ტანტალი
ტანტალი არის ქიმიური ელემენტი, რომლის სიმბოლოა Ta და ატომური ნომერი - 73.
იგი არის იშვიათი, მტკიცე, მოლურჯო ელფერის მქონე, ძლიერ კოროზიამედეგი მეტალი. ტანტალი განეკთვნება ცეცხლგამძლე ლითონების ჯგუფს და მას ხშირად იყენებენ სპეციალური შენადნობების მომზადებაში.
ტანტალი ქიმიურად პასიური ელემენტია. ამიტომ მას ხშირად იყენებენ პლატინის შემცვლელ ელემენტად ქიმიური სპეციალური ჭურჭლის დასამზადებლად. ტანტალმა გამოყენება ჰპოვა ელექტროტექნიკაშიც, კერძოდ, მობილური ტელეფომების, ვიდეო სათამაშო სისტემების, კომპიუტერების და სხვა მოწყობილობების კოდენსატორების ტექნოლოგიაში.
მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით