"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:4, 28-28 გვ.

ქიმია და ჩემი ცხოვრება

ლიკა ნაჭყებია

რეზიუმე: ქიმია დაკავშირებული არამარტო ჩემს, არამედ შენს და ყველას ცხოვრებასთან. ესაა ჯაჭვი, რომელიც ერთი მეორის გარეშე არაფერია. ჰოდა, მე პირადად, ვფიქრობ ალბათ ღმერთმა ჯერ ქიმია და მერე ადამი და ევა შექმნა და ბოლოს ჩვენს სიცოცხლესთან დააკავშირა!

საკვანძო სიტყვები: ქიმია, ყოფაცხოვრება



როგორც ყველასათვის ცნობილია, ქიმია არის ერთ-ერთი დარგი, რომელთანაც გინდა არ გინდა მაინც ხარ სულით, გულით და მთლიანად ცხოვრებით დაკავშირებული... ალბათ, მომენტალურად ვერც გაიაზრებ, მაგრამ დიდი ხნის ფიქრისა და ბჭობის შემდეგ მიხვალ იმ დასკვნამდე, რომ თურმე სამყარო ქიმიაა და ქიმია სამყაროა..

 

ჩვენი ყოფა-ცხოვრება რატომ არის მასზე დამოკიდებული მკითხველო იცი?! დავიწყოთ იმით რომ საკვების, წყლის, ჰაერის გარეშე დავიღუპებით. H2O, რომელიც ალბათ იცი რომ წყალია, ჰაერი, რომელშიც ჟანგბადი და ნახშირორჟანგია, ჩვენი საკვები, რომელიც მდიდარია მრავალი ქიმიური დანამატებით - ყველაფერი ეს ქიმიის ნაწილი არაა?! ჯერ სად ხარ! ეს მხოლოდ დასაწყისია! ჰმ...რაღა დასაწყისი, გასაგებია ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ამ უკანასკნელს ეხება, მაგრამ კიდევ რა კავშირი აქვს მას ჩვენც ცხოვრებასთან?

 

მაშ ასე, ადამიანი ცხოვრობს იმედით, შეუპოვრად იბრძვის არსებობისთვის, უნდა იყოს კარგი, აქვს სტიმული მიაღწიოს წარმატების მწვერვალს და იღებს ადრენალინს. აი, აქ უკვე გაგიკვირდა რატომ გამოვყავი ეგ სიტყვა. დიახ, დიახ ადრენალია უსაყვარლესი ქიმიური მოლეკულა, რომლის გარეშე, ფაქტობრივად, ვერ იცხოვრებ. ჰო, აი ხვდები უკვე და რწმუნდები, ქიმია უფრო ახლოსაა შენთან, ვიდრე სხვა რამ…

 

თითოეულის ცხოვრება და კონკრეტულად ჩემი წარმოუდგენელია სიყვარულის გარეშე. ულამაზესი გრძნობაა. დედაშვილური-ეს უფლისგან ბოძებული საჩუქარია, სხეული საოცარი სითბოთი მევსება, როცა ჩემს პრინცესა გოგონაზე ვფიქრობ. ის ჩემი ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც მთელ სულს ანათებს... დედა - ეს დაუფასებელი კულტია. ჩემი საყვარელი ადამიანი კი უკვე ჩემთვის კოფეინია, ადრენალინია და სიყვარულია. კარლ იუნგისა არ იყოს: ,,ორი ადამიანის შეხვედრა ჰგავს ორი ქიმიური ნაერთის კონტაქტს. თუ მათ შორის რაიმე რეაქცია არსებობს, ორივე ადამიანი იცვლება…"   აი, რამდენი ქიმიური ნაერთი შეკრებილა ჩემს ცხოვრებაში! და აუცილებლად იქნება შენშიც. აღარაფერს ვამბობ ნათესავებსა და მეგობრებზე, ისინი ხომ, როგორც წესი, ოქროზე ძვირფასნი არიან….

  

იმედია, ახლა ნამდვილად რწმუნდები, რომ ქიმია დაუფლებია შენს ცხოვრებას. ჩემსას კი საერთოდ…

 

 მე, მაგალითად, ვისურვებდი ჩემი ცხოვრებიდან ელექტრონები გაქრნენ და იყვნენ საყვარელი პროტონები, რომლებსაც დადებითი მუხტი მოაქვთ და მილამაზებენ და მიხალისებენ ცხოვრებას….

ჩემი ოჯახი-ერთი დიდი, მყარი მოლეკულაა, რომელსაც სამმაგი ბმა აქვს, ანუ ძნელად გაუხლეჩავია. იმედია შენიც!

 

უკვე დარწმუნდი მკითხველო, რომ ქიმია დაკავშირებული არამარტო ჩემს, არამედ შენს და ყველას ცხოვრებასთან. ესაა ჯაჭვი, რომელიც ერთი მეორის გარეშე არაფერია. ჰოდა, მე პირადად, ვფიქრობ ალბათ ღმერთმა ჯერ ქიმია და მერე ადამი და ევა შექმნა და ბოლოს ჩვენს სიცოცხლესთან დააკავშირა!

 

გამოქვეყნებულია: 24-12-2019