იერსახე

ვანადიუმი მიკროსკოპის ქვეშ

ძირითადი თვისებები

იერსახე: მოლურჯო-მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი მეტალი
Ar (სტანდარ).: 50.9415
Ar (დაყვანლი): 50.94

ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი

ატომური ნომერი: 23
ჯგუფი: 5
პერიოდი: 4
ბლოკი: d
ელექტრონული კონფიგურაცია: [Ar] 3d3 4s2
ელექტრონები ორბიტალებზე: 2, 8, 11, 2

ფიზიკური თვისებები

აგრეგატ. ფაზა (ნპ) მყარი
ლღობის ტემპ.,°C 2183
დუღილის ტემპ.°C 3680
სიმკვრივე, გ/სმ3 6.11
კრიტიკული წერტილი:
წვის სითბო: 21.5
აორთლების სითბო: 444
მოლური სითბოთევადობა: 24.89  

ატომის თვისებები

ჟანგვითი რიცხვები: −3, −1, 0, +1, +2, +3, +4, +5 
ელექტოუარყოფითობა: 1.63 
იონიზაცია: I: 650.9 kJ/mol
II: 1414 kJ/mol
III: 2830 kJ/mol 
ატომური რადიუსი: 134  
კოვალენტური რადიუსი: 153 

სხვა თვისებები

კრისტალური სტრუქტურა: კუბური, მოცულობით ცენტრირებული 
თერმული გაფართოვება: 8.4  
თერმული გამტარებლობა: 30.7 
ელექტრული წინაღობა: 197 
მაგნიტურობა: პარამაგნიტური 
იუნგის მოდული: 128  
ბალკის მოდული: 160  

ისტორია

დასახელება: სკანდინავიური მითოლოგიური გმირი ,,ვანადი“ 
აღმოჩენა: ანდრეს დელ რიო (1801) 
პირველი სინთეზი: ჰენრი როსკო (1867) 

ვანადიუმი

ვანადიუმი ელემენტთა პერიოდულობის ცხრილის მეხუთე ჯგუფის, მეოთხე პერიოდის ელემენტია. მისი სიმბოლოა V (ლათ. Vanadium), ხოლო ატომური ნომერი - 23. ვანადიუმი - პლასტიური მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი მეტალია, რომელიც მდგრადია წყლისა და მრავალი მჟავას მოქმედების მიმართ.

 

ისტორია

ვანადიუმი წარმოქმნის ლამაზი შეფერილობის ნაერთებს და სწორედ აქედან არის ელემენტის დასახელებაც, რომელიც დაკავშირებულია სკანდინავიური მითოლოგიური გმირის ,,ვანადისა”, სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთის „ფრეის“ სახელთან (ძველ ისლანდიურ ენაზე Vanadís - ვანადის).

1830 წ. ვანადიუმს სახელია მიანიჭა სეფსტრემ (შვედეთი).

მოდელი T-ს შასი  დამზადებული იყო ვანადიუმის შემცველ ფოლადით

მინერალოგიის პროფესორმა ანდერს მანუელ დელ რიომ ტყვიის მადნებში აღმოაჩინა ახალი მეტალი და საზოგადოებას შესთავაზა სახელით ”პანქრომატული” მისი ნაერთების ფერთა ფართო დიაპაზონის გამო, თუმცა  შემდეგ მანვე შეცვალა დასახელება ”ერითრონიუმად” (ბერძნულიდან erythros - წითელი) მისი ნაერთების წითელი ფერის გამო. სამწუხაროდ, დელ რიოს არ ჰქონდა ავტორიტეტი ევროპის სამეცნიერო საზოგადოებაში და ევროპელ ქიმიკოსებს ეჭვი შეეპარათ მის შედეგებში. შემდეგ მან თვითონ დაკარგა რწმენა თავისი აღმოჩენის შესახებ და განაცხადა, რომ მან აღმოაჩინა არა ახალი ელემენტი, არამედ ქრომის ნაირსახეობა - ტყვიის ქრომატი. ეს უკანასკნელი  აღმოჩენილ იყო ოთხი წლით ადრე და ჯერ კიდევ არ იყო შესწავლილი. 1830 წელს მექსიკური მინერალით დაინტერესდა გერმანელი ქიმიკოსი ფ. ველერი, თუმცა ფთორწყალბადმჟავით მოწამვლის შემდეგ, მან რამდენიმე თვით შეწყვიტა კვლევა. იმავე წელს შვედმა ქიმიკოსმა ნილს გაბრიელ სეფსტრემ მიაქცია ყურადღება რკინის მადანში დაგროვილი მინარევის რაოდენობას, რომელთა შემადგენლობაში სხვა ცნობილ ელემენტებს შორის იყო რაღაც ახალი ნივთიერება. ი. ბერცელიუსის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ აღმოჩენილი იყო ახალი ელემენტი. 1831 წელს ველერმა დაამტკიცა თანასწორობა ერითრონიუმსა და ვანადიუმს შორის, თუმცა ელემენტს შეუნარჩუნდა ის დასახელება, რომელიც მას მისცა სეფსტრემ და ბერცელიუსმა - ვანადიუმი.

 

გავრცელება

ვანადინიტი

ელექტროქიმიურად გამდიდრებული ვანადიუმის კრისტალები (99,9%)

ვანადიუმი მიეკუთვნება გაფანტულ ელემენტებს და ბუნებაში ის თავისუფალი სახით არ გვხვდება. ვანადიუმის შემცველობა დედამიწის ქერქში შეადგენს 1.6 ×10−2 % მასით, ოკეანის წყლებში 3 ×10−7 %. მნიშვნელოვანი მინერალებია: პატრონიტი V(S2)2, ვანადინიტი Pb5(VO4)2Cl და ზოგიერთი სხვა. ვანადიუმის მიღების ძირითადი წყარო არის რკინის მადანი, რომელიც შეიცავს ვანადიუმს მინარევის სახით.

ცნობილია ვანადიუმის საბადოები პერუში, კოლორადოში, აშშ-ში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ფინლანდიაში, ავსტრალიაში, სომხეთში და რუსეთში.

 

იზოტოპები

ბუნებრივი ვანადიუმი შედგება ორი იზოტოპისაგან: სუსტად რადიოაქტიური 59V (იზოტოპური გავრცელება 0.25%) და სტაბილური 51V (99.75 %). ვანადიუმ-50 ნახევარდაშლის პერიოდია 1.5 ×1017 წელი, ე.ი. ყველა პრაქტიკული მიზნებისათვის ის შეიძლება ჩაითვალოს სტაბილურად, ეს იზოტოპი უშუალოდ ელექტრონების წართმევის დროს 83% შემთხვევაში გარდაიქმნება 59Ti, ხოლო 17% შემთხვევაში განიცდის ბეტა-მინუს-დაშლას, გარდაიქმნება 59Cr-ში. ცნობილია 24 ხელოვნური რადიოაქტიური იზოტოპი ვანადიუმისა მასური რიცხვით 40-დან 65-მდე (ასევე 5 მეტასტაბილური მდგომარეობა). მათ შორის ყველაზე სტაბილურია 49V (T1/2=337 დღე) და 48V (T1/2=15.974 დღე).

 

 

ფიზიკური თვისებები

ვანადიუმი არის პლასტიური, მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი მეტალი, გარეგნულად ჰგავს ფოლადს. მისი კრისტალური მესერი კუბური მოცულობითად ცენტრირებულია.  Tლღ = 1920°C, Tდუღ = 3400°C, სიმკვრივე  6.11გ/სმ3. ჰაერზე 300°C-ზე ზევით გაცხელებისას ვანადიუმი ხდება მყიფე. ჟანგბადის, წყალბადის და აზოტის მინარევები მკვეთრად ამცირებს ვანადიუმის პლასტიურობას და ზრდის მის სიმტკიცესა და სიმყიფეს.

 

მიღება

 

რკინის მადნიდან ვანადიუმის მისაღებად, ჯერ ამზადებენ კონცენტრატს, რომელშიც ვანადიუმის შემცველობა აღწევს 8 -16%. შემდგომ ჟანგვითი დამუშავებით ვანადიუმი გადაჰყავთ ნაერთში, სადაც მისი ჟანგვის ხარისხია +5 და გამოყოფენ წყალში ადვილად ხსნად ნატრიუმის ვანადატს NaVO2. ხსნარის გოგირდმჟავით შემჟავებისას გამოიყოფა ნალექი, რომელიც გაშრობის შემდეგ შეიცავს 90%-ზე მეტ ვანადიუმს.

პირველად კონცენტრატს აღადგენენ ღუმელებში (ბრძმედი) და ღებულობენ ვანადიუმის კონცენტრატს, რომელსაც შემდგომ იყენებენ ვანადიუმისა და რკინის შენადნობის გამოდნობის დროს - ე.წ. ფეროვანადიუმი (შეიცავს 35-დან 80%-მდე ვანადიუმს). მეტალური ვანადიუმი შესაძლებელია მივიღოთ ვანადიუმის ქლორიდის წყალბადით აღდგენით, ვანადიუმის ოქსიდების (V2O5 ან V2O2) კალცითერმული აღდგენით, VI2 თერმული დისოციაციით და სხვა მეთოდებით.

 

ქიმიური თვისებები

ვანადიუმის სხვადასხვა ჟანგვითი მდგომარეობა: +2 (იისფერი), +3 (მწვანე), +4 (ლურჯი) და
+5 (ყვითელი).

 

ვანადიუმი ქიმიურად საკმაოდ ინერტულია. ის მდგრადია ზღვის წყლის, განზავებული მარილმჟავას, აზოტმჟავას და გოგირდმჟავას ხსნარების და ტუტეების ზემოქმედების მიმართ.

ჟანგბადთან ვანადიუმი წარმოქმნის რამდენიმე ოქსიდს: VO, V2O2, VO2,V2O5.

V2O5 ნარინჯისფერი მჟავა ოქსიდია, VO2 მუქი ლურჯი ფერის ამფოტერული ოქსიდია, ხოლო ვანადიუმის დანარჩენი ოქსიდები - ფუძეებია. ვანადიუმის ჰალოგენიდები განიცდიან ჰიდროლიზს. ვანადიუმი ჰალოგენებთან წარმოქმნის საკმაოდ აქროლად ჰალოგენიდებს შემადგენლობით VX2 (X = F, Cl, Br, I), VX2, VX4 (X = F, Cl, Br), VF5 და რამდენიმე ოქსიჰალოგენიდს (VOCl, VOCl2, VOF2 და სხვა). ცნობილია ვანადიუმის შემდეგი ოქსიდები:

 

ვანადიუმის ნაერთები, რომელშიც ვანადიუმის ჟანგვითი რიცხვია +2 და +3 - ძლიერი აღმდგენელებია, ხოლო ჟანგვითი რიცხვით +5 ავლენენ დამჟანგველის თვისებას. ცნობილია ცეცხლგამძლე ვანადიუმის კარბიდი VC (Tლღ  2800°C), ვანადიუმის ნიტრიდი VN, ვანადიუმის სულფიდი V2S5, ვანადიუმის სილიციდი V2Si და ვანადიუმის სხვა ნაერთები.

V2O5-ის ურთიერთქმედებისას ფუძე ოქსიდებთან წარმოიქმნება ვანადატები - HVO2 შემადგენლობის, ვანადმჟავას მარილები.

 

გამოყენება

ვანადიუმის შემცველი ფოლადისაგან დამზადებული ხელსაწყო-იარაღები

ასციდია შეიცავს ვანადიუმს ვანაბინის სახით

 

სოკო Amanita muscaria შეიცავს ამავადინს.

ვანადიუმის წარმოების 80% გამოყენებას პოულობს შენადნობებში, ძირითადად უჟანგავი და ინსტრუმენტალური ფოლადებისთვის. ვანადიუმს იყენებენ მაღალხარისხოვანი ფოლადის მისაღებად.

კატალიზატორები

ვანადიუმის ოქსიდს  V2O5 იყენებენ, როგორც ეფექტურ კატალიზატორს, მაგ., გოგირდის დიოქსიდის SO2 ჟანგვისას გოგირდის ტრიოქსიდამდე SO3 გოგირდმჟავას წარმოების დროს, ასევე ნედლი ნავთობის კრეკინგის დროს.

ვანადიუმის ნაერთები გამოყენებას პოულობენ მრეწველობის სხვადასხვა დარგში.

ატომურ-წყალბადური ენერგია

ვანადიუმის ქლორიდი გამოიყენება წყლის თერმოქიმიური დაშლისას ატომურ-წყალბადურ ენერგიაში. (ვანადიუმ-ქლორიდის ციკლი "ჯენერალ მოტორსი", აშშ).

დენის ქიმიური წყარო

ვანადიუმის პენტაოქსიდი ფართოდ გამოიყენება დადებითი ელექტროდის (ანოდის) სახით მძლავრ ლითიუმის ბატარეებში და აკუმულატორებში. ვერცხლის ვანადატი გამოიყენება სარეზერვო ბატარეებში კათოდის სახით.

 

ბიოლოგიური თვისებები

დადგენილია, რომ ვანადიუმი ანელებს ცხიმოვანი მჟავების სინთეზს, თრგუნავს (ახშობს) ქოლესტერინის წარმოქმნას. ვანადიუმი ინჰიბირებას უწევს რიგ ფერმენტულ სისტემებს, აფერხებს ფოსფორილირებას და ატფ-ს სინთეზს. ამცირებს კოფერმენტების А და Q-ს დონეს, სტიმულს აძლევს მონოამინოოქსიდაზისა და ჟანგვითი ფოსფორილირების აქტიურობას. ასევე ცნობილია, რომ შიზოფრენიის დროს ვანადიუმის შემცველობა სისხლში მნიშვნელოვნად იზრდება.

ვანადიუმი მუდმივად იმყოფება უმნიშვნელო რაოდენობით ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედში. მცენარეებში მისი შემცველობა (0.1 – 0.2%) მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ცხოველებში (1×10-5 - 1×10-4 %). ზღვის ზოგიერთი ორგანიზმებს მაგ. მოლუსკებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი რაოდენობით ვანადიუმის კონცენტრირება.

ვანადიუმის ჭარბი რაოდენობის ორგანიზმში მოხვედრა ჩვეულებრივ დაკავშირებულია ეკოლოგიურ და სამრეწველო ფაქტორებთან. ვანადიუმის ტოქსიკური დოზის მწვავე ზემოქმედებისას მუშებს აღენიშნებათ კანის ადგილობრივი და თვალის ლორწოვანი გარსის, ზედა სასუნთქი გზების ანთებითი რეაქცია, ლორწოს დაგროვება ბრონქებში.

წარმოიქმნება სისტემური ალერგიული რეაქციები ასთმის და ეგზემის ტიპის, ასევე ლეიკოპენია და ანემია, რომელსაც თან ახლავს ორგანიზმის ძირითადი ბიოქიმიური პარამეტრების დარღვევა.

ცხოველებში ვანადიუმის შეყვანისას (დოზებში 25-50 მკგ/კგ) შეინიშნება ზრდის პროცესის შენელება, დიარეა და სიკვდილიანობის ზრდა.

როგორც ჩანს ვანადიუმი მონაწილეობს ქსოვილების ზოგიერთ ჟანგვით პროცესებში. ადამიანის კუნთის ქსოვილები შეიცავს 2×10-6 % ვანადიუმს, ძვლის ქსოვილი - 0,35×10-6 %, სისხლი - 2×10-4 მგ/მლ-ზე ნაკლებს. მთლიანად, საშუალო ადამიანის ორგანიზმში (მასით 70კგ) 0.11 მგ ვანადიუმია.

მიკროელემენტების კონცენტრაცია ორგანიზმის ქსოვილებში ბევრად ნაკლებია, ვიდრე ტიპიური ელემენტებისა (კალციუმი და ფოსფორი). ამჟამად დადგენილია, რომ 14 მიკროელემენტი აუცილებელია (შეუცვლელია) ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ესენია: რკინა, იოდი, სპილენძი, თუთია, მაგნიუმი, კობალტი, მოლიბდენი, ფთორი, ვანადიუმი და სხვ.

ვანადიუმი და მისი ნაერთები საკმაოდ ტოქსიკურია. ტოქსიკური დოზა ადამიანისათვის არის 0.25მგ, ლეტალური დოზა - 2-4მგ. ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია V2O5-სათვის ჰაერში არის 0.1 – 0.5მგ/მ3.

 

მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით