თ.ბუთხუზი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

t.butkhuzi@აagruni.edu.ge





 

 

 



"ქიმიის უწყებანი" ტომი:4, ნომერი:1, 25-26 გვ.

მითები კორონავირუსზე

თ.ბუთხუზი

რეზიუმე: კორონავისურიდან მომდინარე საფრთხის გამო დღეს უამრავი მითი გაჩნდა, რომელმაც მსოფლიო ჯანდაცვის ასოციაციის ყურადღებაც კი მიიპყრო. გთავაზობთ რამდენიმე მითს, რომელზეც WHO სპეციალური განცხადება გააკეთა.

საკვანძო სიტყვები: კორონა ვირუსი, მსოფლიო ჯანდაცვის ასოციაცია, COVID-19, მითები



კორონავისურიდან მომდინარე საფრთხის გამო დღეს უამრავი მითი გაჩნდა, რომელმაც მსოფლიო ჯანდაცვის ასოციაციის ყურადღებაც კი მიიპყრო. გთავაზობთ რამდენიმე მითს, რომელზეც WHO სპეციალური განცხადება გააკეთა.

 

ცივი ამინდი და თოვლი არ კლავს ახალ კორონავირუსს

დღეისათვის არ არსებობს იმის საფუძველი რომ თოვლი და ცივი ამინდი კლავს ახალ კორონავირუსს ან სხვა დაავადებებს. ამინდის და გარემო ტემპერატურის მიუხედავად ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურა არის 36.5 °C-დან 37 °C-მდე. ყველაზე ეფექტური გზა ახალი კორანავირუსისგან თავის დასაცავად არის ხელების გაწმენდა სპირტზე და დამზადებული სადეზინფეციო საშუალებებით ან დაბანა წყლით და საპნით.

 

 

 

ცხელი აბაზანის მიღება არ გიცავთ ახალი კორონავირუსისგან

ცხელი აბაზანის მიღება არ გიცავთ ახალი COVID-19-ის შეხვედრისგან. სხეულის ნორმალური ტემპერატურა რჩება 36.5 °C-დან 37 °C-მდე ფარგლებში, მიღებული ცხელი აბაზანის მიუხედავად. განსაკუთრებულად ცხელი წყლის დაბანა საზიანოც არის ორგანიზმისთვის. COVID-19-ისგან თავის დასაცავად საუკეთესო გზა არის ხელების ხშირი დაბანა. ამ გზით მცირდება ვირუსების რაოდენობა ხელებზე, რაც აგაცილებთ ინფექციას რომელიც შეიძლება მოხვდეს თქვენს ორგანიზმში პირზე, ცხვირზე და თვალებზე შეხების შედეგად.

 

 

 

ახალი კორონავირუსი არ გადადის იმ პროდუქტებით და ნივთებით რომელიც წარმოებულია ჩინეთში ან სხვა ქვეყანაში სადაც არის COVID-19-ის შემთხვევები

მიუხედავად იმისა რომ ახალ კორნავირუსს აქვს უნარი გაჩერდეს რაიმე ზედაპირზე რამდენიმე საათით ან თუნდაც რამდენიმე დღით (დამოკიდებულია ზედაპირის ტიპზე), ძალიან ნაკლებად სავარაუდოა რომ ვირუსმა გამოიჩინოს მდგრადობა გადაადგილებისას და მგზავრობისას, სხვა პირობების და ტემეპრატურის ზეგავლენით. თუ ფიქრობთ რომ ზედაპირი შეიძლება იყოს დაბინძურებული გაწმინდეთ ის სადეზინფექციო საშუალებებით, შემდეგ დაიბანეთ ხელები წყლით და საპნით, ან დაიმუშავეთ ხელები სპირტზე დამზადებული სადეზინფექციო საშუალებებით.

