხოლოდ პრომეთიუმ -147 ნაერთების სახით  მანათობელი  საღებავების, ატომური ელემენტების ბატარეებისა და სისქის საზომ მოწყობილობებში.  

მიუხედავად იმისა, რომ პრომეთიუმ-145 სტაბილური პრომეთიუმის იზოტოპია, ბუნებაში ძალიან მცირე რაოდენობით მოიპოვება და ამიტომ ძირითადად იღებენ სინთეზური გზით ურან-235-ის (გამდიდრებული ურანის) თერმული ნეიტრონებით დაბომბვით.

მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით