იერსახე

მეტალური პრაზეოდიმიუმი

ძირითადი თვისებები

იერსახე: მორუხო-თეთრი
Ar (სტანდარ).: 140.90766
Ar (დაყვანლი): 140.91

ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი

ატომური ნომერი: 59
ჯგუფი: -
პერიოდი: 6
ბლოკი: f
ელექტრონული კონფიგურაცია: [xe]4f3 6s2
ელექტრონები ორბიტალებზე: 2, 8, 18, 21, 8, 2

ფიზიკური თვისებები

აგრეგატ. ფაზა (ნპ) მყარი
ლღობის ტემპ.,°C 935
დუღილის ტემპ.°C 3130
სიმკვრივე, გ/სმ3 6.77
კრიტიკული წერტილი:
წვის სითბო: 6.89
აორთლების სითბო: 331
მოლური სითბოთევადობა: 27.20  

ატომის თვისებები

ჟანგვითი რიცხვები: 0,+1, +2, +3, +4, +5 
ელექტოუარყოფითობა: 1.13 
იონიზაცია: I: 527 kJ/mol
II: 1020 kJ/mol
III: 2086 kJ/mol 
ატომური რადიუსი: 182  
კოვალენტური რადიუსი: 203±7 

სხვა თვისებები

კრისტალური სტრუქტურა: ჰექსაგნალური 
თერმული გაფართოვება: 6.7  
თერმული გამტარებლობა: 12.5 
ელექტრული წინაღობა: 0.700  
მაგნიტურობა:  
იუნგის მოდული: 37.3  
ბალკის მოდული: 28.8  

ისტორია

დასახელება:  
აღმოჩენა: კარლ ფონ ველშბახი (1885) 
პირველი სინთეზი:  

პრაზეოდიმიუმი

პრაზეოდიმიუმი არის ქიმიური ელემენტი, რომლის სიმბოლოა Pr, ხოლო ატომური ნომერი - 59. იგი არის ლანთანიდების სერიის მესამე წევრია და ტრადიციულად ითვლება იშვიათ მიწათა მეტალად.

პრაზეოდიმიუმი არის რბილი, ვერცხლისფერი, ჭედადი და პლასტიკური ლითონი. იგი ასევე ხასიათდება მნიშვნელოვანი მაგნიტური, ელექტრული, ქიმიური და ოპტიკური თვისებებით. პრაზეოდიმიუმი ძალზე რეაქციისუნარიანი ელემენტია, ამიტომ ბუნებაში თავისუფალი სახით არ გვხვდება. სუფთა, მეტალური პრაზეოდიმიუმი ჰაერზე ნელა იფარება მწვანე ოქსიდის ფენით.

პრაზეოდიმიუმი ბუნებრივად გვხვდება სხვა იშვიათ მიწათა მეტალებთან ერთად. იგი იშვიათ მიწათა  ელემენტებს შორის გავრცელების მხრივ მეოთხე ელემენტია. დედამიწის ქერქში მისი შემცველობა 9.1 მნ შეადგენს ბორის მსგავსად.

პრაზეოდიმიუმი პირველა სუფთა სახით 1885 წელს მიიღო ავსტრიელმა ქიმიკოსმა ბარონ კარლ აუერ ფონ ველსბახმა და დაადგინა, რომ 1841 წელს კარლ მონსანდერის მიერ მიღებული ელემენტი დიდიუმი წარმოადგენდა ორი, თვისებებით მსგავსი ელემენტის ნარევს. ამ ელემენტებს მან ნეოდიუმი და პრაზეოდიმიუმი უწოდა. სახელი praseodymium მომდინარეობს ბერძნულიდან,  prasinos (πράσινος) ნიშნავს "მწვანეს" , ხოლო didymos (δίδυμος), "ტყუპს".

 

იშვიათ მიწითა უმეტესი ელემენტების მსგავსად პრაზეოდიმიუმი ყველაზე ხშირად +3 ჟანგვით მდგომარეობაში გვევლინება ნაერთებში. იგი ერთადერთი სტაბილური მდგომარეობაა წყალხსნარებში, თუმცა ზოგიერთ მყარ ნაერთში იგი გვხვდება +4 ჟანგვით მდგომარეობაშიც.  სხვა ლანთანიდებისაგან განსხვავებით, პრაზეოდიმიუმისათვის აღმოჩენილია +5 ჟანგვითი მდგომარეობაც, მაგრამ იგი მიიღწევა მხოლოდ მატრიცის იზოლაციის პირობებში.

პრაზეოდიმიუმის  იონები წყალხსნარებში მოყვითალო – მწვანე ფერს იძლევიან. მისი შეყვანა მინის შემადგენლობაში, მას ასევე ანიჭებს მოყვითალო-მწვანე ელფერს. პრაზეოდიმიუმის ძირითადი სამრეწველო გამოყენებაა  შუქფილტრების წარმოება ყვითელი შუქის გასაფილტრად  სინათლის წყაროებიდან.

მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით