იერსახე

მეტალური ლანთანი

ძირითადი თვისებები

იერსახე: მოვერცხლისფერო-თეთრი
Ar (სტანდარ).: 138.90547
Ar (დაყვანლი): 138.91

ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი

ატომური ნომერი: 57
ჯგუფი: -
პერიოდი: 6
ბლოკი: f
ელექტრონული კონფიგურაცია: [Xe]5d1 6s2
ელექტრონები ორბიტალებზე: 2, 8, 18, 18, 9, 2

ფიზიკური თვისებები

აგრეგატ. ფაზა (ნპ) მყარი
ლღობის ტემპ.,°C 920
დუღილის ტემპ.°C 3464
სიმკვრივე, გ/სმ3 6.162
კრიტიკული წერტილი:
წვის სითბო: 6.20
აორთლების სითბო: 400
მოლური სითბოთევადობა: 27.11  

ატომის თვისებები

ჟანგვითი რიცხვები: 0,+1, +2, +3 
ელექტოუარყოფითობა: 1.10 
იონიზაცია: I: 538.1 kJ/mol
II: 1067 kJ/mol
III: 1850.3 kJ/mol 
ატომური რადიუსი: 187  
კოვალენტური რადიუსი: 207±8 

სხვა თვისებები

კრისტალური სტრუქტურა: ჰექსაგნალური 
თერმული გაფართოვება: 12.1  
თერმული გამტარებლობა: 13.4  
ელექტრული წინაღობა: 615  
მაგნიტურობა: პარამაგნიტური 
იუნგის მოდული: 36.6  
ბალკის მოდული: 27.9  

ისტორია

დასახელება:  
აღმოჩენა: კარლ გუსტავ მოსანდერი (1838) 
პირველი სინთეზი:  

ლანთანი

ლანთან არის ქიმიური ელემენტი, რომლის სიმბოლოა La, ხოლო ატომური ნომერი 57. იგი რბილი, ჭედადი, მოვერცხლისფერო-თეთრი მეტალია, რომელიც ნელა იბურება ჰაერზე. იგი ეპონიმია ლანთანიდების სერიის, რომელიც მოიცავს 15 მსგავსი თვისებების ელემენტს. ლანთანიდების სერია იწყება თვით ლანთანით და მთავრდება ლუტეციუმით.

ლანთანი ტრადიციულად ითვლება იშვიათ მიწათა ელემენტად. მისი ჟანგვის რიცხვი როგორც წესი, არის +3. მას ბიოლოგიური როლი არ გააჩნია ადამიანის ორგანიზმისათვის, თუმცა ზოგიერთ ბაქტერიებში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია. პრაქტიკულად ტოქსიკურობა არ გააჩნია, თუმცა შეენიშნება სუსტი ანტიბაქტერიული თვისებები.

ლანთანი ძირითადად მოიპოვება ცერიუმთან და სხვა იშვიათ მიწათა ელემენტებთან ერთად.  ლანთანი პირველად 1839 წელს აღმოაჩინა შვედმა ქიმიკოსმა კარლ გუსტავ მოსანდერმა ცერიუმის ნიტრატში მინარევის სახით. დასახელებაც აქედან მიიღო. ძველ ბერძნულად λανθάνειν (lanthanein) ნიშნავს ფარულს, უხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ ლანთანი განეკუთვნება იშვიათ მიწათა ელემენტს, იგი დედამიწაზე გავრცელების მიხედვით 28-ე ელემენტია და მისი მარაგები სამჯერ აღემატება რკინის რესურსებს.

ლანთანი პირველად სუფთა სახით 1923 წელს მიიღეს.

ლანთანის ნაერთებს იყენებენ კატალიზატორებად, მინის დანამატებად, ნახშირის რკალური ნათურებისა და სხვა მასალების დასამზადებლად.

 

ფიზიკური თვისებები

ლანთანიდების სერიაში სიმტკიცე იზრდება მარცხიდან მარჯვნივ. შესაბამისად, ლანთანი ამ სერიაში ყველაზე რბილი მეტალია. ოთახის ტემპერატურაზე დენს ცუდად ატარებს. მისი წინაღობა 615 ნΩ-ია. სხვა ლანთანიდების მსგავსად ჰექსაგონალური კრისტალური აღნაგობა აქვს ოთახის ტემპერატურაზე. 310 °C-ზე იგი იცვლის კრისტალურ სტრუქტურას და გადადის წახნაგცენტრირებულ კუბურ, ხოლო 865°C-ზე კი - მოცულობითად ცენტრირებულ კუბურ სტრუქტურაში

მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით