იერსახე

მეტლური სტიბიუმი

ძირითადი თვისებები

იერსახე: მოვერცხლისფერო რუხი მეტალი
Ar (სტანდარ).: 121.760
Ar (დაყვანლი): 121.76

ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი

ატომური ნომერი: 51
ჯგუფი: 15
პერიოდი: 5
ბლოკი: p
ელექტრონული კონფიგურაცია: [Kr] 4d10 5s2 5p3
ელექტრონები ორბიტალებზე: 2, 8, 18, 18, 5

ფიზიკური თვისებები

აგრეგატ. ფაზა (ნპ) მყარი
ლღობის ტემპ.,°C 630.63
დუღილის ტემპ.°C 1635
სიმკვრივე, გ/სმ3 6.697
კრიტიკული წერტილი:
წვის სითბო: 19.79
აორთლების სითბო: 193.43
მოლური სითბოთევადობა: 25.23  

ატომის თვისებები

ჟანგვითი რიცხვები: −3, −2, −1, 0, +1, +2, +3, +4, +5 
ელექტოუარყოფითობა: 2.05 
იონიზაცია: 1st: 834 kJ/mol
2nd: 1594.9 kJ/mol
3rd: 2440 kJ/mol 
ატომური რადიუსი: 140  
კოვალენტური რადიუსი: 139±5 

სხვა თვისებები

კრისტალური სტრუქტურა: რომბული 
თერმული გაფართოვება: 11 
თერმული გამტარებლობა: 24.4 
ელექტრული წინაღობა: 417  
მაგნიტურობა: დიამაგნიტური 
იუნგის მოდული: 55  
ბალკის მოდული: 42 

ისტორია

დასახელება:  
აღმოჩენა: 815 ქ.შ--მდე, არაბი ალქიმკოსები 
პირველი სინთეზი:  

სტიბიუმი

სტიბიუმი  (ლათ. Stibium) აღინიშნება სიმბოლოთი Sb და ელემენტთა პერიოდულობის ცხრილის მე-15 ჯგუფის ელემენტია. მისი ატომური ნომერია 51. სტიბიუმის ატომური მასაა 121.75. მარტივი ნივთიერება სტიბიუმი  მოვერცხლისფო-თეთრი ფერის მოლურჯო ელფერის მქონე, უხეშმარცვლოვანი აღნაგობის მეტალია.  ჰაერზე არ იცვლება. ცნობილია სტიბიუმის ოთხი მეტალური ალოტროპიული მოდიფიკაცია, რომელიც არსებობს სხვადასხვა წნევის დროს და სამი ამორფული მოდიფიკაცია (ფეთქებადი, შავი და ყვითელი ბისმუტი).

 


სტიბიუმის ერთ-ერთი ალქიმიური გამოსახვა

ისტორია

შესაძლოა წარმოდგება ბერძნული ἀντί + μόνος (anti monos)–დან, რაც მიახლოებით ნიშნავს მარტოობის საწინააღმდეგოს, რადგანაც სჯეროდათ, რომ ის ბუნებაში არასდროს არსებობდა სუფთა სახით ან ἀντί + μοναχός (anti monachos)–დან, რაც ნიშნავს ბერის მკვლელს, რადგანაც ბევრი ალქიმიკოსი ბერი იყო და ანთიმონი კი შხამიანია. შესაძლოა ასევე წარმოიშვა ძველეგვიპტური ანთოს ამონისგან (გამოთქმა), რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც „ღვთაება ამონის ყვავილი“.

ელემენტის სიმბოლო Sb ლათინური stibium-დანაა, რომელიც მომდინარეობს ბერძნული στίμμι (stimmi)–დან, რომელიც შესაძლოა ნასესხებია ეგვიპტურიდან ან არაბულიდან.

 

სტიბიუმი ცნობილია უძველესი დროიდან. სტიბიუმს იყენებდნენ ჩვ. წ. აღ. 3000 წლის წინათ. ელემენტის ლათინური დასახელება დაკავშირებულია მინერალთან ”სტიბი”, რომლისგანაც ძველ საბერძნეთში ღებულობდნენ სტიბიუმს .

ძველ ეგვიპტეში უკვე ჩვ. წ. აღ-მდე მე-19 საუკუნეში ფხვნილი სტიბიუმის კაშკაშა (ბუნებრივი Sb2S3) გამოიყენება წამწამების გასამუქებლად. ძველ საბერძნეთში ის ცნობილი იყო, როგორც stími და stíbi. აქედან წარმოიშვა ლათინური stibium. დაახლოებით 12-14 სს. წარმოიშვა დასახელება antimonium. 1789 წელს ა. ლავუაზიემ სტიბიუმი ჩართო ქიმიური ელემენტების სიაში დასახელებით antimoine (თანამედროვე ინგლისური antimony, ესპანური და იტალიური antimonio, ფრანგული Antimoine, გერმანული Antimon). რუსული ”სტიბიუმი” მოდის თურქულიდან ”surme ” - წამწამების გასაშავებელი.

მე-15 საუკუნეში ბერმა ვასილი ვალენტინმა აღწერა სტიბიუმის მიღების პროცესი ტყვიის შენადნობიდან ტიპოგრაფიული შრიფტის ჩამოსხმისათვის. ბუნებრივ გოგირდიან სტიბიუმს მან უწოდა სტიბიუმიანი მინა. შუა საუკუნეებში იყენებდნენ სტიბიუმის პრეპარატებს სამედიცინო მიზნებისათვის, ძირითადად ღებინების გამოსაწვევად: ”პირსასაქმნებელი ქვა” K[C4H2O6Sb (OH)2]·1/2H2O).

 

გავრცელება

სტიბიუმის წარმოშობის ადგილები ცნობილია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ალჟირში, სომხეთში, ტაჯიკისტანში, ბულგარეთში, იაკუტიაში, ფინლანდიაში, ჩინეთში, ყირგიზეთში.

სტიბიუმის საშუალო შემცველობა დედამიწის ქერქში შეადგენს მასით 5´10-3%-ს. მაგმაში და ბიოსფეროში სტიბიუმი გაფანტულია. ცხელი მიწისქვეშა წყლებიდან ის კონცენტრირდება ჰიდროტერმინალურ საბადოებში.

ცნობილია საკუთრივ სტიბიუმის საბადოები, ასევე სტიბიუმვერცხლისწყლიანი, სტიბიუმტყვიის, სტიბიუმოქროს, სტიბიუმვოლფრამის საბადოები. სტიბიუმის 27 მინერალიდან მთავარი სამრეწველო მნიშვნელობა აქვს ანთიმონიტს (Sb2S3). გოგირდთან მსგავსების წყალობით სტიბიუმი მინარევის სახით ხშირად გვხვდება დარიშხანის, ბისმუტის, ნიკელის, ტყვიის, ვერცხლისწყლის, ვერცხლის, და სხვა ელემენტების სულფიდებში.

 

 

იზოტოპები

 ბუნებრივი სტიბიუმი წარმოადგენს ორი იზოტოპის ნარევს: 121Sb (იზოტოპური გავრცელებადობა 57.36%) და 123Sb (42.64 %). ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური იზოტოპებიდან მნიშვნელოვანია  122Sb ნახევარდაშლის პერიოდით 2.8 დღე, 124Sb -ნახევარდაშლის პერიოდით 60.2 დღე და 123Sb ნახევარდაშლის პერიოდით - 2 წელი. ერთადერთი ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანი რადიონუკლიდია 125Sb ნახევარდაშლის პერიოდით 2.76 წელი, ხოლო სტიბიუმის ყველა დანარჩენი იზოტოპისა და იზომერის ნახევარდაშლის პერიოდი არ აღემატება ორ თვეს.

 

სტიბიუმის შავი ალოტროპი

ფიზიკური თვისებები

სტიბიუმი  მოვერცხლისფრო-თეთრი, მოლურჯო ელფერის მქონე მყიფე მეტალია. ნაცრისფერი სტიბიუმი Sb(I) რომბოედრული მესერით ჩვეულებრივ პირობებში მდგრადია. ლღობის ტემპერატურაა Tლღ= 630.5°C, დუღილის ტემპერატურა კი - Tლღ= 1634°C. მისი სიმკვრივეა 6.69გ/სმ3. 5.5გპა-ის დროს ის გადადის კუბურ მოდიფიკაციაში Sb(II), ხოლო 8.5 გპა წნევის პირობებში ჰექსაგონალურში Sb(III), 28გპა-ზე ზევით - Sb(IV).

ნაცრისფერ სტიბიუმს გააჩნია ფენოვანი  სტრუქტურა, სადაც თითოეული Sb-ის ატომი პირამიდულად დაკავშირებულია სამ მეზობელ, ერთ სიბრტყეზე განლაგებულ სტიბიუმის ატომებთან (ატომთა შორის მანძილია 0.288ნმ) და გააჩნია სამი უახლოესი მეზობელი სხვა შრეზე (ატომთა შორის მანძილია 0.338ნმ).

ბუნებრივი მასიური სტიბიუმი ჟანგვის პროდუქტებით

ცნობილია სტიბიუმის სამი ამორფული მოდიფიკაცია. ყვითელი სტიბიუმი წარმოიქმნება ჟანგბადის ზემოქმედებით თხევად სტიბინზე SbH3 და შეიცავს უმნიშვნელო რაოდენობით ქიმიურად დაკავშირებულ წყალბადს. გაცხელების ან დასხივების პირობებში ყვითელი სტიბიუმი გადადის შავ სტიბიუმში (სიმკვრივე 5.3 გ/სმ3), რომლისთვისაც დამახასიათებელია ნახევარგამტარული თვისებები.

SbCl3 ელექტროლიზის დროს, დენის დაბალი სიმკვრივის პირობებში წარმოიქმნება ფეთქებადი სტიბიუმი, რომელიც შეიცავს უმნიშვნელო რაოდენობით ქიმიურად დაკავშირებულ ქლორს (ფეთქდება ხახუნის დროს). შავი სტიბიუმი, უჰაერო არეში 400°C-ზე გაცხელებისას და ფეთქებადი სტიბიუმი ხახუნისას გარდაიქმნებიან მეტალურ ნაცრისფერ სტიბიუმად. მეტალური სტიბიუმი Sb(I) - ნახევარგამტარია. ოთახის ტემპერატურაზე მეტალური სტიბიუმი ძალიან მყიფეა და როდინში ადვილად იფქვება ფხვნილის სახით, 310°C-ზე ზევით პლასტიკურია, ასევე პლასტიკურია მაღალი სისუფთავის სტიბიუმის მონოკრისტალები.

 

ქიმიური თვისებები

ზოგიერთ მეტალებთან სტიბიუმი წარმოქმნის ანთიმონიდებს: კალას SnSb, ნიკელის Ni2Sb3, NiSb, Ni5Sb2 და Ni4Sb. ბისმუტი არ ურთიერთქმედებს მარილმჟავასთან, ფთორწყალბადმჟავასა და გოგირდმჟავასთან.

კონცენტრირებულ აზოტმჟავასთან ურთიერთქმედებისას ის წარმოქმნის ცუდად ხსნად ბისმუტმჟავას HSbO3:

3 Sb + 5 HNO3 → 3 HSbO3 + 5 NO + H2O

სტიბიუმის მჟავების ზოგადი ფორმულაა Sb2O5·nH2O. კონცენტრირებულ H2SO4 -თან სტიბიუმი ურთიერთქმედებს სტიბიუმ (III) სულფატის წარმოქმნით Sb2(SO4)3:

2 Sb + 6 H2SO4  → Sb2(SO4)3 + 3 SO2 + 6H2O

სტიბიუმი მდგრადია ჰაერზე 600 °C. შემდგომი გაცხელებით იჟანგება Sb2O3-მდე.

4 Sb + 3 O2  → 2 Sb2O3

სტიბიუმ (III) ოქსიდს ახასიათებს ამფოტერული თვისებები და ურთიერთქმედებს ტუტესთან და მჟავასთან.

Sb2O3 + 6 NaOH + 3H2O  → 2 Na3[Sb (OH)6]

Sb2O3 + 6HCl  → 2 SbCl3 + 3 H2O

ჟანგბადის არეში Sb2O3-ის გაცხელებით 700 °C-ზე ზევით წარმოიქმნება შემდეგი შემადგენლობის ოქსიდი Sb2O4:

2 Sb2O3 + O2  → 2 Sb2O4

ეს ოქსიდი ერთდროულად შეიცავს Sb(III) და Sb (V). მის სტრუქტურაში გვერდიგვერდ გაერთიანებულია ოქტაედრული დაჯგუფებები [Sb(III)O6 ] და [Sb(V)O6].

სტიბიუმის მჟავების ფრთხილი გაუწყლოებისას წარმოიქმნება სტიბიუმის პენტაოქსიდი Sb2O5.

2 HSbO3  → Sb2O5 + H2O

რომელიც ავლენს მჟავა თვისებებს

Sb2O5 + 6 NaOH  →2 Na3SbO4 + 3 H2O

და წარმოადგენს დამჟანგველს

Sb2O5 + 10 HCl  → 2 SbCl3 + 2 Cl2 + 5 H2O

სტიბიუმის მარილები ადვილად ჰიდროლიზდება. ჰიდროქსომარილების წარმოქმნა იწყება pH 0.5-0.8 შუალედში  Sb(III)-თვის და pH 0.1 Sb(V)-თვის. ჰიდროლიზის პროდუქტის შემადგენლობა დამოკიდებულია თანაფარდობაზე მარილი/წყალი და რეაგენტის შეტანის თანმიმდევრობაზე:

SbCl3 + H2O  → SbOCl + 2 HCl

4 SbCl3 + 5 H2O  → Sb4O5Cl2 + 10 HCl

ფთორთან სტიბიუმი წარმოქმნის პენტაფთორიდს SbF5. მისი ურთიერთქმედებით ფთორწყალბადმჟავასთან HF წარმოიქმნება ძლიერი მჟავა H[SbF6].

სტიბიუმის ფხვნილის შეტანისას ქლორის არეში ის იწვის და წარმოქმნის პენტაქლორიდისა SbCl5 და ტრიქლორიდის SbCl3 ნარევს.

2 Sb + 5 Cl2  →2 SbCl5,

2 Sb + 3 Cl2  →2 SbCl3

სტიბიუმი ბრომთან და იოდთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის SbI3 და SbBr3.

2 Sb + 3 I2  →2 SbI3

SbBr3  უფერო კრისტალური ნაერთია, რომელსაც პრაქტიკული გამოყენება არა აქვს. გვხვდება SbI3-ის სამი მოდიფიკაცია, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ტრიგონალური. ღებულობენ სტიბიუმის იოდთან დაფქვით.

გოგირდწყალბადმჟავას ზემოქმედებით Sb (III)-ისა და Sb (V)-ის მარილების წყალხსნარებზე წარმოიქმნება მოწითალო-ნარინჯისფერი სტიბიუმის ტრისულფიდი Sb2S3 ან ნარინჯისფერი პენტასულფიდი Sb2S5, რომლებიც ურთიერთქმედებენ ამონიუმის სულფიდთან (NH4)2S:

Sb2S3 + 3 (NH4)2S  →2 (NH4)3SbS3

Sb2S5 + 3 (NH4)2S  →2 (NH4)3SbS4

წყალბადის ზემოქმედებით Sb -ის მარილებზე გამოიყოფა გაზი სტიბინი SbH3:

SbCl3 + 4 Zn + 5HCl  → 4 ZnCl2 + SbH3 + H2

სტიბინი გაცხელებით იშლება Sb და H2

მიღებულია სტიბიუმის ორგანული ნაერთები, სტიბინის წარმოებულები. მაგალითად, Sb(CH3)3:

2 SbCl3 + 3 Zn (CH3)2  → 3 ZnCl2 + 2 Sb (CH3)3

 

მიღება

სტიბიუმს ღებულობენ სტიბიუმის სულფიდის Sb2S3 შელღობით რკინასთან:

Sb2S3 + 3 Fe → 2 Sb + 3 FeS

სულფიდის დაწვითა და შემდგომ მიღებული ოქსიდის ნახშირით აღდგენით.

Sb2S3 + 5O2 → Sb2O4 + 3SO2

Sb2O4 + 4 C → 2 Sb + 4 CO

სუფთა სტიბიუმს (99.9%) ღებულობენ ელექტროლიტური რაფინირებით. სტიბიუმის გამოწვილვა ხდება აგრეთვე ტყვიის კონცენტრატებიდან, რომელიც მიღებულია პოლიმეტალური მადნების დამუშავებისას.