 

 

 

ახალი კორონავირუსი არ გადადის კოღოს ნაკბენით

დღეისათვის არ არის დადასტურებული შემთხვევა რომ ახალი კორონავირუსი გადადიოდეს კოღოს ნაკბენის გზით. ახალი კორონავირუსი არის რესპირატორული ვირუსი და ვრცელდება პირდაპირ წვეთების საშუალებით რომელსაც ინფიცირებული პიროვნება გამოყოფს ხველის ან ცემინების გზით, ან ნერწყვის წვეთებით ან ცხვირიდან გამონადენით. თავის დასაცავად ხშირად დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ხსნარით ან დაიბანეთ საპნით და წყლით. ასევე მოერიდეთ ახლო კონტაქტს ყველასთან ვინც ახველებს ან აცემინებს.

 

 

 

არის თუ არა ხელის საშრობი აპარატები ეფექტური ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ?

არა. ხელის საშრობი აპარატები არ კლავს ახალ 2019-nCoV. ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად დაიბანეთ ხელები წყლით და საპნით, ან დაიმუშავეთ ხელები სპირტზე დამზადებული სადეზინფექციო საშუალებებით, შემდეგ კი გაიმშრალეთ ქაღალდის ხელსახოცებით ან თბილის ჰაერის საშრობით.

 

 

 

შეუძლია თუ არა ულტრაიისფერი დეზინფექციის ნათურას მოკლას ახალი კორონავირუსი?

UV (ულტრაიისფერი) ნათურის გამოყენება არ შეიძლება ხელების ან კანის სხვა უბნების სტერლიზაციისთვის, რადგან UV რადიაციას შეუძლია გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

 

 

 

 

რამდენად ეფექტურია თერმული სკანერები რომელიც გამოიყენება ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პიროვნების დეტექტირებისთვის?

თერმული სკანერები ეფექტურია ისეთი პიროვნების იდენტიფიცირებისთვის ვისაც აქვს ცხელება (ანუ აქვს სხეულის ნორმალურ ტემპერატურაზე მეტი ტემპერატურა), რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ახალი კორონავირუსით. თუმცა შესაძლოა რომ ამ სკანერით ვერ მოხდეს ისეთი პირების დეტექტირება ვისაც უკვე აქვს ინფექცია მაგრამ არ აქვს ცხელება. რადგან დაახლოებით 2-დან 10 დღემდეა საჭირო იმისთვის რომ ინფიცირებულთან გამოვლინდეს ცხელება და დაავადების სიმპტომები.

 

 

შეუძლია თუ არა სპირტის ან ქლორის შესხურებას მთელ სხეულზე მოკლას ახალი კორონავირუსი?

არა. სპირტის ან ქლორის შესხურება მტელ სხეულზე არ მოკლავს ვირუსს, რომელმაც უკვე შეაღწია ორგანიზმში. ასეთი ნივთიერებების შესხურება საშიშია ტანსაცმელზეც და ლორწოვან გარსზეც (მაგ., თვალები, პირი). იცოდეთ რომ სპირტით და ქლორით ზედაპირების დეზინფექცია სასარგებლოა, თუმცა მათი გამოყენება უნდა მოხდეს შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

 

 

 

შეუძლიათ თუ არა შინაურ ცხოველებს ახალი კორონავირუსის (2019-nCoV) გავრცელება?

დღეისათვის არ არის დადასტურებული რომ შინაური ცხოველები, როგორიც არის მაგალითად ძაღლი ან კატა დაინფიცირდეს ახალი კორონავირუსით. თუმცა კარგი იქნება თუ ცხოველთან ყოველი კონტაქტის შემდეგ დაიბანთ ხელებს საპნით და წყლით. ეს დაგიცავთ ისეთი ბაქტერიების გავრცელებისგან როგორიც არის E.Coli (ნაწლავის ჩხირი) ან სალმონელა, რომელიც ადვილად გადადის ცხოველიდან ადამიანზე.

 

 

 

გიცავთ თუ არა პნევმონიის ვაქციანა ახალი კორონავირუსისგან?

არა. პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინა, როგორიც არის პნევმოკოკური ვაქცინა და ჰემოფილური ინფექციის (გრიპის) B ტიპის (Hib) ვაქცინა არ უზრუნველყოფენ ახალი კორონავირუსისგან დაცვას. ვირუსი იმდენად ახალი და განსხვავებულია, რომ მას საკუთარი ვაქცინა ესაჭიროება. მეცნიერები უკვე მუშაობენ 2019-nCoV-ის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის შექმნაზე, და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) მხარს უჭერს მათ ძალისხმევას. მიუხედავად იმისა რომ ეს ვაქცინები არ არის ეფექტური 2019-nCoV-ის წინააღმდეგ, რესპირატორული დაავადებების მიმართ ვაქცინაცია უაღრესად რეკომენდებულია თქვენი ჯანმრთელობის დასაცავად.

 

 

იცავს თუ არა ახალი კორონავირუსის ინფექციისგან ცხვირის რეგულარული გამორეცხვა  ფიზიოლოგიური ხსნარით?

არა. არ არსებებოს იმის დამადასტურებელი ფაქტები რომ ცხვირის გამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით იცავს ხალხს ახალი კორონავირუსის ინფექციისგან. მხოლოდ რამდენიმე მტკიცებულებაა იმის რომ ცხვირის რეგულარული გამორეცხვით ფიზიოლოგიური ხსნარის საშუალებით შესაძლოა ადვილად განიკურნოთ სურდოსგან. თუმცა, არ არის ნაჩვენები რომ ეს გიცავს რესპირატორული დაავადებებისგან.

 

 

 

შეუძლია თუ არა ნიორს დაგიცვათ ახალი კორონავირუსის ინფექციისგან?

ნიორი ჯანსაღი პროდუქტია რომელსაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ანტიმიკრობული თვისებები. თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულებები რომ მიმდინარე აფეტქების პირობებში ნივრის ჭამა დაიცავს ხალხს ახალი კორონავირუსისგან.

 

 

 

 

ახდენს თუ არა ახალი კორონავირუსი მეტ გავლენას ასაკოვან ხალხზე და არიან თუ არა ახალგაზრდები მეტად მდგრადი მის მიმართ?

ნებისმიერი ასაკის პირი შეიძლება დაავადდეს ახალი კორონავირუსით (2019-nCoV). ხანდაზმული პირები, და ხალხი რომლესაც უკვე აქვს რაიმე თანმხლები დაავადება (მაგ., ასთმა, დიაბეტი, გულის დაავადება) უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან რომ დაავადება მათთან უფრო მწვავედ განვითარდეს. WHO ყველა ასაკის ხალხს ურცევს რომ დაიცვას თავი ვირუსისგან ხელების და რესპირატორული სისტემის ჰიგიენით.

 

 

 

არის თუ არა ანტიბიოტიკები ეფექტური ახალი კორონავირუსისგან დასაცავად ან მის სამკურნალოდ?

არა, ანტიბიოტიკები არ მუშაობს ვირუსების წინააღმდეგ, ისინი ებრძვიან მხოლოდ ბაქტერიებს. ახალი კორონავირუსი (2019-nCoV) არის ვირუსი, და ამგვარად მისგან თავის დასაცავად ან სამკურანალოდ ანტიბიოტიკები არ გამოიყენება. თუმცა 2019-nCoV დიაგნოზით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში შესაძლოა მაინც დაინიშნოს ანტიბიოტიკები თანმხლები ბაქტერიული ინფექციის განვითარების გამო.

 

 

 

არსებობს თუ არა რაიმე სპეციფიური მედიკამენტი ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად ან სამკურნალოდ?

ამ დროისთვის არ არსებობს რეკომენდებული სპეციფიური მედიკამენტი რომელიც იცავს ან კურნავს ახალი კორონავირუსისგან (2019-nCoV). თუმცა ვირუსით ინფიცირებულებმა უნდა გაიარონ შესაბამისი მკურნალობა სიმპტომების მოსახსნელად და მკურნალობისთვის, ხოლო მწვავე შემთხვევების დროს უნდა გაიარონ ოპტიმიზირებული მკურნალობა. ზოგიერთი სპეციფიური მკურნალობის კურსი არის კვლევის საგანი, და შესწავლილი იქნება კლინიკური კვლევებით. WHO ხელს უწყობს კვლევების მიმდინარეობის ძალიხმევას და დაჩქარებას სხვადასხვა პარტნიორებთან.   

 

 

 

გამოქვეყნებულია: 08-03-2020