საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

მოგესალმებით

საორგანიზაციო კომიტეტი მოხარულია მოგიწვიოთ  რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად თემაზე "ბუნებრივი და სინთეზური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები", რომელიც ჩატარდება 2010 წლის 30 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.

კონფერენციის მიზანია მოსმენილ იქნეს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა სფეროში წარმოებული სამეცნიერო–კვლევითი სამუშაოები; მოხდეს გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთანამშრომლობის დამყარება, მიმდინარე კვლევების კოორდინირება; დაისახოს ქვეყნისათვის საჭირო შედეგების ფარმაკოქიმიის დარგში გამოყენების პერსპექტივები.

 

საორგანიზაციო კომიტეტის სახელით
პროფ. ეთერ ქემერტელიძე
საქ. მეცნ. ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი

 

 

 

 

 

 

 

 

 

   

 

ბმულები

ვებ დიზაინი: ე.ელიზბარაშვილი – elizbarashvili@gtu.ge