 

გამოყენება

სტიბიუმი სულ უფრო მეტად გამოიყენება ნახევარგამტარების წარმოებაში დიოდების, ინფრაწითელი დეტექტორების, მოწყობილობები ჰოლის ეფექტით წარმოების დროს. არის კომპონენტი ტყვიის შენადნობების, რომელიც ზრდის მის სიმაგრეს და მექანიკურ სიმტკიცეს. გამოყენების სფერო მოიცავს:

კალასა და სპილენძთან ერთად სტიბიუმი წარმოქმნის მეტალურ შენადნობს - ბაბიტი (ანტიფრიქციული შენადნობი), რომელსაც ახასიათებს ანტიფრიქციული თვისებები და გამოიყენება სრიალის საკისრებში. სტიბიუმი ემატება მეტალებს, რომელიც განკუთვნილია ნატიფი სხმულისათვის.

სტიბიუმის ნაერთები ოქსიდების, სულფიდების, ნატრიუმის ანთიმონატისა და სტიბიუმის ტრიქლორიდის სახით გამოიყენება ცეცხლგამძლე ნაერთების, კერამიკული ემალის, მინის, საღებავების და კერამიკული ნაკეთობების საწარმოებლად. ბისმუტის ტრიოქსიდი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან სტიბიუმის ნაერთს და ძირითადად იყენებენ ცეცხლგამძლე კომპოზიციებში. სტიბიუმის სულფიდი წარმოადგენს ერთ-ერთ ინგრედიენტს ასანთის თავებში.

ბუნებრივი სტიბიუმის სულფიდს, სტიბნიტს, იყენებდნენ ბიბლიურ დროში მედიცინაში და კოსმეტიკაში. სტიბნიტი დღესაც გამოიყენება ზოგიერთ განვითარებად ქვეყნებში, როგორც წამალი.

 

ბიოლოგიური როლი

სტიბიუმი მიეკუთვნება მიკროელემენტებს, ადამიანის ორგანიზმში მისი შემცველობა შეადგენს 10–6 მასურ %-ს.  შედის ცოცხალ ორგანიზმებში, თუმცა მისი ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური როლი ჯერ არ არის დადგენილი.

სტიბიუმის შემცველობა (100გ მშრალ ნივთიერებაზე) მცენარეებში შეადგენს 0.006 მგ-ს, ზღვის ცხოველებში 0.02 მგ, ხმელეთის ცხოველებში 0.0006 მგ-ს. ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში სტიბიუმი ხვდება სასუნთქი ორგანოებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით. გამოიყოფა ძირითადად ფეკალური მასის სახით, უმნიშვნელო რაოდენობით კი - შარდის.

სტიბიუმი შერჩევით აკუმულირდება ფარისებურ ჯირკვალში, ღვიძლში და ელენთაში. მისი დაგროვება ფარისებურ ჯირკვალში იწვევს მისი ფუნქციის შეფერხებას და ენდემურ ჩიყვს. თუმცა, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სტიბიუმის ნაერთების მოხვედრა არ იწვევს მოწამვლას, რადგანაც Sb (III)-ის მარილები იქ განიცდის ჰიდროლიზს და წარმოქმნის მცირედხსნად პროდუქტებს. ერითროციტებში უპირატესად გროვდება სტიბიუმი ჟანგვის ხარისხით +3, სისხლის პლაზმაში - ჟანგვის ხარისხით +5. სტიბიუმის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია არის 10-5 - 10-7 გ /100გ მშრალ ქსოვილზე. უფრო მაღალი კონცენტრაციის დროს ეს ელემენტი აპასიურებს რიგ ფერმენტებს, ლიპიდური, ნახშირწყლების და ცილის მიმოცვლას (შედეგად შესაძლებელია სულფჰიდრილური ჯგუფების ბლოკირება).

სტიბიუმის და მისი ნაერთები არის მომწამვლელი. მოწამლვა შესაძლებელია სტიბიუმის შენადნობების წარმოებისას და სტიბიუმის საბადოების კონცენტრატის გამოდნობის დროს. მწვავე მოწამვლის დროს ადგილი აქვს  ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი აპკის, თვალის, ასევე კანის გაღიზიანებას. შეიძლება განვითარდეს დერმატიტი, კონიუქტივიტი და ა.შ. სტიბიუმის მტვერი და ორთქლი იწვევს ცხვირიდან სისხლდენას, პნევმოსკლეროზს, ასევე იწვევს სქესობრივი ფუნქციის დარღვევას, აზიანებს კანს.

 

მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით