საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

კონფერენციის მასალების მომზადება

ჩამოტვირთეთ დასაბეჭდი ვერსია: *.DOC  |  *.PDF

თეზისის შაბლონი – *.DOT

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება თეზისების კრებულში. თეზისები  გაფორმებული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:

თეზისების  წარმოდგენა შეიძლება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

მანუსკრიპტი ფორმდება A4 ფორმატის თაბახზე.
ქართული შრიფტი – AcadNusx
რუსული და ინგლისური შრიფტი – Calibra ან Times New Roman
შრიფტის ზომად – 11 პუნქტი,
ინტერვალი – 1.5 პუნქტი.

მანუსკრიპტის საერთო მოცულობა – (1-2 გვერდი).

მინდორი – 30 მმ (მარცხნივ), 25 მმ (მარჯვნივ), 25 მმ (ზევით), 25 მმ (ქვევით)

მანუსკრიპტი უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს:

სათაური
ავტორები
მისამართი
ტექსტი
გამოყენებული ლიტერატურა

სათაური

სათაური უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მოკლე, მაგრამ იმავდროულად ზუსტად უნდა ასახავდეს ნაშრომის შინაარს. შრიფტი AcadMtav, ზომა – 14 პუნქტი, მუქი, მოხაზულობა – ჩვეულებრივი.

ავტორები

გვარი, ინიციალი. კორესპონდენტი ავტორი მიეთითება ვარსკვლავით („*“).

შრიფტი AcadNusx, ზომა – 12 პუნქტი, მუქი, მოხაზულობა –ჩვეულებრივი.

ნიმუში: ა.გიორგობიანი, ბ. ქავთარაძე*

მისამართი

მისამართი სრულად უნდა იყოს მითითებული.

შრიფტი AcadNusx, ზომა – 10 პუნქტი, ჩვეულებრივი, მოხაზულობა – დახრილი.

ნიმუში: ქიმიური ტექნოლოგიის დეპარტამენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 77 კოსტავას ქ., თბილისი, 0175, საქართველო, avtori@gtu.ge.

სხვადასხვა ორგანიზაციის ავტორები მიეთითოს ლათინური ანბანით.

ნიმუში:

ა.გიორგობიანიa, შ. სამსონიაb, ბ. ქავთარაძეa*

a* ქიმიური ტექნოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დეპარტამენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 77 კოსტავას ქ., თბილისი, 0175, საქართველო, avtori@gtu.ge.

b ქიმიის დეპარტამენტი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 3 ი. ჭავჭავაძის გამზ., თბილისი, საქართველო, avtori_1@tsu.ge

ტექსტი

შრიფტი AcadNusx, ზომა – 11 პუნქტი, ჩვეულებრივი, მოხაზულობა –ჩვეულებრივი.

სიმბოლოები

 ტექსტების გაფორმებისას გამოყენებული უნდა იქნეს შრიფტი „Symbol“.

ათწილადებში მეათედის ნიშნად გამოიყენება წერტილი „ . “

 

მათემატიკური ფორმულები

მათემატიკური ფორმულები შესრულებული უნდა იქნეს MS Word-ის მათემატიკური ფორმულის რედაქტორის საშუალებით. სიმბოლოების შრიფტი Calibra ან Times New Roman, ზომა - 11 პუნქტი.

ქიმიური ფორმულები

სტრუქტურული ფორმულები და რეაქციის სქემები შესრულებულ უნდა იქნეს რედაქტორების ChemSketch ან ISIS Draw-ს საშუალებით. აღნიშნული პროგრამების უფასო ვერსიები შეიძლება ჩამოტვირთული იქნეს მათი ოფიციალური ვებ-გვერდებიდან. http://www.acdlabs.com/download/ და www.mdl.com

სტრუქტურული ფორმულების აგებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ACS-სტილი, რომელიც მოიცავს:

შრიფტის ზომა - 10 პუნქტი
ბმის სიგრძე - 5.1 მმ
ბმის ტიპი - 0.7 pt

ნახაზები, დიაგრამები

ნახაზები და დიაგრამები - შეძლებისდაგვარად მცირე ზომის, ჩარჩოში მოთავსებული.
რეკომენდირებული ზომა – (70-80)x(70-80) მმ.

ელექტრონულად აგებული გრაფიკები შენახული უნდა იქნეს გრაფიკული ფაილის ფორმატში: TIFF, Jpg, PDF მინიმალური რეზოლუციით 300 dpi.

განზომილებები

ფიზიკური სიდიდეების განზომილებებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ SI ერთეულები. განზომილების ერთეული მისი რიცხვითი მნიშვნელობიდან გამოიყოფა „ჰარით“.

ნიმუში: 10 °C, 100 კგ.

 

გამოყენებული ლიტერატურა

ნიმუში:

სტატია:

გვარი ინიციალი.  სრული სათაური. ჟურნალის სრული დასახელება ან აბრევიატურა, წელი, ტომი, ნომერი, გვ. დასაწყისი–დასასრული.

მაგ.:

1. Xie W., Pu J., MacKerell A.D. Development of a Polarizable Intermolecular Potential Function (PIPF) for Liquid Amides and Alkanes. J. Chem. Theory Comput., 2007, 3, 6, 1878 -1889.

2. kiknaZe n. sainvesticio saqmianobis aqtivacia. saqarTvelos teqnikuri unversitetis Sromebi, 2008, 454, 2, 102-106.

წიგნი:

გვარი ინიციალი.  სრული სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. წელი, ტომი, გვერდების რაოდენობა.
1. Bruice P. Organic Chemistry. New-York: Pearsonn Education, Inc., 2004, 896 p.
2. ჭირაქაძე გ. ორგანული ქიმია. თბილისი: განათლება, ტ. 1, 216 გვ.

პატენტი:

გვარი ინიცალი. სრული სათაური. პატენტის ნომერი.
1. Cunningham B. T., Li P. Method and instrument for detecting biomolecular interactions. USA Pat . No. 7292336. 6.11.2007.

 

ელექტრონული ფორმით ფაილების წარმოდგენა

ხელნაწერი უნდა ჩაიწეროს MS Word 97-2007 ფორმატში. ფაილი უნდა დასახელდეს საკორესპონდენტო ავტორის გვარის შესაბამისად. მაგ.: RAZMADZE.DOC ან RAZMADZE.DOCX

   

 

ბმულები

ვებ დიზაინი: ე.ელიზბარაშვილი – elizbarashvili@gtu.ge